დიპანკარა
დიპანკარა ბუდა (სანს:, პალი: Dīpaṃkara „ჩირაღდნის მტარებელი“; ბენგ: দীপঙ্কর; ჩინ: 燃燈佛, ფინინი: Rándēng Fo; ტიბ: མར་མེ་མཛད།, ვაილი: mar me mdzad, მარმეძე; მონღ: ᠵᠣᠯᠠ ᠢᠢᠨ ᠵᠥᠬᠢᠶᠠᠭᠴᠢ᠂ ᠳᠢᠸᠠᠩ᠋ᠭᠠᠷ, Зулын Зохиогч, Дивангар; Zula yin Zohiyagci, Divangar; ნეპ: दिपंखा Dīpankha) — ერთ-ერთი წარსულის ბუდა; გადმოცემით, დედამიწაზე 100 000-მდე წელი იცხოვრა.
თეორიულად, ბუდათა რიცხვი უამრავია და ამიტომ ერთად ცნობილი არიან სახელით „ათასი ბუდა“. თითოეული პასუხისმგებელი იყო ცხოვრების ციკლზე. ზოგ ბუდისტური ტრადიციის თანახმად, დიპანკარა იყო ბუდა, რომელმაც გასხივოსნებას მიაღწია გაუტამამდე (ისტორიული ბუდა) რამდენიმე ეონით ადრე. ბუდისტებს ჯერათ, რომ შორეულ წარსულში უამრავი ბუდა ცხოვრობდა და კიდევ ბევრი გამოჩნდება მომავალში. მაშინ, დიპანკარა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წინარე ბუდა, გაუტამა ყველაზე ახალი, ხოლო მაიტრეა კი მომავალი.
ჩინურ ბუდიზმში დიპანკარა, გაუტამა და მაიტრეა ქმნიან ტრიადას: დიპანკარა — წარსულის ბუდა, გაუტამა — აწმყოს ბუდა და მაიტრეა — მომავლის ბუდა, სამი დროის ბუდები.