ბეჟიტური ენა
ბეჟიტური ენა (ბეჟიტურ-ჰუნზიბური ენა), ბეჟტური ენა, კაპუჭური ენა (კაპუჭურ-ჰუნზიბური ენა), ხვანური ენა (თვითდასახელება: бежкьалас миц) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის, დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა დიდოური (ცეზიური) ქვეჯგუფის ენა. გავრცელებულია დაღესტნის რესპუბლიკის წუნტის რაიონის აულებში ბეჟიტაში (ქართ. კაპუჭი), ხოშარხოტაში ანუ ხოშარხოში (ქართ. ხაშალხუტი), ტლადალში (ქართ. ქალაქი), ჰუნზიბში, ღარბუთლსა და ნაჰადაში, აგრეთვე, საქართველოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში. ბეჟიტურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 10 000 კაცი.[1]
ბეჟიტური ენა бежкьалас миц | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | kap |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი |
ეთნონიმები
რედაქტირებაისტორიულად ქართველები ცეზების, ჰინუხელების, ბეჟიტელ-ჰუნზიბელების აღსანიშნავად იყენებდნენ საერთო მნიშვნელობის ეთნონიმს „დიდოური“, „დიდუროი“. სპეციალურ ლიტერატურაში საკვლევი ენის სახელწოდებად, ბეჟიტურის გარდა, გვხვდება: კაპუჭური (კაპუჭურ-ჰუნზიბური) და ხვანური.
ბეჟიტური, განსაკუთრებით უცხოელ მკვლევართა ნაშრომებში, ბოლო დროს საყოველთაოდ დამკვიდრდა, თუმცა მის გვერდით ბეჟტური-ც იკაფავს გზას. ბეჟიტური ქართული გაფორმებაა ბეჟტურისა, რომლის გამოყენება და გავრცელება ე. ბოკარევს უკავშირდება. ბეჟიტურის ხმარებას დიდი ტრადიცია რომ არ ჰქონდეს მართებული იქნებოდა ბეჟიტაური (შდრ. კარატა — კარატაული...). ეთნონიმი ბეჟტასა („ბეჟიტელი“) გენეზისურად უკავშირდება ბეჟ („ბაკი“) ძირს, რომლისაგანაც I სერიის ესივის -ტა ფორმანტის დართვით არის ნაწარმოები: ბეჟ-ტა „ფარეხზე“, „შემოღობილში“. თვითსახელწოდებაა ბეჟ-ტა-სა „ბეჟიტელი“ (ზედმიწევნით ბეჟტლა-დან).
კაპუჭი, სპეციალურ ლიტერატურაში ორგვარად არის ახსნილი:
ქართველი ენათმეცნიერის ნოდარ არდოტელის აზრიტ არაა აუცილებელი კაპუჭის გიავურ-ჩი დაყვანა. ქაფურჩი „ქართველი“ (ზედმიწევნით „ურჯულო კაცი“) გამოიყენებოდა შებრუნებით ბეჟიტელის აღსანიშნავად, ფონეტიკურ გარდაქმნათა გრადაცია არდოტელის აზრით შემდეგნაირად გამოიყურება:
- ქარფუჩი >*ქაფუჩი >*კაფუჩი >კაპუჭი. მეცნიერი აქვე დასძენს რომ საისტორიო წყაროებში თავს იჩენს კაბუჭი < კაპუჭი.
ხვანი, კაპუჭურის ანალოგიურად, ეთნიკურ სახელს (ხუნძ. ხ˜უ̂ან — „ხვანი“, ხ˜უ̂ან-ალ — „ხვანები“) ეფუძნება. ხვანს პარალელები ეძებნება მონათესავე დიდოურ ენებში. იგი შეუნიშნავთ ჯერ კიდევ ა. კომაროვს და რ. ერკერტს. ამ ეთნიკური სახელის შესახებ სპეციალურად მსჯელობს ე. ლომთაძე.
ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ფოლკლორში „ხვანები“ გაიგივებულია დაღესტნის მთიან ნაწილში მცხოვრებ ხალხებთან და მათი საერთო სახელწოდებაა.
ჰან-ტა-ს (შდრ. ჰან-ტა „ჰუნზიბი“, ზედმიწევნით „ერთ-ზე“), რომელიც ხვანელის გარდა გვხვდება, გამოიყენება ჰუნზიბელი ხალხის აღსანიშნავად.
ენა და მისი დიალექტები
რედაქტირებაბეჟიტური ენის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ერთნი ბეჟიტურსა და ჰუნზიბურს სხვადასხვა ენად მიიჩნევენ, სხვანი დიალექტებად და აერთიანებენ ერთ (ბეჟიტურ) ენად. თუ მათ მკაცრი კომპარატივისტული კრიტერიუმით მივუდგებით, მაშინ ბეჟიტური და ჰუნზიბური ენა შეიძლება იყოს განხილული როგორც ერთი ენის ორი დიალექტი.
