ბაზელის კონვენცია
ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ბაზელის კონვენცია ― საერთაშორისო ხელშეკრულება ქვეყნებს შორის სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის, განსაკუთრებით, სახიფათო ნარჩენების განვითარებული ქვეყნებიდან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გადაზიდვების შემცირების შესახებ. ხელშეკრულება არ ეხება რადიოაქტიული ნარჩენების გადაზიდვას. კონვენცია მიზნად ისახავს ნარჩენების ხარისხისა და ტოქსიკურობის მინიმიზაციას.
ბაზელის კონვენცია
| |
---|---|
ბაზელის კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ
| |
ტიპი | გაერთიანებული ერების საერთაშორისო ხელშეკრულება |
ხელი მოეწერა | 22 მარტი, 1989[1] |
ადგილი | ბაზელი, შვეიცარია[1] |
ძალაში შევიდა პირობები |
5 მაისი, 1992[1] მინიმუმ 20 ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციიდან 90 დღის გასვლის შემდეგ[1] |
ხელი მოაწერეს | 53[1] |
მხარეები | 187[1] |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | ინგლისური, არაბული, ჩინური, ესპანური, ფრანგული, რუსული |
ბაზელის კონვენცია ვიკიწყაროში |
კონვენცია 1989 წლის 21 მარტს მომზადდა და 1992 წლის 5 მაისს შევიდა ძალაში. 2018 წლის ოქტომბრისთვის, ბაზელის კონვენციის მხარეებს 199 სახელმწიფო წარმოადგენს. კონვენციას ხელი მოაწერა ჰაიტმა და აშშ-მა, თუმცა არ აქვთ რატიფიცირებული.[1][2]
ისტორია
რედაქტირება1970-იან წლებში განვითარებად სახელმწიფოებში გარემოსდაცვითი კანონების გამკაცრების შემდეგ, სახიფათო ნარჩენების განთავსების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავე დროს, გლობალიზაციის შედეგად ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და უცხოური ვალუტების გამო ბევრი ნაკლებად განვითარებული სახელმწიფო გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ამასთან, სახიფათო ნარჩენებით ვაჭრობა, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში, სწრაფად გაიზარდა.
ერთ-ერთი შემთხვევა, რამაც ბაზელის კონვენციის მიღებას შეუწყო ხელი, გემ „Khian Sea“-ის ინციდენტი იყო. ხომალდს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ფილადელფიიდან გადაჰქონდა და ნახევარი ჰაიტის სანაპიროებზე გადაყარა. გემი რამდენიმე თვის მანძილზე ცურავდა და სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. ხომალდმა ტვირთის ვერცერთ პორტში გადატვირთვა შეძლო და სავარაუდოდ, ეკიპაჟმა ტვირთის დიდი ნაწილი ზღვაში გაუშვა.
1988 წელს ხუთმა გემმა იტალიიდან ნიგერიის ქალაქ კოკოში 8 000 ბარელი სახიფათო ნარჩენი გადაიტანა და ყოველთვიური 100$ რენტის სანაცვლოდ ნიგერიელებისგან მიწების გამოყენების მიღების უფლება მიიღო.
ბაზელის კონვენციის მხარეთა კონფერენცია 2006 წლის 27 ნოემბერიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართა. მხარეები ელექტრონული და გემების ნარჩენებზე ფოკუსირდნენ.
მაურინ უოლშის აზრით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების სახიფათო ნარჩენების 4% მოდის საერთაშორისო საზღვრებში საზღვაო ტრანსპორტირებაზე.[3] ნარჩენებს შორისაა: ქიმიური, რადიოაქტიური, მუნიციპალური ნარჩენები, ასბესტი და სხვ.
2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ხელშეკრულებას 187 მხარე წარმოადგენს: გაერთიანებული ერების წევრი 184 სახელმწიფო, კუკის კუნძულები, ევროპის კავშირი და პალესტინის სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 9 სახელმწიფო არ არის ბაზელის კონვენციის მხარე: აღმოსავლეთი ტიმორი, ფიჯი, გრენადა, ჰაიტი, სან-მარინო, სოლომონის კუნძულები, სამხრეთი სუდანი, ტუვალუ და აშშ.[1]
სახიფათო ნარჩენების განსაზღვრება
რედაქტირებანარჩენები კონვენციის მოქმედების სფეროშია, თუკი კონვენციის I დანართში მოცემულ ნარჩენების კატეგორიას მიეკუთვნება და III დანართში მოცემული სახიფათო მახასიათებლების თვისებებს ავლენს.[4] სახიფათო ნარჩენები შეიძლება ავლენდნენ ფეთქებადი, აალებადი, აალებადი მყარი, თვითაალებადი, მაინფიცირებელი, დამჟანგავი, ორგანული, კოროზიული, ტოქსიკური, ეკოტოქსიკური და სხვ. ნივთიერებების თვისებებს. კიდევ ერთი გზა, რითიც ნარჩენები კონვენციის მოქმედების სფეროში შეიძლება აღმოჩნდეს ისაა, თუკი იგი ექსპორტიორი ქვეყნის, იმპორტიორი ქვეყნის ან სატრანზიტო ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სახიფათო ნარჩენად ითვლება.[5]
ტერმინ „განთავსების“ განმარტებები მეორე და მეოთხე პარაგრაფშია მოცემული, ხოლო IV დანართში ის ოპერაციებია მოცემული, რომლებიც არ გულისხმობენ რესურსების აღდგენას, რეციკლირებას, რეგენერაციას, უშუალო გამოყენებას ან ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობას და ოპერაციებს იმ სახიფათო ნივთიერებებთან, რომლებიც იურიდიულად არიან განსაზღვრული და დანართის A ნაწილში არაა მოცემული.
