ბამიანის ბუდას ქანდაკებები
ბამიანის ბუდას ქანდაკებები (სპარს. بت های باميان) — ბუდას ორი გიგანტური ქანდაკება (55 და 37 მ) ავღანეთში, ბამიანის დაბლობის ბუდისტური მონასტრის კომპელქსში. ქანდაკებები ბარბაროსულად დაანგრიეს 2001 წელს თალიბებმა, რომელთა აზრითაც, ისინი წარმართულ კერპებს წარმოადგენდნენ.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 208 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქანდაკებები კლდეში იყო გამოკვეთილი, შემდეგ კი ნაწილობრივ ბათქაშით მოპირკეთებული, რომელსაც ხის არმატურა იჭერდა. სახეების ზედა ნაწილები, რომლებიც ხით იყო ნაკეთი, დიდი ხნის წინ დაიკარგა. გარდა განადგურებული ქანდაკებებისა, მონასტერში კიდევ ერთი მწოლიარე ბუდას ქანდაკება არსებობს, რომლის გათხრები 2004 წელს დაიწყო.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ბამიანი მდებარეობს აბრეშუმის დიდ გზაზე, რომელიც გადის ჰინდუქუშის გავლით, ბამიანის ხეობაში. აბრეშუმის გზა ისტორიულად იყო დამაკავშირებელი ხიდი ჩინეთსა და დასავლეთ სამყაროს შორის. აქ იყო განთავსებული რამდენიმე ბუდისტური მონასტერი, მიმდებარე რეგიონისთვის კი კულტურული, რელიგიური და ფილოსოფიური ცენტრი იყო. ბერები მონასტერში განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ისინი ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში ბამიანის კლდეებზე, მათი უმეტესობა რელიგიური ფრესკებით იყო მოხატული. ბამიანი მეორე საუკუნიდან იყო მიმდებარე ტერიტორიების ბუდისტური ცენტრი, სანამ მეშვიდე საუკუნეში მას ისლამის მიმდევრები არ დაესხნენ თავს, ხოლო მე-9 საუკუნიდან ის მუსლიმი საფარიდების შემადგენლობაში ხვდება[1].
ბამიანის ორი ყველაზე გამორჩეული ბუდას ფეხზე მდგარი ქანდაკებები იყო: ვაიროჩანა და შაკიამუნი. ორი მასიური ბუდას ქანდაკებები 2001 წელს ააფეთქეს ტერორისტებმა, ეს ქანდაკებები ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში, ბუდას ფეხზე მდგარ ქანდაკებებს შორის, სანამ ჩინეთში გაზაფხულის ბუდას ტაძარი აშენდებოდა, ჩინეთში ფეხზე მდგარი ბუდას ქანდაკება 128 მეტრია, ამ მშენებლობის შესახებ გაცხადდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ბუდას ქანდაკებები გაანადგურეს.
პატარა ქანდაკება აშენებულია 544-595 წლებში, ხოლო დიდი ქანდაკების აშენების თარიღად 591-644 წლები ითვლება[2]. დიდი ბუდას ქანდაკება ასევე არის დიპანკარას ბუდას პორტრეტი. მათი ფერები დროთა განმავლობაში გახუნდა.[3]
ჩინელი ბუდისტი პილიგრიმი სუანცზანი ესტუმრა ბამიანს 630 წლის 30 აპრილს და ის აყვევებულ ბუდისტურ ცენტრად დაასახელა. ის წერდა რომ ამ ადგილებში იყო ათამდე მონასტერი და ათასამდე ბუდისტი ბერი, მან ასევე ჩაინიშნა რომ ბუდას ქანდაკება შემკული იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით.[4] ბამიანის ბუდისტური ქანდაკების დანგრევა გახდა სიმბოლო რელიგიურ ფონზე ჩადენილი დანაშაულის.[5]
თავდასხმები ბუდას ქანდაკებაზე
რედაქტირებაXI-XX საუკუნეები
რედაქტირება1221 წელს ჩინგიზ-ყაენის გამოჩენამ, საფრთხე შეუქმნა ქანდაკებებს თუმცა, მიუხედავად ამისა ჩინგიზ-ყაენს დაენანა ქანდაკებები და არ დაანგრია. ამის შემდეგ დიდ მოგოლთა იმპერიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა აურანგზებმა სცადა მძიმე არტილერიით დაენგრია ქანდაკებები ცდა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. შემდეგი ცდა მე-18 საუკუნეში თარიღდება ნადირ-შაჰის მიერ, მან ქანდაკებებს პირდაპირ ზარბაზნები დაუპირისპირა.[6] მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება არ დანგრეულა დაკარგა სახეს ნაწილი.
