ბენიამინ ბენ-ელიზერი
ბენიამინ (ფუად) ბენ-ელიზერი (არაბ.: بنيامين بن إليعازر, ივრით. בנימין בן אליעזר; დ. 1936 წლის 12 თებერვალი, ბასრა, ერაყის სამეფო - 2016 წლის 28 აგვისტო, თელ-ავივი, ისრაელი)—ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, გენერალი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. 1984 -დან 2014 წლამდე იყო ქნესეთის წევრი და სხვადასხვა დროს ეკავა ისრაელის მრეწველობის, ვაჭრობისა და შრომის, თავდაცვის მინისტრის და ვიცე პრემიერის პოსტები.[1]
ბენიამინ ბენ-ელიზერი არაბ. بنيامين بن إليعازر, ივრითი בנימין בן אליעזר | |
ისრაელის მრეწველობის, ვაჭრობისა და დასაქმების 35-ე მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი 2009 – 19 იანვარი 2011 | |
პრემიერ-მინისტრი | ბენიამინ ნეთანიაჰუ |
წინამორბედი | ელი იშაი |
მემკვიდრე | შალომ სიმხონი |
ისრაელის ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მაისი 2006 – 3 მარტი 2009 | |
პრემიერ-მინისტრი | ეჰუდ ოლმერტი |
წინამორბედი | რონი ბარ-ონი |
მემკვიდრე | უზი ლანდაუ |
ისრაელის ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 იანვარი 2005 – 23 ნოემბერი 2005 | |
პრემიერ-მინისტრი | არიელ შარონი |
წინამორბედი | ელიზერ ზანდბერგი |
მემკვიდრე | რონი ბარ-ონი |
ისრაელის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მარტი 2001 – ნოემბერი 2002 | |
პრემიერ-მინისტრი | არიელ შარონი |
წინამორბედი | ეჰუდ ბარაკი |
მემკვიდრე | შაულ მოფაზი |
ისრაელის მშენებლობისა და განსახლების სამინისტრო | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ოქტომბერი 2000 – 7 მარტი 200 | |
პრემიერ-მინისტრი | ეჰუდ ბარაკი |
წინამორბედი | იცხაკ ლევი |
მემკვიდრე | ნათან შარანსკი |
"ავოდას" პარტიის ლიდერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2001 – 2002 | |
წინამორბედი | ეჰუდ ბარაკი |
მემკვიდრე | ამრამ მიცნა |
ისრაელის კავშირგაბმულობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
{{{თანამდებობა დაიკავა7}}} – 7 მარტი 2001 | |
პრემიერ-მინისტრი | ეჰუდ ბარაკი |
წინამორბედი | ლიმორ ლივნატი |
მემკვიდრე | რეუვენ რივლინი |
დაბადებული | 12 თებერვალი 1936 ბასრა ერაყის სამეფო |
გარდაცვლილი | 28 აგვისტო 2016 (80 წლის) თელ-ავივი ისრაელი |
პოლიტიკური პარტია | იაკაჰდი (1984) მაარახი (1984—1991) ავოდა (1991—1999) ავოდა (2001—2014) |
მეუღლე | დაქორწინებული |
შვილები | 5 |
განათლება | ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბენიამინ ბენ-ელიზერი წარმოშობით ერაყელი ებრაელების ოჯახიდან გახლდათ. ის ფლობდა ებრაულ, არაბულ და ინგლისურ ენებს.
1950 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ისრაელში. 1954 წელს მობილიზებული იყო ცაჰალის (ისრაელის ოფიციალური არმია) გოლანის ბრიგადაში. 1958 წელს მიიღო ოფიცრის წოდება . დაამთავრა ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობისა და შტაბის კოლეჯი, ასევე ისრაელის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი. ექვსდღიანი ომის დროს მეთაურობდა შაკედის სპეციალურ შენაერთს.