კონვენციის სამოქმედო სფეროში მოხვედრა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი ნარჩენები II დანართში მოხვდება, რომელთა შორისაა: საყოფაცხოვრებო ნარჩენები და საყოფაცხოვრებო წვის შედეგად მიღებული ნარჩენები.[6]
კონვენციაში არაა მოცემული რადიოაქტიული ნარჩენები, რომლებიც საერთაშორისო სისტემებით კონტროლდება და გემების ნორმალური ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენები.
ვალდებულებები
რედაქტირებაკონვენციის თანახმად, სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების უკანონო ბრუნვა სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული. კონვენციის მე-12 პარაგრაფი პასუხისმგებლობის შესახებ კონსულტაციებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, მხარეები თანამშრომლობენ, რათა შეძლებისდაგვარად მალე იქნეს მიღებული ოქმი, რომელშიც სახიფათო და სხვა სახის ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვების შედეგად მიყენებული ზარალისათვის პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის საკითხები იქნება გათვალისწინებული.
პლასტიკური ნარჩენების რეგულაცია
რედაქტირება2019 წლის მაისში მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ბაზელის კონვენციაში ცვლილებები შეეტანათ და პლასტიკური ნარჩენები რეგულირებული მასალების კატეგორიაში შეეტანათ.[7] მსოფლიო ოკეანეებში 100 მილიონ ტონაზე მეტი პლასტიკური ნარჩენია გადაყრილი, რომელთა 90% სახმელეთო წყაროებიდანაა წარმოშობილი. აშშ, რომელიც ყოველწლიურად 42 მილიონ კუბურ ტონა პლასტიკურ ნარჩენებს გამოყოფს, მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოზე მეტს,[8] შესწორებას შეეწინააღმდეგა, მაგრამ რადგანაც ხელშეკრულების მხარე არ არის, არც შესწორების წინააღმდეგ ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა. ოფიციალური მოქმედების მოთხოვნაზე პეტიციას მსოფლიო მასშტაბით მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.[7][9][10][11] პლასტიკური ნარჩენების შესახებ შესწორება სავალდებულოა 186 სახელმწიფოში.[12]
ბაზელის მეთვალყურე
რედაქტირებაBasel Action Network საქველმოქმედო სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბაზელის კონვენციის იმპლემენტაციას აკვირდება. BAN-ის მთავარი მიზანი განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად სახელმწიფოებში ტოქსიკური ნარჩენების, მათ შორის, პლასტიკური ნარჩენების ექსპორტის წინააღმდეგ ბრძოლა. BAN სიეტლშია დაფუძნებული და პარტნიორი ოფისი ფილიპინებში აქვს.[13]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი ლიტერატურა
რედაქტირება- Toxic Exports, Jennifer Clapp, Cornell University Press, 2001.
- Challenging the Chip: Labor Rights and Environmental Justice in the Global Electronics Industry, Ted Smith, David A. Sonnenfeld, and David Naguib Pellow, eds., Temple University Press link, ISBN 1-59213-330-4.
- "Toxic Trade: International Knowledge Networks & the Development of the Basel Convention," Jason Lloyd, International Public Policy Review, UCL.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Text of the Convention
- "A Simplified Guide to the Basel Convention"
- Text of the regulation no.1013/2006 of the European Union on shipments of waste
- Flow of Waste among Basel Parties
- Introductory note to the Basel Convention by Dr. Katharina Kummer Peiry, Executive Secretary of the Basel Convention, UNEP on the website of the UN Audiovisual Library of International Law
- Basel Convention, Treaty available in ECOLEX-the gateway to environmental law (English)
- ორგანიზაციები
- Basel Action Network
- Africa Institute for the Environmentally Sound Management of Hazardous and other Wastes a.k.a. Basel Convention Regional Centre Pretoria
- Page on the Basel Convention at Greenpeace
- Basel Convention Coordinating Centre for Asia and the Pacific
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Status as at 13 January 2013. United Nations Treaty Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 January 2013
- ↑ Parties to the Basel Convention. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 31 May 2013
- ↑ Walsh, Maureen (1992). „The global trade in hazardous wastes: domestic and international attempts to cope with a growing crisis in waste management“. Catholic University Law Review. 42: 103–140.
- ↑ art 1 al a
- ↑ art 1 al b
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2015-02-14, p.16
- ↑ 7.0 7.1 UN Environment Programme, 12 May 2019 "Governments Agree Landmark Decisions to Protect People and Planet from Hazardous Chemicals and Waste, Including Plastic Waste"
- ↑ National Geographic, 30 Oct. 2020, "U.S. Generates More Plastic Trash than Any Other Nation, Report Finds: The Plastic Pollution Crisis Has Been Widely Blamed on a Handful of Asian Countries, But New Research Shows Just How Much the U.S. Contributes"
- ↑ The Guardian, 10 May 2019, "Nearly All Countries Agree to Stem Flow of Plastic Waste into Poor Nations: US Reportedly Opposed Deal, which Follows Concerns that Villages in Indonesia, Thailand and Malaysia Had ‘Turned into Dumpsites’"
- ↑ Phys.org, 10 May 2019 "180 Nations Agree UN Deal to Regulate Export of Plastic Waste"
- ↑ The Maritime Executive, 14 March 2021 "Report: U.S. Plastic Waste Exports May Violate Basel Convention"
- ↑ Environment, U. N.. (2021-10-21) Drowning in Plastics – Marine Litter and Plastic Waste Vital Graphics en. ციტირების თარიღი: 2022-03-21
- ↑ The e-Stewards Initiative: How to Become an e-Steward Recycler. Basel Action Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-19. ციტირების თარიღი: 4 November 2009