ბენზოის მჟავა
ქიმიური ნივთიერება
ბენზოის მჟავა — ორგანული ნაერთი, უმარტივესი არომატული მჟავა, უფერო მბზინავი კრისტალები ქიმიური ფორმულით C6H5COOH. ნივთიერების დნობის ტემპერატურაა 122.41°C. წყალში ცუდად იხსნება, ორგანულ გამხსნელებში — კარგად. ადვილად აქროლადია, გამოიხდება წყლის ორთქლთან ერთად.
ბენზოის მჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ბენზოის მჟავა |
ქიმიური ფორმულა | C6H5COOH |
მოლური მასა | 122.12 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.2659 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 122.41 °C |
დუღილის ტემპერატურა | 249.2 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 65-85-0 |
PubChem | 243 |
მიღება და გამოყენება
რედაქტირებაბენზოის მჟავას ღებულობენ აზოტ- და ქრომმჟავით ტოლუოლის დაჟანგვისას, აგრეთვე ფთალმჟავას დეკარბოქსილირებით. ბენზოის მჟავას ფართოდ იყენებენ მედიცინაში, კვების მრეწველობაში, პარფიუმერიაში, მის სხვადასხვა წარმოებულს კი საღებრების სინთეზისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 0103
- SIDS-ის თავდაპირველი შეფასების ანგარიში ნივთიერებისთვის ბენზოის მჟავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისგან (OECD)