ბარბარა ლისკოვი (ინგლ. Barbara Liskov; დაბადების სახელი ბარბარა ჯეინ ჰუბერმანი; დ. 7 ნოემბერი, 1939, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მეცნიერი ქალი ინფორმატიკის დარგში, რომელმაც პიონერული წვლილი შეიტანა პროგრამირების ენებში და განაწილებულ სისტემაში.

ბარბარა ლისკოვი
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1939(1939-11-07) (85 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ინფორმატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ინჟინერი
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი[1] და კალიფორნიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
ჯილდოები ტიურინგის პრემია[2] , IEEE John von Neumann Medal[3] , ჰაროლდ პენდერის პრემია[4] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[5] , Programming Languages Achievement Award, Weizmann Women & Science Award, Computer Pioneer Award[6] , კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[7] , Society of Women Engineers Achievement Award, ACM-ის წევრი[8] , ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი[9] და NCWIT Pioneer in Tech Award[10]
საიტი pmg.csail.mit.edu/~liskov/

ბარბარა ლისკოვის მნიშვნელოვანი ნამუშევარი მოიცავს ლისკოვის ჩანაცვლების პრინციპის შემუშავებას, რომელიც აღწერს მონაცემთა აბსტრაქციის ფუნდამენტურ ბუნებას და გამოიყენება ტიპების თეორიაში (ინფორმატიკის განყოფილება) და ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში. მისი ნამუშევარი აღიარებულია 2008 წლის ტიურინგის პრემიით. ლისკოვი ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში შეერთებულ შტატებში და მეორე ქალი, რომელმაც მიიღო ტიურინგის პრემია. ამჟამად ის არის ინსტიტუტის პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.[11]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ლისკოვი დაიბადა 1939 წლის 7 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში (კალიფორნია),[12] ებრაულ ოჯახში, ჯეინის (ძვ. დიკჰოფი) და მოსე ჰუბერმანის ოთხი შვილიდან უფროსი.[13] მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში 1961 წელს. ბერკლიში მას თავის სპეციალობაში მხოლოდ ერთი პარალელ კლასელი ქალი ჰყავდა. მან განაცხადი შეიტანა მათემატიკის სამაგისტრო პროგრამებზე ბერკლისა და პრინსტონში. იმ დროს პრინსტონი არ იღებდა ქალ სტუდენტებს მათემატიკაში. იგი მიიღეს ბერკლიში, მაგრამ იქ სიარულის ნაცვლად, გადავიდა ბოსტონში და დაიწყო მუშაობა „Mitre Corporation“-ში(ინგლისური)ქართ., სადაც დაინტერესდა კომპიუტერებითა და პროგრამირებით. იგი მუშაობდა Mitre-ში ერთი წლის განმავლობაში, სანამ ჰარვარდში პროგრამულ სამუშაოს იღებდა და ენების თარგმანზე მუშაობდა.[14]

შემდეგ მან გადაწყვიტა სკოლაში დაბრუნება და კვლავ შეიტანა განცხადება ბერკლიში, ასევე სტენფორდსა და ჰარვარდში. 1968 წელს, როდესაც მას მიენიჭა ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, ბარბარა გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი შეერთებულ შტატებში, რომელსაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერების სფეროში.[15] [16] [17] სტენფორდში იგი მუშაობდა ჯონ მაკართისთან და მხარდაჭერა მიიღო ხელოვნურ ინტელექტში სამუშაოდ.[14] მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო კომპიუტერული პროგრამა საჭადრაკო ენდშპილის სათამაშოდ, რისთვისაც მან შეიმუშავა მნიშვნელოვანი თეორია.[18]

სტენფორდის დამთავრების შემდეგ, ლისკოვი დაბრუნდა „Mitre Corporation“-ში მეცნიერ-თანამშრომლად.[19]

ბარბარა უძღვებოდა მრავალ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის Venus ოპერაციული სისტემას (მცირე, იაფი დროის გაზიარების სისტემა); CLU-ს (დიზაინი და განხორციელება); Argus (პირველი მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც მხარს უჭერს განაწილებული პროგრამების განხორციელებას და ასახავს დაპირებების ტექნიკის დემონსტრირებას) და Thor (ობიექტზე ორიენტირებული მონაცემთა ბაზის სისტემა). ჯანეტ ვინგთან ერთად მან შეიმუშავა ქვეტიპის სპეციფიკური განმარტება, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ლისკოვის ჩანაცვლების პრინციპი. იგი ხელმძღვანელობს პროგრამირების მეთოდოლოგიის ჯგუფს MIT- ში, რომელიც აქტუალურია ბიზანტიური ხარვეზების ტოლერანტობისა და განაწილებული გამოთვლის სფეროში.[20] ის 2009 წელს შედიოდა საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა ჯილდოს — Infosys Prize-ს ჟიურიში.[21]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1970 წელს იგი დაქორწინდა ნათან ლისკოვზე.[22] მათ ჰყავთ ერთი ვაჟი, მოსე, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში MIT-ში 2004 წელს და ასწავლის კომპიუტერულ მეცნიერებას „უილიამისა და მერის კოლეჯში“.[19]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ბარბარა ლისკოვი არის ეროვნული საინჟინრო აკადემიის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისა და გამოთვლითი მანქანების ასოციაციის (ACM) წევრი. 2002 წელს იგი აღიარებულ იქნა MIT-ის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ-პროფესორად და აშშ-ს მეცნიერების 50 საუკეთესო პროფესორ-პედაგოგთა კადრს შორის.[23] 2002 წელს ჟურნალმა „Discover“ ლისკოვი შეიყვანა „მეცნიერებაში 50 ყველაზე მნიშვნელოვან ქალთა“ შორის.[24]