ქართველ მეცნიერთა აზრით ბეჟიტურ ენაში განირჩევა ორი დიალექტი: საკუთრივ ბეჟიტური და ჰუნზიბური. თავის მხრივ ბეჟიტურ დიალექტში შეიძლება გამოიყოს სამი კილოკავი:
- ტლადალური;
- ხაშარხოტული;
- ბეჟტური.
ჰუნზიბური დიალექტში პირობითად შეიძლება გამოიყოს ორი თქმა:
- ღარბუთლურ-ნაჰადური;
- ჰუნზიბური.
ანბანი
რედაქტირება№ | ქართ. | ლათ. | კირ. | № | ქართ. | ლათ. | კირ. |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ა | A, a | А, а | 34 | ო̇̄ | Ȱ, ȱ | А̇̄, а̇̄ |
2 | ა̄ | Ā, ā | А̄, а̄ | 35 | ო̇ჼ | Ȯⁿ, ȯⁿ | А̇н, а̇н |
3 | აჼ | Aⁿ, aⁿ | Ан, ан | 36 | პ | P̣, p̣ | ПӀ, пӀ |
4 | ა̆ | Ǎ, ǎ | Ə, ә | 37 | ჟ | Ž, ž | Ж, ж |
5 | ა̆̄ | Ǎ̄, ǎ̄ | Ə̄, ә̄ | 38 | რ | R, r | Р, р |
6 | ა̆ჼ | Ǎⁿ, ǎⁿ | Əн, ән | 39 | ს | S, s | С, с |
7 | ა̈ | Ä, ä | Аь, аь | 40 | ტ | Ṭ, ṭ | ТӀ, тӀ |
8 | ა̈ჼ | Äⁿ, äⁿ | Аьн, аьн | 41 | ტþ | tþ | Кь, кь |
9 | ბ | B, b | Б, б | 42 | უ | U, u | У, у |
10 | გ | G, g | Г, г | 43 | უ̄ | Ū, ū | Ӯ, ӯ |
11 | დ | D, d | Д, д | 44 | უჼ | Uⁿ, uⁿ | Ун, ун |
12 | ე | E, e | Э, э | 45 | უ̈ | Ü, ü | Уь, уь |
13 | ე̄ | E, e | Э, э | 46 | უ̈ჼ | Üⁿ, üⁿ | Уьн, уьн |
14 | ეჼ | Eⁿ, eⁿ | Эн, эн | 47 | ფ, | P, p | П, п |
15 | ვ | V, v | В, в | 48 | ქ | K, k | К, к |
16 | ზ | Z, z | З, з | 49 | ღ | Ɣ, ɣ | Гъ, гъ |
17 | თ | T, t | Т, т | 50 | ყ | Q̣, q̣ | Къ, къ |
18 | ი | I, i | И, и | 51 | შ | Š, š | Ш, ш |
19 | ი̄ | Ī, ī | Ӣ ӣ | 52 | ჩ | Č, č | Ч, ч |
20 | იჼ | Iⁿ iⁿ | Ин, ин | 53 | ც | C, c | Ц, ц |
21 | კ | Ḳ, ḳ | КӀ, кӀ | 54 | წ | C̣, c̣ | ЦӀ, цӀ |
22 | ლ‘ | L, l | Л л | 55 | ჭ | Č̣, č̣ | ЧӀ, чӀ |
23 | ლ' | L‘, l‘ | Лъ лъ | 56 | ხ | X, x | Х, х |
24 | ლ | L', l' | ЛӀ лӀ | 57 | ხ~ | X~, x~ | Хь, хь |
25 | მ | M, m | М м | 58 | ჴ | Q, q | Хъ, хъ |
26 | ნ | N, n | Н н | 59 | ჰ | H, h | Гь, гь |
27 | ჲ | J, j | Й й | 60 | ჰ7 | H7, h7 | ХӀ, хӀ |
28 | ო | O, o | О о | 61 | ჵ | Ω, ω | ГӀ, гӀ |
29 | ო̄ | Ō, ō | О̄ о̄ | 62 | ჸ | ’ | ъ |
30 | ოჼ | Oⁿ, oⁿ | Он, он | 63 | ჷ | ə | ы |
31 | ო̈ | Ö, ö | Оь, оь | 64 | ჷ | ə̄ | ы̄ |
32 | ო̈ჼ | Öⁿ, öⁿ | Оьн, оьн | 65 | ჷჼ | əⁿ | ын |
33 | ო̇ | Ȯ, ȯ | А̇, а̇ | - | - | - | - |
ბეჟიტური ენა უდამწერლობო ენათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა 1990 წელს შემოთავაზებულ იქნა ბეჟიტური დამწერლობის პროექტი კირილური დამწერლობის საფუძველზე:
А а, Аь аь, АӀ аӀ, АьӀ аьӀ, Аа аа, Б б, В в, Г г, Гъ гъ, Гь гь, ГӀ гӀ, Е е, Д д, Ё ё, Ж ж, З з, И и, ИӀ иӀ, Ии ии, Й й, К к, Къ къ, Кь кь, КӀ кӀ, Л л, Лъ лъ, ЛӀ лӀ, М м, Н н, О о, Оь оь, ОӀ оӀ, ОьӀ оьӀ, Оо оо, П п, ПӀ пӀ, Р р, С с, Т т, ТӀ тӀ, У у, Уь уь, УӀ уӀ, УьӀ уьӀ, Уу уу, Х х, Хъ хъ, ХӀ хӀ, Ц ц, ЦӀ цӀ, Ч ч, ЧӀ чӀ, Ш ш, Ъ ъ, Э э, ЭӀ эӀ, Ээ ээ[4].
