ჯონ მაკ-კართი (ინგლ. John McCarthy; დ. 4 სექტემბერი, 1927, ბოსტონი — გ. 24 ოქტომბერი, 2011, სტენფორდი, კალიფორნია)[11]ამერიკელი მეცნიერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, ტერმინის — „ხელოვნური ინტელექტი“ — ავტორი (1956), პროგრამირების ენის — ლისპის შემქმნელი (1958), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1989).

ჯონ მაკ-კართი
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი, 1927(1927-09-04)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ბოსტონი[1] [2]
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 2011(2011-10-24)[6] [2] [3] [4] (84 წლის)
გარდ. ადგილი Stanford[2]
მოქალაქეობა  აშშ[2]
საქმიანობა მათემატიკოსი[2] , ინფორმატიკოსი[7] , ინჟინერი, უნივერსიტეტის პროფესორი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და სტენფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2] , პრინსტონის უნივერსიტეტი[2] და Belmont High School
დედა Ida Glatt McCarthy
ჯილდოები ტიურინგის პრემია[2] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი[2] , Computer History Museum fellow, IJCAI Award for Research Excellence, Kyoto Prize in Advanced Technology[8] , Computer Pioneer Award, Programming Languages Achievement Award, AAAI Fellow[9] , CSS Fellow და ACM-ის წევრი[10]
საიტი www-formal.stanford.edu/jmc//

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯონ მაკ-კართი დაიბადა 1927 წლის 4 სექტემბერს ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი), ემიგრანტების — ლიტველი ებრაელი იდას და ირლანდიელი ჯონ პატრიკ მაკ-კართების ოჯახში. დიდი დეპრესიის გამო ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სანამ ჯონის მამა ლოს-ანჯელესის ორგანიზაციაში დაიწყებდა მუშაობას.

მაკ-კართის მშობლები 1930-იან წლებში კომუნისტური პარტიის აქტიური წევრები იყვნენ. პატარა ჯონს სწავლაში ხელს უწყობდნენ და მან სკოლაში შესვლამდე უკვე ბევრი რამ იცოდა. წაიკითხა რუსული სამეცნიერო-პოპულარული საბავშვო წიგნის „100000 რატომ“ თარგმანი და დაინტერესდა მეცნიერებით.

მაკ-კართიმ ბელმონტის საშუალო სკოლა (ლოს-ანჯელესი) ექსტერნად — ორი წლით ადრე დაამთავრა. 1944 წელს მიიღეს კალტექში. იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში მათემატიკას კოლეჯში ასწავლიდა და ბევრი სახელმძღვანელო ჰქონდა შესწავლილი, ინსტიტუტში ორი წელი მათემატიკის კურსის გამოტოვება შეძლო. კალტექიდან ფიზკულტურის კურსებზე დაუსწრებლობის გამო გარიცხეს. შემდეგ 2 წელი აშშ-ს არმიაში მსახურობდა და ინსტიტუტში აღადგინეს. 1948 წელს მან მათემატიკის ბაკალავრის სტატუსი მიიღო. ჯონი თავისუფლად ფლობდა რუსულ ენას და დაუმეგობრდა ბევრ რუს მეცნიერს საბჭოთა კავშირში თავისი მრავალჯერადი ვიზიტების პერიოდში.

სამეცნიერო კარიერა

რედაქტირება

1955 წელს მაკ-კართი გახდა დოცენტი დართმუზში, 1962 წელს — სრული პროფესორი სტენფორდში, სადაც ის 2000 წლამდე (პენსიაში გასვლამდე) მუშაობდა.

1956 წლიდან მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მოგვიანებით სტუდენტებმა მოფერებით „ძია ჯონი“ შეარქვეს.

მაკ-კართი ერთ-ერთია ხელოვნური ინტელექტის „დამფუძნებელ მამათაგან“, ალან ტიურინგთან, მარვინ მინსკთან, ალენ ნიუელთან და ჰერბერტ საიმონთან ერთად. მან ნათანიელ როჩესტერთან და კლოდ შენონთან ერთად მოიფიქრა ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წლის დართმუზის კონფერენციისთვის მომზადებულ წინადადებაში. ამ კონფერენციამ დაუდო სათავე ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ცალკე სფეროს.[12]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Маккарти Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 http://amturing.acm.org/award_winners/mccarthy_0239596.cfm
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. http://news.stanford.edu/news/2011/october/john-mccarthy-obit-102511.html
  7. http://www.computerhistory.org/collections/catalog/102658149
  8. https://www.kyotoprize.org/en/laureates/
  9. https://aaai.org/about-aaai/aaai-awards/the-aaai-fellows-program/elected-aaai-fellows/
  10. https://awards.acm.org/fellows/award-recipients
  11. National Academy of Sciences. John McCarthy
  12. McCarthy, John (1960). "Recursive Functions of Symbolic Expressions and Their Computation by Machine". Communications of the ACM. 3 (4): 184–195.