აკლინსი (ინგლ. Acklins) — კუნძული და რაიონი ბაჰამის კუნძულებში.

აკლინსი
მშობ. სახელი: Acklins

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 238-389 კმ² (2)
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 560[1] (2010)
სიმჭიდროვე 1,44 /კმ²
კუნძული მდებარეობს ნასაუდან 239 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით

იგი ერთ-ერთია ვრცელი, თავთხელი ლაგუნის გარშემო ჩამწკრივებულ კუნძულთაგან, რომელსაც აკლინსის უბეს უწოდებენ. მათგან უდიდესია კრუკედ-აილენდი, უმცირესი კი ლონგ-კი.

1780-იან წლებში კუნძულზე ჩასახლდნენ ამერიკელი ლოიალისტები, რომელთაც ბამბის პლანტაციები გააშენეს, სადაც 1 000-მდე მონა დაასაქმეს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის იმპერიაში მონობა გაუქმდა, მათი მეურნეობა არარენტაბელური გახდა მათი შემოსავლის წყაროდ ზღვის ღრუბელი იქცა, რომლის რაოდენობაც ახლა საკმაოდ მცირეა.

მიუხედავად იმისა, რომ აკლინსზე შედარებით მცირე რაოდენობის ისტორიული ღირსშესანიშნაობებია, მაინც მოიპოვება რამდენიმე საყურადღებო ადგილი. აქ მდებარეობს ლუკაიანის ხალხის მრავალი ძეგლი. აღნიშნული ძგელები გათხარა ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ.

2010 წლის მონაცემებით, რაიონის მოსახლეობა 560 ადამიანს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PRELIMINARY POPULATION AND HOUSING COUNT BY ISLAND AND SUPERVISORY DISTRICT, ALL BAHAMAS: CENSUS 2010. Bahamas Department of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2013-07-06.