ბაზაქლო
სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ბეზაქლო)
ბაზაქლო — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (ამამლოს თემი[4]). მდებარეობს მდინარე ყარასუს (მდინარე დმანისის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 763 კაცი.[5]
სოფელი | |
---|---|
ბეზაქლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | ამამლო |
კოორდინატები | 41°16′39″ ჩ. გ. 44°12′11″ ა. გ. / 41.277500° ჩ. გ. 44.203111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1280 მეტრი |
მოსახლეობა | 532 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1701[3] |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება „ბეზაქლო“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Базакло“ სახით. სხვადასხვა დროს ეწოდებოდა ბეზაკლო,[6] ქვემო ბეზაკლო,[7] ბეზაქლო.[8] 2012 წელს ეწოდა ბაზაქლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 397.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 390.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-07-18.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 24.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 34.