ბამი (მცენარე)
ბამი (ლათ. Abelmoschus esculentus, ადრე ვარაუდობდნენ ლათ. Hibiscus esculentus) — ერთწლოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. მცენარის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი აფრიკა.
ბამი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Abelmoschus esculentus | ||||||||||||||
|
კულტივირებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოჰყავთ საქართველოშიც. უმწიფარ ჭოტისებრ ნაყოფს იყენებენ საჭმელად. ღეროსაგან ამზადებენ უხეშ ბოჭკოს, თესლისაგან — ყავის სუროგატს.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 184–185.