ბანგკოკის ეროვნული მუზეუმი
ბანგკოკის ეროვნული მუზეუმი (ტაი. พิพิธภัณฑสถานแห่งชาติ พระนคร, ტრანსკრ. Phiphitthaphanthasathan Haeng Chat Phra Nakhon) — ტაილანდის ეროვნული მუზეუმების დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია.[1] დაწესებულება აწყობს ტალიანდის ხელოვნებისა და ტაილანდის ისტორიის არტეფაქტების გამოფენას. მუზეუმი მდებარეობს უპარაჯას (ვიცე-მეფე) ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც თამასატის უნივერსიტეტსა და ტაილანდის ეროვნულ თეატრს შორის მდებარეობს. დაწესებულების წინ სანამ ლუანგის მოედანია მოწყობილი.
ბანგკოკის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
ტაი. พิพิธภัณฑสถานแห่งชาติ พระนคร | |
13°45′27″ ჩ. გ. 100°29′32″ ა. გ. / 13.75750° ჩ. გ. 100.49222° ა. გ. | |
დაარსდა | 19 სექტემბერი, 1974 |
ქვეყანა | ტაილანდი |
მდებარეობა | Phra Borom Maha Ratchawang |
სტატუსი | ტაილანდის ისტორიის მუზეუმი |
დირექტორი | ნიტაია კანოკმოგკოლი |
ოფიციალური საიტი | finearts.go.th/museumbangkok/ |
მუზეუმი დაარსდა და გაიხსნა 1874 წელს, მეფე ჩულალონგკორნის მიერ, რომელმაც დაწესებულებაში მისი მამის, მეფე მონგკუტის სამეფო კოლექცია განათავსა. დღესდღეობით გამოფენები მოიცავს ტალიანდის ისტორიის ყველა ეტაპს დაწყებული ნეოლითის ხანიდან. კოლექციები მოიცავს მეფე რამ კხამხაენგის ხელნაწერებს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების შემადგენლობაში შეიტანეს 2003 წელს მისი მნიშვნელობის გამო.
გარდა დვარავატის, შრივიჯაიას, სუკოტაისა და აიუტიას პერიოდით დათარიღებული ნამუშევრებისა, მუზეუმში დაცულია რეგიონალური ბუდისტური ხელოვნების ნიმუშები, როგორებიცაა: ინდური განდჰარას, ჩინური ტანის დინასტიის, ვიეტნამის ტიამპას, ინდონეზიის შაილენდრასა და კამბოჯის კამბუჯადეშას ხელოვნების ნიმუშები.
2019 წლის აპრილში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომლის საერთო ხანგრძლივობამ ათი წელი შეადგინა. განახლების ფარგლებში მუზეუმში მოეწყო ახალი ინტერიერი, დამონტაჟდა უკეთესი განათება და გაკეთდა კომპიუტერის დახმარებით მოქმედი მულტიმედიური ჩვენებები.[2]
ისტორია
რედაქტირებაბანგკოკის ეროვნული მუზეუმი თავდაპირველად დაარსდა ტაილანდის მეფის, ჩულალონგკორნის მიერ (რამა V), რათა გამოფენილიყო და დაცულიყო მეფის მამის, მეფე მონგკუტის (რამა IV) სიძველეთა კოლექცია. ეროვნული მუზეუმი ყოფილი ვანგ ნას, წინა სასახლის, შენობაში მდებარეობს და მეფისნაცვლისათვის (უპრაჯა), მომავალი მეფისათის აშენდა (ტაილანდში არ არსებობს პირველი შვილის გამეფების ტრადიცია. მეფე თავად ირჩევს ვინ გახდება მომავალი მეფე. მეფეთა უმეტესობა შვილის ნაცვლად ძმას ასახელებს). ეს ადგილი გაუქმდა მეფე ჩულალონგკორნის მიერ და ყოფილი სასახლე მან ბანგკოკის ეროვნულ მუზეუმს 1887 წელს გადასცა.[3]
1874 წელს, ჩულალონგკორნმა ბრძანება გასცა დაარსებულიყო პირველი საჯარო მუზეუმი ტაილანდის დიდი სასახლის კონკორდიას პავილიონში, რათა გამოფენილიყო მისი მამის კოლექციები და ზოგადად მნიშვნელოვანი არტეფაქტები. კონკორდიას მუზეუმი 1874 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და სახვითი ხელოვნების დეპარტამენტმა ეს დღე ტაილანდში პირველი ეროვნული მუზეუმის დაარსების დღედ დაასახელა.
