ბაგრატ I ერისთავი
ბაგრატ I ერისთავი (გ. 1372) — იმერეთის ტახტის პრეტენდენტი, დავით VI ნარინის შვილიშვილი. მამის, მიქელ დავითის ძის, გარდაცვალებისას მცირეწლოვანი იყო და ფაქტობრივად მხოლოდ სამეფო დომენს ფლობდა. 1330 წელს გიორგი V ბრწყინვალე იმერელ ფეოდალთა ნაწილთან შეთანხმებით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისის ციხეში თავისი მომხრეებით გამაგრებულ ბაგრატ I-ს ალყა შემოარტყა. ბაგრატ I იძულებული გახდა მეფეს მორიგებოდა და იმერეთი დაეთმო. სამაგიეროდ გიორგი V-მ მას შორაპნის საერისთავო უბოძა. 1358 წელს ბაგრატ I-მა საქართველოს მეფის დავით IX-ის ნებართვით ცოლად შეირთო ყვარყვარე I ათაბაგის ასული, რომელთანაც სამი ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე შეეძინა.
ბაგრატ I | |
---|---|
იმერეთის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 1329 |
მმართ. დასასრული: | 1330 |
წინამორბედი: | მიქელი I |
მემკვიდრე: | ალექსანდრე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
გარდ. თარიღი: | 1372 |
გარდ. ადგილი: | ქუთაისი |
შვილები: |
1.ალექსანდრე 2.გიორგი 3.კონსტანტინე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | მიქელი I |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 128.
წინამორბედი: მიქელი I |
იმერეთის ერისთავი 1329 - 1330 |
შემდეგი: ალექსანდრე I |