ბერის კუნძულები
ბერის კუნძულები (ინგლ. Berry Islands) — კუნძულთა ჯაჭვი და რაიონი ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში. მოიცავს დაახლოებით 78 კმ²-ს. შედგება 30-მდე კუნძულისა და ასზე მეტი მომცრო კუნძულისაგან (კი). კუნძულებს ხშირად „ბაჰამების თევზის თასს“ უწოდებენ. მოსახლეობა დაახლოებით 700 ადამიანს შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილიც გრიტ-ჰარბორ-კიზე სახლობს. 1836 წელს ბერის კუნძულები გათავისუფლებული მონებით დაასახლა გუბერნატორმა უილიამ კოლბრუკმა.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაბერის კუნძულები შედარებით განუვითარებელია, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი აეროპორტი და სასტუმრო. კუნძულთა უმეტესობა დაუსახლებელია ან ვინმე მდიდარი ადამიანის კერძო მფლობელობაშია, რომელიც მას მეორე სახლად იყენებს.
მთავარი მიმზიდველი ფაქტორია სპორტული თევზაობა.