1999 წელს ბიბლიის თარგმნის ინსტისტუტმა გამოსცა ბეჟიტურ ენაზე გამოსცა პირველი წიგნი — ლუკას სახარება; 2005 წელს კი — სოლომონის იგავთა წიგნი. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ასევე გამოიცა არაერთი ბიბლიური ტექსტი ბეჟიტურ ენაზე. მათში გამოყენებული ანბანი განსხვავდება 1990 წელს შემოთავაზებული ანაბანისაგან[5] და აქვს შემდეგი სახე:
А а, Аь аь, Ан ан, Аьн аьн, А̄ а̄, Б б, В в, Г г, Гъ гъ, Гь гь, ГӀ гӀ, Д д, Е е, Ен ен, Ж ж, З з, И и, Ин ин, Ӣ ӣ, Й й, К к, Къ къ, Кь кь, КӀ кӀ, Л л, Лъ лъ, ЛӀ лӀ, М м, Н н, О о, Оь оь, Он он, Оьн оьн, О̄ о̄, П п, ПӀ пӀ, Р р, С с, Т т, ТӀ тӀ, У у, Уь уь, Ун ун, Уьн уьн, Ӯ ӯ, Х х, Хъ хъ, ХӀ хӀ, Ц ц, ЦӀ цӀ, Ч ч, ЧӀ чӀ, Ш ш, Э э, Эн эн, Ъ ъ[6].
ტექსტი
რედაქტირებანაწყვეტი ლუკას სახარებიდან (თავი 11, მუხლი 2-4 ).
კირილური | ლათ. ტრანსკრიფცია | IPA ტრანსკრიფცია | თარგმანი |
---|---|---|---|
Гьогцо гьоллохъа нисос: | Hogco holloqa nisos: | [hoɡ.t͡so holː.o.qɑ ni.sos | ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: |
Доьъа богьцалаъ вагьда̄ ниса: | Dö'a bohcala' wahdā nisa: | dɜʔ.ɑ boh.t͡sɑ.lɑʔ wɑh.dɑː ni.sɑ | რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: |
«Йа̄ Або, Дибо ца̄н аьдамла̄ илагьияб бикӀзи йовала, | «Yā Abo, Dibo cā̃ ädamlā ilahiyab bikʼzi yowala, | jɑː ʔɑ.bo, di.bo t͡sɑ̃ː ʔa.dɑm.lɑː ʔi.lɑ.hi.jɑb bikʼzi jo.wɑ.lɑ | „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, |
Дибо Парчагьлъи йонкъала; | Dibo Parčahłi yõqʼala; | di.bo pɑr.t͡ʃɑh.ɬi jõ.qʼɑ.lɑ | მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. |
Шибаб водиъ баццас баьба илол нилӀа; | Šibab wodi' baccas bäba ilol niƛa; | ʃi.bɑb wo.diʔ bɑt͡sː.ɑs ba.bɑ ʔi.lol ni.tɬɑ | პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. |
Илла мунагьла̄кьас кьодос тилӀки, судлӀо нисода илена къацӀцӀола илол кешлъи йо̄вакьас кьодос тилӀбакца. | Illa munahlāƛʼas ƛʼodos tiƛki, sudƛo nisoda ilena qʼacʼcʼola ilol kešłi yōwaƛʼas ƛʼodos tiƛbakca. | ʔi.lːɑ mu.nɑh.lɑːtɬʼ.ɑs tɬʼo.dos ti.tɬki, sud.tɬo ni.sɔ.dɑ ʔi.le.nɑ qʼɑt͡sʼː.o.lɑ ʔi.lol keʃ.ɬi joː.wɑ.tɬʼɑs tɬʼo.dos ti.tɬbɑk.t͡sɑ | და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, |
Ми илос гьаьл бикъелална уьнхолъа̄къа.» | Mi ilos häl biqʼelalna ü̃xołāqʼa.» | mi ʔi.los hal bi.qʼe.lɑl.nɑ ʔɨ̃.χo.ɬɑː.qʼɑ] | და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“. |
გრამატიკა