2004 წელს ბარბარა ლისკოვმა მოიპოვა ჯონ ფონ ნეუმანის მედალი „პროგრამირების ენების, პროგრამირების მეთოდოლოგიისა და განაწილებული სისტემების სფეროში ფუნდამენტური წვლილისთვის“.[25] 2005 წლის 19 ნოემბერს ბარბარა ლისკოვს და დონალდ ე. კნუთს მიენიჭათ ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება.[26] ლისკოვი და კნუტი ასევე წარადგინეს ამავე ინსტიტუტის საპატიო კოლექვიუმების სერიაში.[27] 2011 წელს ლუგანოს უნივერსიტეტის მიერ ლისკოვს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება.[28] და Universidad Politécnica de Madrid-ის მიერ 2018 წელს.[29]

ლისკოვმა მიიღო 2008 წლის ტურინგის პრემია ACM-ისგან 2009 წლის მარტში,[30] პროგრამირების ენების დიზაინისა და პროგრამული მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის, რამაც გამოიწვია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების განვითარება.[31] კონკრეტულად, ლისკოვმა შეიმუშავა პროგრამირების ორი ენა, CLU — 1970-იან წლებში და Argus — 1980-იან წლებში.[31] ACM-მა დაასახელა მისი წვლილი „პროგრამირების ენისა და სისტემის დიზაინის პრაქტიკულ და თეორიულ საფუძვლებში, განსაკუთრებით მონაცემთა აბსტრაქციასთან, შეცდომის ტოლერანტობასთან და განაწილებულ გამოთვლებთან“.[32] 2012 წელს იგი შეიყვანეს ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზში. [33]

ნაშრომები

რედაქტირება

ლისკოვი არის ოთხი წიგნისა და ასზე მეტი ტექნიკური ნაშრომის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20090427060321/http://www.pmg.csail.mit.edu/~liskov/
  2. https://amturing.acm.org/award_winners/liskov_1108679.cfm
  3. https://www.ieee.org/about/awards/bios/vonneumann-recipients.html#2019%20-%20Eva%20Tardos
  4. https://events.seas.upenn.edu/distinguished-lectures/pender-lecture/
  5. https://www.invent.org/inductees/barbara-liskov
  6. https://www.computer.org/profiles/barbara-liskov
  7. https://www.upc.edu/ca/la-upc/honoris-causa
  8. https://awards.acm.org/fellows/award-recipients
  9. https://inf.ethz.ch/de/departement/auszeichnungen-und-rankings/ehrendoktoren.html
  10. https://www.ncwit.org/ncwit-pioneer-tech-award
  11. Barbara Liskov Programming Methodology Group, MIT.
  12. Karagianis, Liz (Fall 2009). „Top Prize“. MIT Spectrum. ციტირების თარიღი: 10 July 2016.
  13. „Jane Siegel: Obituary“. San Francisco Chronicle (via Legacy.com). January 24, 2010. ციტირების თარიღი: 2014-11-18.
  14. 14.0 14.1 The electron and the bit: electrical engineering and computer science at the Massachusetts Institute of Technology, 1902–2002. Guttag, John (2005-01-01). The electron and the bit: electrical engineering and computer science at the Massachusetts Institute of Technology, 1902–2002. Cambridge, Mass.: MIT, Electrical Engineering and Computer Science Dept. OCLC 61332947.
  15. Barbara Liskov. ციტირების თარიღი: 2007-09-06 Profile from the National Academies of Engineering.
  16. UW-Madison Computer Science Ph.D.s Awarded, May 1965 – August 1970. ციტირების თარიღი: 2010-11-08 PhDs granted at UW-Madison Computer Sciences Department.
  17. Barbara Liskov | Biography, A.M. Turing Award, & Facts. ციტირების თარიღი: 2021-09-25
  18. https://web.archive.org/web/20170211231733/http://www.dtic.mil/dtic/tr/fulltext/u2/673971.pdf
  19. 19.0 19.1 Barbara Liskov. Association for Computing Machinery. ციტირების თარიღი: 28 August 2021"Barbara Liskov". A.M. Turing Award. Association for Computing Machinery. Retrieved 28 August 2021.
  20. Barbara Liskov, Programming Methodology Group, MIT.
  21. Infosys Prize - Jury 2009. ციტირების თარიღი: 1 March 2021
  22. 61332947
  23. „MIT's magnificent seven: Women faculty members cited as top scientists“. MIT News Office. Cambridge, MA. 5 Nov 2002. ციტირების თარიღი: 29 October 2012.
  24. Svitil, Kathy (13 November 2002). „The 50 Most Important Women in Science“. Discover. ციტირების თარიღი: 1 May 2019.
  25. IEEE John von Neumann Medal Recipients from the website of IEEE
  26. Honorary Doctors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 29 October 2012
  27. Distinguished Lecturers Barbara Liskov and Donald E. Knuth. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 29 October 2012
  28. USI Honorary Doctorates. ციტირების თარიღი: 2021-05-16
  29. elEconomista.es. „Barbara Liskov, nueva doctora honoris causa por la UPM - elEconomista.es“ (ესპანური). ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  30. Weisman, Robert (March 10, 2009). „Top prize in computing goes to MIT professor“. The Boston Globe.
  31. 31.0 31.1 Barbara Liskov Wins Turing Award | March 10, 2009 from the Dr. Dobb's Journal website
  32. ACM Names Barbara Liskov Recipient of the 2008 ACM A.M. Turing Award. Association for Computing Machinery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2009-03-10
  33. Spotlight | National Inventors Hall of Fame. Invent.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-14. ციტირების თარიღი: 2016-05-31