1887 წელს ჩულალონგკორნმა გასცა ბრძანება, რომ მუზეუმი კონკორდიადან წინა სასახლეში გადაეტანათ და მისთვის „ვან ნა მუზეუმი“ ან „წინა სასახლის მუზეუმი“ ეწოდათ.
1926 წელს დაწესებულებას „ბანგკოკის მუზეუმი“ ეწოდა და შემდგომ გადაიქცა ბანგკოკის ეროვნულ მუზეუმად, როდესაც 1934 დაწესებულება სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა.
კოლექციები
რედაქტირებაბანგკოკის ეროვნული მუზეუმი ამჟამად სამი მუდმივი საგამოფენო გალერეაა განთავსებული:
ტაილანდის ისტორიის გალერეა, მდებარეობს სივომაკხაფხიამანის დარბაზის, საცერემონიო შენობის წინ. გამოფენა მოიცავს მეფე რამ კხამხაენგის ხელნაწერებს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამაში შევიდა 2003 წელს. კიდევ ერთი გამოფენა ეხება კითხვას,„საიდან გაჩდნენ ტაიები?“. აქ ასევე გამოფენილია პრეისტორიული პერიოდის არტეფაქტები, რომლებიც ბანგკოკშია აღმოჩენილი.
არქეოლოგიისა და ხელოვნების კოლექცია ორ ნაწილად იყოფა. პირველი ესაა პრეისტორიული გალერეა, რომელიც სივომაკხაფხიამანის დარბაზის უკანა ნაწილშია განთავსებული, ხოლო მეორეა ხელოვნების ისტორიის გალერეა, ჩრდილოეთი ფრთის ნაგებობაში. ამ ნაგებობაში წარმოდგენილია ქანდაკებები და გამოფენები დვარავატის, შრივიჯაიას და აიუტიას პერიოდებიდან (ძველი წელთაღრიცხვით 1257 წლამდე) ბანგკოკის პერიოდამდე (დაახ. 1782).
დეკორატიული ხელოვნებისა და ეთნოლოგიის კოლექცია ძველი ცენტრალური სასახლის შენობაშია განთავსებული. ეს კოლექცია მოიცავს არტისტუ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ გამოფენებს, როგორებიცაა: ოქროს საგანძურები და ძვირფასი ქვები, სადაფის ჩუქურთმები, ინსინიის სამეფო ემბლემები, კოსტუმები და ქსოვლიები, კერამიკა, მოჩუქურთმებული სპილოს ძვლის ნიმუშები, ძველი სამეფო ტრანსპორტი, ძველი იარაღები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
ნაგებობები
რედაქტირებამუზეუმს სამი ძირითადი საგამოფენო დარბაზი აქვს:
სივამოკხაფხიმანის დარბაზი — ნაგებობა, რომელიც აშენდა მაშინ, როდესაც მეფე რამა I-მა მემკვიდრე პრინცისათვის, მახა სურა სინგხანატისათვის მემკვიდრის სასახლე ააშენდა. თავდაპირველად ეს შენობა სააუდიტორიო დარბაზს წარმოადგენდა, დღესდღეობით კი ტაილანდის ისტორიის გალერეას მოიცავს.
ბუდხაისავანის სამლოცველო — სამლოცველო, რომელიც აშენდა 1787 წელს მნიშვნელოვანი ბუდას სურათის, ფხრა ფხუტხა სიხინგის გასანთავსებლად. ტაძრის შიგნით განთავსებულია კედლის მხატვრობა, რომელიც ბუდას ცხოვრებას ასახავს.
წითელი სახლი — სახლი თავდაპირველად იყო პრინცესა შრი სუდარაკის ერთ -ერთი კერძო საცხოვრებელი ადგილი, რომელიც მეფე რამა 1-ლის და იყო. წითელი სახლი გაფორმებულია ადრეული ბანგკოკის პერიოდის სტილში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lenzi, Iola (2004). Museums of Southeast Asia. Singapore: Archipelago Press, გვ. 200 pages. ISBN 981-4068-96-9.
- The National Museum Volunteers Group: Treasures from The National Museum Bangkok. Bangkok 1995.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ National Museum. ციტირების თარიღი: 2014-04-04
- ↑ Pholdhampalit, Khetsirin (2019-04-20). „Treasures of the highest order“. The Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-19. ციტირების თარიღი: 2019-04-20.
- ↑ National Museum. ციტირების თარიღი: 2014-04-04