ბანოვანი (მწერალი)
ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (დ. 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი — გ. 6 დეკემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.
ბანოვანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 დეკემბერი 1880 |
დაბ. ადგილი | ლაჯანა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი 1934 (54 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი და პუბლიცისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() ![]() |
მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“, „ისარი“, „თემი“, „ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.
ლიტერატურარედაქტირება
- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 194, თბ., 1977 წელი.