ბაკო
ბაკო — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, თხილვანის თემში.[2] მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთით, მდინარე ხირხატისწყლის მარცხნივ, სხალთის სათავესთან, ზღვის დონიდან 1380 მ. სოფელში დგას შუა საუკუნეების თამარის ციხე.
სოფელი | |
---|---|
ბაკო | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | თხილვანა |
კოორდინატები | 41°32′25″ ჩ. გ. 42°31′45″ ა. გ. / 41.54028° ჩ. გ. 42.52917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1380 მ |
მოსახლეობა | 258[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
პირველად მოხსენიებულია ბასილი ზარზმელისა და ტბელი აბუსერისძის თხზულებებში. ეს უკანასკნელი აღნიშნავს ბაკოელთა განსაკუთრებულ ღვაწლს ხიხანის წმინდა გიორგის ახალი ეკლესიის აგებაში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 258 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 357 | 178 | 179 |
2014[1] | 258 | 131 | 127 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 338.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II