ბაღჩის ბუგრი
ბაღჩის ბუგრი (ლათ. Aphis gossypii) — მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. მავნებელია, კულტურულ და ველურ გოგროვანი მცენარეების — ნესვის, კიტრის, გოგრისა და სხვათა ფოთლების ქვედა მხარეს სახლდება და ქსოვილებიდან წუწნის მცენარის წვენს, რის გამოც ფოთლის ძარღვები ზიანდება და იკრუნჩხება. გარდა ფოთლებისა, ყლორტებს (ლართხს) და ყვავილების ყუნწსაც აზიანებს და ნაყოფი (ნასკვი) ვეღარ ვითარდება. პირველ ხანებში, როდესაც მცენარე ნაზია და დიდი რაოდენობის წვენს შეიცავს, ბუგრები ხარბად იკვებებიან და დიდი რაოდენობით გამოყოფენ ტკბილ თხიერ ექსკრემენტებს. ეს ექსკრემენტები საუკეთესო სუბსტრატია Caproidium-ის გვარის საპროფიტული სოკოებისათვი. ასეთი მცენარეები, როგორც წესი, ჭიანჭველებს, ბუზებს, კრაზანებს და სხვა მწერებს ძალიან იზიდავენ.[1]
ბაღჩის ბუგრი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aphis gossypii (Glover, 1877) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
ევრძვიან სხვადასხვა ხერხით: ებრძვიან სარეველა მცენარეებს, მიმართავენ თესლბრუნვას, ზომიერ რწყვას, ნათესის დამატებით გამოკვებას, იყენებენ პესტიციდებს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 15.