რედაქტირებაფონეტიკურ სისტემაში 5 მარტივი ა, ე, ი, ო, უ ხმოვნის გარდა წარმოდგენილია მეორეული წარმოშობის გრძელი ნაზალური და აგრეთვე უმლაუტიზებული (კაპ.) ვარიანტები, ე. წ. ირაციონალური ხმოვანი (ჽ), ვიწრო, ლაბიალიზებული ა და ღია, ა-სკენ გადახრილიო ო (ო́) (ჰუნზიბური), მახვილი სუსტი, დინამიკურია და ძირითადად მოძრავი. თანხმოვნებში დასტურდება ხშულთა სამეულების, სპირანტთა წყვილეულებისა და ცალეულების სისტემა. სპეციფიკური თანხმოვნებია: ყრუ ლატერალები (ფშვინვიერი აფრიკატი და სპირანტი, მკვეთრი აფრიკატი), ქვემო ხახისმიერი მჟღერი და ფშვინვიერი სპირანტები, აგრეთვე ხორხისმიერი მკვეთრი ხშული. ფუძეებს ახასიათებს სრულხმოვანება. წყობა აგლუტინაციურია. გრამატატიკული კატეგორიები უმთავრესად სუფიქსებით იწარმოება. სახელისა და ზმნის საზიარო კატეგორიებია კლასი და რიცხვი. მხოლობით რიცხვში არის 4 გრამატიკული კლასი: ჿ, ჲ, ბ (>მ), რ (>ჲ — კაპ., ნ—ჰუნზიბური), მრავლობით რიცხვში — 2: ბ (>მ) და რ (> ჲ; ნ.). მდიდარია მრავლობითი რიცხვის ფორმანტებით. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი და მოქმედებითი. ახასიათებს ლოკატიური (წარმოშობით თანდებულიანი) ბრუნვების სერიათა სისტემა. ბრუნება არის ერთფუძიანიც და ორფუძიანიც. ზმნაში კლასისა და რიცხვის გარდა გარჩეულია დრო, კილო, კაუზატივი, მრავალგზისობა და უნახაობა. დიფერენცირებულია გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები. კლასნიშნით გამოხატულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალი ზმნის პირდაპირი ობიექტი. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის, გარდაუვალი — ნომინატიურს, ხოლო გრძნობააღქმის ზმნები — დატიურს. რთული ქვეწყობილი წინადადება არ მოეპოვება, მის ფუნქციას ასრულებს მარტივი წინადადება საგარემოებო და პირ-კილოს ფორმების მეშვეობით. სიტყვათა შორის სინტაქსური დამოკიდებულების ძირითადი სახეებია შეთანხმება, მართვა, მირთვა. მსაზღვრელი უსწრებს საზღვრულს. სიტყვაწარმოება სუსტადაა განვითარებული. თვლის სისტემა ათობითია. მრავლადაა ნასესხები სიტყვები ხუნძურიდან, ქართულიდან, რუსულიდან. არაბულ-სპარსულ-თურქული ლექსიკა უმთავრესად შესულია ხუნძურის მეშვეობით. კაპუჭურ-ჭუნზიბური ენა უმწერლობოა. სამწერლობო ენად იყენებენ ხუნძურს.
ფონოლოგია
რედაქტირებამორფოლოგია
რედაქტირებასინტაქსი
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნ. არდოტელი, „ბეჟიტური ენა“, თბ., 2014
- ლომთაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 389–390.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Бежтинский язык[მკვდარი ბმული] / Я. Г. Тестелец // Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов. — М. : Большая российская энциклопедия, 2004-2017.
- ↑ ლომთაძე 1996, გვ. 22
- ↑ ხალილოვი, 1995, გვ. 14
- ↑ Халилов М. Ш., Кин цӀалилеб ва хъвалеб бежтӀадерил мацӀалда? ЗахӀматалъе рецц, 1990, 29 августа, გვ.2
- ↑ BEZHTA
- ↑ М. Ш. Халилов, Язык, фольклор и этнография бежтинцев, Институт перевода Библии, М. 2017