სან-სალვადორი (კუნძული)

სან-სალვადორი (ინგლ. San Salvador Island), აგრეთვე ცნობილი როგორც უოტლინგი — კუნძული და რაიონი ბაჰამის კუნძულების შემადგენლობაში. მიჩნეულია, რომ პირველი ექსპედიციის დროს ახალ მსოფლიოში, ქრისტეფორე კოლუმბი პირველად სწორედ სან-სალვადორზე გადავიდა 1492 წლის 12 ოქტომბერს; მანვე უწოდა სახელი სან-სალვადორიც. ჩანაწერებში კოლუმბი მიუთითებს, რომ ადგილობრივი ლუკაიანის ხალხი, რომლებიც კუნძულს გუანაჰანის უწოდებდნენ, საკმაოდ „მშვიდნი და გულკეთილნი“ იყვნენ.[2][3][4]

სან-სალვადორი
მშობ. სახელი: San Salvador Island
გეოგრაფია
სან-სალვადორი (კუნძული) — ბაჰამის კუნძულები
სან-სალვადორი (კუნძული)
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 24°06′ ჩ. გ. 74°29′ დ. გ. / 24.100° ჩ. გ. 74.483° დ. გ. / 24.100; -74.483
ფართობი 163 კმ² (2)
სიგრძე 21 კმ
სიგანე 8 კმ
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 930[1] (2010)
სიმჭიდროვე 5,71 /კმ²

XVII საუკუნეში, კუნძულზე დასახლდა ინგლისელი კოლონისტი ჯონ უოტლინგი, რომელმაც კუნძულს საკუთარი სახელი უწოდა, რაც 1925 წელს მას ოფიციალურადაც დაერქვა. ამ დროს სახელწოდება „სან-სალვადორი“ გადაეცა სხვა კუნძულს, რომელსაც შემდეგ კეტი ეწოდა.

ქვიშიანი პლაჟების წყალობით დღეისათვის კუნძულზე ყვავის ტურიზმის ინდუსტრია. მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია კოკბარნ-ტაუნი, სადაც 1 000 ადამიანი ცხოვრობს.

კუნძულს ემსახურება სან-სალვადორის საერთაშორისო აეროპორტი.

ქარიშხლები

რედაქტირება

1996 წელს კუნძულს თავს დაატყდა ქარიშხალი ლილი,[5] 1999 წელს ქარიშხალი ფლოიდი, რომელთაც სან-სალვადორს სერიოზული ზიანი მიაყენეს.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PRELIMINARY POPULATION AND HOUSING COUNT BY ISLAND AND SUPERVISORY DISTRICT, ALL BAHAMAS: CENSUS 2010. Bahamas Department of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2013-07-14.
  2. William D. Phillips Jr., "Columbus, Christopher", in David Buisseret (ed.), The Oxford Companion to World Exploration, (Oxford: Oxford University Press, online edition 2012).
  3. In 1986 the National Geographic Society made an alternative suggestion of Samana Cay. For a brief discussion of the controversy see William D. Phillips, Jr., and Carla Rahn Phillips, The Worlds of Christopher Columbus (Cambridge and New York: Cambridge University Press, 1992), pp. 155-5.
  4. Brown, Dee. Bury My Heart at Wounded Knee, New York: Henry Holt, p 2.
  5. Garver, John. (January 3, 2003) Some effects of Hurricane Lili (Oct 1996). Union College. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 14, 2011. ციტირების თარიღი: October 10, 2010.
  6. Curran, H. A., Delano, P., White, B., and Barrett, M., 2001, "Coastal Effects of Hurricane Floyd on San Salvador Island, Bahamas," In Proceedings of the 10th Symposium on the Geology of The Bahamas, 2001. Greenstein, B. J., and Carney, C. K.(eds.)