ბენ-ჰურ ჰაიგ ბაგდიკიანი[1] (ინგლ. Ben-hur Haig Bagdikian, სომხ. Բեն Բաղդիկյան) (დ. 30 იანვარი, 1920 — გ. 11 მარტი, 2016) — სომეხი ამერიკელი ჟურნალისტი, საინფორმაციო მედიის კრიტიკოსი, კომენტატორი, [2] და უნივერსიტეტის პროფესორი.

ბენ ბაგდიკიანი
დაბადების სახელი ბენ-ჰურ ჰაიგ ბაგდიკიანი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1920
მარაში, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი, 2016 (96 წლის)
ბერკლი, აშშ
ეროვნება სომეხი
საქმიანობა ჟურნალისტი
აქტიური 1947–1990

სომეხთა გენოციდში გადარჩენილმა, ბავშვობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის შემდეგ, დაიწყო ჟურნალისტური კარიერა. იგი მუშაობდა ადგილობრივ რეპორტიორად, გამომძიებელ ჟურნალისტად და უცხოელ კორესპონდენტად The Providence Journal-ში. იქ ყოფნის დაჯილდოვდა პიბოდის და პულიცერის პრემიით. 1971 წელს მან მიიღო დანიელ ელსბერგის Pentagon Papers-ის ნაწილები, დაარწმუნა გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“, რომ გამოექვეყნებინა ისინი მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია წინააღმდეგი იყო და იმუქრებოდა. ბაგდიკიანი მოგვიანებით ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლაში და იყო ფაკულტეტის დეკანი 1985 წლიდან 1988 წლამდე.

იგი ასევე იყო საინფორმაციო მედიის ცნობილი კრიტიკოსი. [3] მისი 1983 წლის წიგნი „მედიის მონოპოლია“, რამდენიმეჯერ გამოიცა და გავლენა იქონია, სხვათა შორის, ნოამ ჩომსკიზე. რობერტ ვ. მაკჩესნიმ ბაგდიკიანი მოიხსენია, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბენ-ჰურ ჰაიგ ბაგდიკიანი, დაიბადა მარაშში, ოსმალეთის იმპერიაში, 1920 წლის 30 იანვარს, იყო არამ ტოროს „თეოდორ“ ბაღდიკიანის [3] (1882−1957) და დუდე უვეზიანის (1886-1923) მეხუთე და უმცროსი შვილი. მას ოთხი და ჰყავდა. [3] დედა მდიდარი ოჯახიდან იყო, ხოლო მამამისის ოჯახის წევრები გლეხები იყვნენ. მან დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი . [3] მისი ოჯახის წევრები ძირითადად ცხოვრობდნენ ტარსუსში, სადაც მისი მამა ასწავლიდა ფიზიკასა და ქიმიას ტარსუსის წმინდა პავლეს კოლეჯში, რომელსაც ბოსტონის კონგრეგაციონალისტები მართავდნენ.[3] მისმა ოჯახის წევრებმა კარგად იცოდა ინგლისური. [3] მამამისი ასევე ფლობდა სომხურ, თურქულ, არაბულ ენებს და სწავლობდა ბიბლიურ ენებს. [3]

მისმა ოჯახმა დატოვა მარაში 1920 წლის 9 თებერვალს, ბენის დაბადებიდან სულ რაღაც ათი დღის შემდეგ. მათ ოსმალეთი სომხების გენოციდის დროს დატოვეს. [4] ისინი ჯერ ბოსტონში ჩავიდნენ და შემდგომ დასახლდნენ სტოუნჰემში, მასაჩუსეტსის შტატში. მისი მამა იყო ბოსტონის და ვორესტერის რამდენიმე სომხური ეკლესიის პასტორი. დედამის ტუბერკულოზი დაუდგინდა ბოსტონში ჩასვლისთანავე და გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ.[4]

ბაგდიკიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ბენი, თუმცა მისი ნათლობის სახელი იყო ბენ-ჰური. ბაგიკიანი გაიზარდა დიდი დეპრესიის დროს.

იგი შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალებში 1942 წლის მაისიდან 1946 წლის იანვრამდე ლეიტანანტად მსახურობდა. [5] ნებაყოფლობით შეუერთდა საჰაერო ძალებს 1941 წლის დეკემბერში პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ. [3]

ქორწინება

რედაქტირება

ბაგიკიანი დაქორწინდა ელიზაბეტ (ბეტი) ოგასაპიანზე 1942 წელს, რომელთანაც მას ორი ვაჟი შეეძინა: არამ კრისტოფერ „კრის“ ბაღდიკიანი (1944−2015) და ფრედერიკ უმცროსი ერიკ ბაგიკიანი (დაიბადა 1951). ისინი განქორწინდნენ 1972 წელს. მისი მეორე ქორწინება დაკავშირებულია ბეტი მედსგერისთან, ვაშინგტონ პოსტის რეპორტიორთან, მათი ქორწინება ასევე განქორწინებით დასრულდა. მისი მესამე ცოლი იყო მარლენ გრიფიტი, რომელზეც 1983 წელს იქორწინა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ბაგიკიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ბერკლიში, კალიფორნიაში, 2016 წლის 11 მარტს, 96 წლის ასაკში. [6] 2016 წლის 2 ივნისს ბერკლის უნიტარული უნივერსალური ეკლესიის მემორიალური ღონისძიება გაიმართა [7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • McChesney, Robert W. (2008). The Political Economy of Media: Enduring Issues, Emerging Dilemmas. New York University Press. ISBN 9781583671610. 
  • DiCanio, Margaret (2002) „Ben Bagdikian“, Memory Fragments from the Armenian Genocide: A Mosaic of a Shared Heritage. New York: Mystery and Suspense Press, გვ. 66–73. ISBN 0-595-23865-3. 
  • Witcover, Jules (September 1971). „Two weeks that shook the press“. Columbia Journalism Review. 10 (3): 7–15.
  • Hayes, Arthur S. (2008). Press Critics are the Fifth Estate: Media Watchdogs in America. Praeger. ISBN 9780275999100. 
  • Rubens, Lisa. Ben H. Bagdikian. Regional Oral History Office, The Bancroft Library, University of California, Berkeley (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2021.
  1. Taft, William H. (2016) Encyclopedia of Twentieth Century Journalists. 
  2. Collins, Glenn (21 February 1989). „Variety's New Look for New Readers“. The New York Times. ციტატა: „Ben Bagdikian, the media commentator...“
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Rubens 2011.
  4. 4.0 4.1 DiCanio 2002.
  5. (1951) Armenian-American Veterans of World War II. Armenian General Benevolent Union of America. 
  6. „Ben H. Bagdikian dies at 96; journalist who helped publish the Pentagon Papers“. Los Angeles Times. via Associated Press. 11 March 2016.
  7. Memorial service to be held July 2 for Ben Bagdikian. journalism.berkeley.edu. UC Berkeley Graduate School of Journalism (23 June 2016).