1970-1973 წლებში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მისიის წევრი იყო სინგაპურში, იომ -ქიპურის ომის დროს (1973) კვლავ მეთაურობდა ისრაელის ძალებს და დაჭრილ იქნა. ომის შემდეგ, მან სცადა მეგობრული ურთიერთობის დამყარება ლიბანელ ქრისტიანებთან და შექმნა ეგრეთ წოდებული კეთილი სასაზღვრო ღობეები ლიბანის საზღვარზე (ებრ. הגדר הטובה). 1978 წელს დაინიშნა სამხედრო ძალების მეთაურად იუდეისა და სამარიის ტერიტორიებზე, სადაც მსახურობდა 1982 წლამდე. 1982 წელს იგი პენსიაზე წავიდა, მაგრამ პრემიერ მინისტრის მენახემი ბეგინის თხოვნით, იგი დარჩა ტერიტორიებზე მთავრობის საქმიანობის კოორდინატორის პოზიციაზე.[2]
1984 წელს მან საბოლოოდ დატოვა არმია ბრიგადის გენერალის წოდებით და დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. თავიდან იგი შეუერთდა აარონ აბუჰაცირს. შემდეგ — ეზერ ვაიცმანს, რომელმაც დააარსა პარტია იაჰადი. 1984 წლის საყოველთაო არჩევნებზე იაჰადს სამი მანდატი, ერგო, მანდატის მფლობელთა შორის აღმოჩნდა ბენ-ელიზერი. არჩევნების შემდეგ, პარტია შეუერთდა მაარახს. ბენიამინ ბენ-ელიზერი სწრაფად გახდა პარტიის ცნობილი აქტივისტი. 1992 წელს მან წვლილი შეიტანა ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე იცხაკ რაბინის არჩევაში, რომელმაც არჩევნების შემდეგ იგი დანიშნა საბინაო მშენებლობის მინისტრის პოსტზე. ბენ-ელიზერს ეს პოსტი 1992–1996 წლებში ეკავა. ამ პერიოდში მან ხელი შეუწყო ახალი დასახლებების მშენებლობის პოლიტიკას, განსაკუთრებით იერუსალიმის მიდამოებში. 1994 წელს პრემიერ მინისტრმა იცხაკ რაბინმა იგი ფარული მისიით გაგზავნა ტუნისში, სადაც ის აღმოჩნდა ისრაელის პირველი მინისტრი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა იასირ არაფატთან.[3]
1999 – დან 2001 წლამდე, ეჰუდ ბარაკის მთავრობაში, მან დაიკავა ვიცე – პრემიერისა და ისრაელის კომუნიკაციების მინისტრის პოსტები, ამავე დროს, 2000 – დან 2001 წლამდე იყო მშენებლობის მინისტრი; შეიმუშავა პალესტინის ტერიტორიების დაყოფის გეგმა.
2001 წელს, ეჰუდ ბარაკის არჩევნებში დამარცხებისა და გადადგომის შემდეგ, იგი პარტიასთან ერთად შეუერთდა არიელ შარონის კოალიციას, რომელმაც იგი დანიშნა თავდაცვის მინისტრად. ხსენებული პოსტი 2002 წლამდე ეკვა. გადადგა პრემიერ მინისტრთან მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოწვეული უთანხმოების გამო. ამ მოვლენების პარალელურად მან თავი დაასახელა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე, შიმონ პერესის ნაცვლად, სადაც მან მცირე უპირატესობით დაამარცხა ქნესეთის ყოფილი თავმჯდომარე აბრაამ ბურგი. 2003 წლის ქნესეთის არჩევნების წინა დღეს ჩატარდა ავოდის პარტიის ხელმძღახალი ს ახალი არჩევნები. შედეგად ბენ-ელიზერი ამრამ მიცნამ დაამარცხა.
2005 წლის 10 იანვარს ლეიბორისტული პარტია შეუერთდა შარონის მთავრობას და ბენ-ელიეზერი დაინიშნა ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრად. იმავე წლის სექტემბერში პარტიის ლიდერის პოსტის არჩევნების შემდეგ, რომელშიც ამირ პერეცმა გაიმარჯვა, ავოდამ დატოვა სამთავრობო კოალიცია და არიელ შარონმა დანიშნა ვადამდელი არჩევნები. ეჰუდ ოლმერტის ახალ მთავრობაში, 2006 წლის 4 მაისს, იგი კვლავ დააწინაურეს და ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნეს. 2009 წელს შექმნილ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობაში მან მიიღო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტი, რომელსაც 2011 წლამდე იკავებდა.
2013 წელს იგი ხელახლა აირჩიეს ქნესეთში, მაგრამ ჯანმრთელობის მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა 2014 წლის დეკემბერში. 2014 წელს ის განიხილებოდა, როგორც ისრაელის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი, მაგრამ ბრძოლა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ გაჩნდა კორუფციული ბრალდებები.[4][5]
გარდაცვალება
რედაქტირება2016 წლის 28 აგვისტოს ნაშუადღევს, ბენიამინ ბენ-ელიზერი თელ-ავის სურასკის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 80 წლის ასაკში თირკმლის დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებებისგან. [6][7]
ოჯახი
რედაქტირებაბენიამინ ბენ-ელიზერი ჰყავდა მეუღლე და ხუთი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Binyamin Ben-Eliezer ქნესეთის ვებ საიტზე (ინგლ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "הלב החם של הפוליטיקאי הקר | ישראל היום". ישראל היום (ებრ). Retrieved 21 October 2018.
- ↑ Egypt anger over 1967 'massacre' BBC News, 5 March 2007
- ↑ Labor ministers quit gov't after split Ynetnews, 17 January 2011
- ↑ Ronen, Gil (8 March 2011). "Ben Eliezer's Condition Worsens". Israel National News. Arutz Sheva. Retrieved 8 March 2011.
- ↑ Raleb Majadla Replaces Ben Eliezer in Knesset Israel National News, 14 December 2014
- ↑ "Former defense minister Binyamin Ben-Eliezer dies at 80". The Times of Israel.
- ↑ Former Israeli Defense Minister Binyamin Fuad Ben-Eliezer Dies at Age 80