მანგროვ-კი
მანგროვ-კი (ინგლ. Mangrove Cay) — ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს კუნძულ ანდროსზე. მოსახლეობა დაახლოებით 800 ადამიანს შეადგენს.
დღეში ორჯერ, ქვეყნის დედაქალაქ ნასაუს მიმართულებით ხორციელდება ავიარეისები, რის შედეგადაც რაიონი ტურისტთათვის ადვილად მისაღწევია. ფუნქციონირებს სასტუმროები.
რაიონის საშუალო წლიური ტემპერატურა 30º-25º-ია. მცირეა ნალექების რაოდენობა.