ბაჰამის კუნძულების ადმინისტრაციული დაყოფა
ბაჰამის კუნძულების ძირითად, უმსხვილეს ადმინისტრაციულ დანაყოფს წარმოადგენს რაიონები. ყველგან, გარდა კუნძულ ნიუ-პროვიდენსისა, რაიონები ქმნის ქვეყნის ადგილობრივ თვითმმართველობათა სისტემას; ნიუ-პროვიდენსი პირდაპირ ცენტრალური მთავრობის მიერ იმართება. 1996 წელს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი მმართველობის აქტი“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სხვადასხვა ადგილობრივი ადმინისტრაციული ქვედანაყოფები. ამ აქტის საერთო მიზანია არჩეულ სხვადასხვა ტიპის მმართველებს გაუადვილდეთ თავიანთი რაიონების მართვა ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელის შეშლის გარეშე. საერთო ჯამში, შექმნილია 38 რაიონი, რომელთა მმართველების არეჩევნები იმართება ყოველ ხუთ წელში ერთხელ. სხვადასხვა რაიონებში სულ არის საბჭოს ას ათი წევრი და ორას ოთხმოცდაერთი ქალაქის კომიტეტის წევრი.[1]
თითოეული საბჭოსა თუ ქალაქის კომიტეტის წევრი პასუხისმგებელია საჯარო სახსრების პატიოსნად გამოყენებაზე, რომელიც მიმართული უნდა იყოს ამომრჩევლების შენარჩუნებისა და მოზიდვისკენ.
ბაჰამის კუნძულების რაიონები, გარდა ნიუ-პროვიდენსისა, შემდეგია:
- აკლინსი
- ბერის კუნძულები
- ბიმინი
- ბლეკ-პოინტი, ეკსუმა
- კეტი
- ცენტრალური აბაკო
- ცენტრალური ანდროსი
- ცენტრალური ელიუთერა
- ფრიპორტი
- კრუკედ-აილენდი
- აღმოსავლეთი დიდი ბაჰამა
- ეკსუმა
- გრანდ-კი, აბაკო
- ჰარბორ-აილენდი, ელიუთერა
- ჰოუპ-ტაუნი, აბაკო
- ინგაუა
- ლონგ-აილენდი
- მანგროვ-კი, ანდროსი
- მაიაგუანა
- მურს-აილენდი
- ჩრდილოეთი აბაკო
- ჩრდილოეთ ანდროსი
- ჩრდილოეთი ელიუთერა
- რეგიდ-აილენდი
- რამ-კი
- სან-სალვადორი
- სამხრეთი აბაკო
- სამხრეთი ანდროსი
- სამხრეთი ელიუთერა
- სპენიშ-უელსი, ელიუთერა
- დასავლეთი დიდი ბაჰამა
- გრინ-ტარტლ-კი (არაა ნაჩვენები რუკაზე)