ბენზოქინონტეტრაკარბოქსილის დიანჰიდრიდი
ბენზოქინონტეტრაკარბოქსილის დიანჰიდრიდი — ორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით C10O8. არის ნახშირბადის ოქსიდი, რომლის მიღებაც შესაძლებელია, როდესაც ბენზოქინონტეტრაკარბოქსილის მჟავას წაერთმევა ორი მოლეკულა წყალი.
ბენზოქინონტეტრაკარბოქსილის დიანჰიდრიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | 1H,3H-ბენზო[1,2-c:4,5-c']დიფურან-1,3,4,5,7,8-ჰექსონი |
ქიმიური ფორმულა | C10O8 |
მოლური მასა | 248.102 გ/მოლი |
არის წითელი ფერის, მყარი, სტაბილური ნივთიერება. უხსნადია ეთერში, ნახშირბადის ტეტრაქლორიდში, დიქლორმეთანსა და ნახშირბადის დისულფიდში. რეაქციაში შედის აცეტონთან, ეთილ აცეტატთან, ტეტრაჰიდროფურანთან, ეთანოლთან და წყალთან. როდესაც მოლეკულა აფეთქდება, აირის დიდი ნაწილი მყისიერად გადადის ლურჯ ფერში.
ნივთიერება პირველად ასინთეზა პ. რ. ჰამონდმა 1963 წელს. იგი ამტკიცებდა, რომ „ნაერთი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი π (პი) ელექტრონის აქცეპტორი, რაც მანამდე იყო აღმოჩენილი“. [1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hammond, P. R. (1963). „1,4-Benzoquinone Tetracarboxylic Acid Dianhydride, C1008:A Strong Acceptor“. Science. 142 (3591): 502. doi:10.1126/science.142.3591.502. PMID 17748167.