„ამირანი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური-ლეტერატურული გაზეთი. ქართველ სოციალურ-ფედერალისტების ცენტრალური ორგანო. გამოდიოდა 1908 წელს (მარტიდან ნოემბრამდე) თბილისში გაზეთ „ისრის“ ნაცვლად. თანამშრომლობდნენ ა. ჯორჯაძე, კ. აბაშიძე, ი. ნაკაშიძე, ვ. ბარნოვი, დუდუ მეგრელი, ვ. შალიკაშვილი, ა. ფურცელაძე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი - ქ. ქავთარაძე. გამოვიდა სულ 197 ნომერი. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა

რედაქტირება