თალიბანის მიერ მომზადებული ტერაქტი
რედაქტირებააბდულ ვაჰედმა, თალიბანის ერთ-ერთმა მეთაურმა გამოამჟღავნა თავისი შეედულებები ბუდას ქანდაკებების მიმართ ჯერ კიდევ 1997 წელს, იმაზე ადრე ვიდრე ის ბამიანის ხეობაზე კონტროლს მოიპოვებდა 1998 წელს, მისი მთავარი მიზანი ქანდაკებების განადგურება იყო. ვაჰედმა ბუდას თავში ხვრელები გააკეთა და შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩააწყო, მიუხედავად ამისა ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ მუჰამედ ომარმა განაცხადა, რომ ავღანეთში აღარ არის დარჩენილი ბუდისტი მოსახლეობა თუმცა ბუდისტური ქანდაკება უვნებლად დარჩება. თალიბანმა მიმართა სპეციალისტებს ამოევსოთ ხვრელები ბუდას თავში. ამის შემდეგ თალიბანმა დაიწყო არა-ისლამური ქვეყნებიდან ინფორმაციის, მუსიკის, სპორტის მიღება და გავრცელება, ხოლო 2001 წელს მათ საბოლოოდ გაანადგურეს ქანდაკებები. თავდაპირველად თალიბანის ძალებმა დინამიტების საშუალებით დაიწყეს მონუმენტის დაშლა, შედეგის უქონლობის გამო მათ ქანდაკების ძირში ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები ჩაალაგეს და ქანდაკებები ააფეთქეს.[7]
ქანდაკებების აღდენა
რედაქტირებადღეს ბუდას ქანდაკებები თითქმის სრულიად არის დანგრეული, თუმცა მნახველებს დღემდე შეუძლიათ ბერების საცხოვრებელის და მასთან დაკავშირებული კომპლექსების ნახვა. საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ აღდგეს მონუმენტები, იაპონიის მთავრობასთან და რამდენიმე გავლენიან ორგანიზაციასთან ერთად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Japan made Bamiyan Buddhas offer: Taliban memoir[მკვდარი ბმული]
- News articles about the Buddhas of Bamyan დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Photos of the Buddhas of Bamyan დაარქივებული 2007-03-07 საიტზე Wayback Machine.
- Bamyan Afghanistan Laser Project დაარქივებული 2014-12-19 საიტზე Wayback Machine.
- World Heritage Tour: 360 degree image (after destruction) დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine.
- Bamyan Development დაარქივებული 2018-12-31 საიტზე Wayback Machine.
- The World Monuments Fund's Watch List 2008 listing for Bamyan დაარქივებული 2008-03-11 საიტზე Wayback Machine.
- Historic Footage of Bamyan Statues, circa 1973
- The Valley of Bamiyan
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-09-24.
- ↑ http://www.aolnews.com/2011/03/01/researchers-say-they-can-restore-1-of-destroyed-bamiyan-buddhas/?icid=maing%7Cmain5%7Cdl1%7Csec1_lnk2%7C47607
- ↑ http://www.sciencedaily.com/releases/2011/02/110225122816.htm
- ↑ http://depts.washington.edu/silkroad/cities/afghanistan/bamiyan.html
- ↑ http://hazaristantimes.wordpress.com/2009/06/04/bamyan-series/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2015-09-24.
- ↑ http://abcnews.go.com/International/story?id=81406&page=1#.UA4FSrQe5TI