სადაფი
სადაფი — ორსაგდულიანებისა და მუცელფეხიანების ნიჟარის შიგა შრე, რომელსაც გამოყოფს მანტია. სადაფი შედგება არაგონიტის (კალციუმის კარბონატის სახეობა) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც ნიჟარის ზედაპირის პარალელურადაა განლაგებული. არსებობს სადაფის ზღვისა და მტკნარი წყლის სახესხვაობები, რომლებსაც სხვადასხვა მოლუსკის ნიჟარიდან იღებენ. სადაფისგან აკეთებენ სამკაულებს, ღილებს და სხვა ნივთებს. მისი განსაკუთრებული სახესხვაობაა მარგალიტი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 620.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სადაფი“ ვიკისაწყობში.