აჰმედ ზევეილი (26 თებერვალი, 1946 – 2 აგვისტო, 2016) − ეგვიპტელი-ამერიკელი მეცნიერი, ცნობილი როგორც ფემტოქიმიის მამა.[30] 1999 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ფემტოქიმიაში მიღწეული წარმატებისთვის და გახდა პირველი ეგვიპტელი ნობელიანტი, რომელმაც სამეცნიერო დარგში აღნიშნული პრემია მიიღო.

აჰმედ ზევეილი
აჰმედ ჰასან ზევეილი

აჰმედ ზევეილი 2010 წელს
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1946
დაბ. ადგილი დამანჰური, ეგვიპტე
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 2016(2016-08-02)
გარდ. ადგილი პასადენა, აშშ
დასაფლავებულია 6 ოქტომბერი
მოქალაქეობა ეგვიპტელი
ამერიკელი
საქმიანობა ქიმიკოსი[1] [2] [3] , უნივერსიტეტის პროფესორი, გამომგონებელი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ალექსანდრიის უნივერსიტეტი (ბაკალავრი, მაგისტრი)
პენსილვანიის უნივერსიტეტი
(ფილოსოფიის დოქტორი)
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[4] , ნობელის პრემია ქიმიაში[5] [6] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, დევის მედალი[7] , ვოლფის პრემია ქიმიაში[8] , NAS Award in Chemical Sciences, ალბერტ აინშტაინის მსოფლიო სამეცნიერო ჯილდო, პრისტლის მედალი[9] , მეფე ფეისალის საერთაშორისო პრემია მეცნიერებაში, Order of the Nile[10] , ტოლმანის ჯილდო[11] , კარლ ცეისის პრემია, Honorary doctor of the University of Lausanne[12] , მენდელის მედალი[13] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი[10] , მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, E. Bright Wilson Award in Spectroscopy[14] , უელჩის პრემია ქიმიის დარგში[15] , Herbert P. Broida Prize[16] , ერლ პლაიერის პრემია მოლეკულურ სპექტროსკოპიაში[17] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[18] , პეკინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[19] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[20] , ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[21] , Grand Cordon of the National Order of the Cedar‎, ღირსების ორდენის ოფიცერი, Fellow of the African Academy of Sciences[22] , ერნესტ ორლანდო ლოურენსის პრემია[23] , იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[24] , Othmer Gold Medal[25] , ლაინუს პოლინგის პრემია[26] , პიტერ დებაის პრემია ფიზიკურ ქიმიაში[27] , დიდი იმიგრანტების ჯილდო[28] , უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი[29] , Camille Dreyfus Teacher-Scholar Awards, მეფე ფეისალის საერთაშორისო პრემია, Order of the Republic, Order of Merit, Order of the Republic, National Order of the Cedar, ზაიდის ორდენი, ღირსების ორდენი, რესპუბლიკის ორდენი და Order of the Two Niles
საიტი cce.caltech.edu/people/ahmed-h-zewail
ცნობილია როგორც ფემტოქიმია
სამეცნიერო სფერო ქიმია
ფიზიკა

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

აჰმედ ჰასან ზევეილი 1946 წლის 26 თებერვალს დაიბადა, დამანჰურში, ეგვიპტეში და დისუკში აღიზარდა.[31] ქიმიაში მეცნიერების ბაკალავრისა და მეცნიერების მაგისტრის წოდება ალექსანდრიის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა და ფილოსოფიის დოქტორი წოდება პენსილვანიის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი ხელმძღვანელი რობინ ჰოშტრასერი იყო.[32]

ფილოსოფიის დოქტორის წოდების მიღების შემდეგ ზევეილი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტ მკვლევრად მოეწყო, სადაც მას ჩარლზ ბონირ ჰარისი ხელმძღვანელობდა. 1982 წლის 5 მარტს ზევეილი აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე გახდა.[33] კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ზევეილი ულტრასრაფი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფიზიკური ბიოლოგიის დირექტორი იყო.[34]

ქიმიკოსი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოში ირიცხებოდა. მრჩეველთა ჯგუფი პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროებში საჯარო-პოლიტიკურ მმართველობითი კურსების განსაზღვრაში ეხმარებოდა.[35]

ზევეილი ფემტოქიმიის პიონერი იყო[36] [37] [38] − ქიმიურ რეაქციებს ფემტოწამების შუალედში შეისწავლიდა. ტალღოვანი ულტრასწრაფი ლაზერული ტექნიკის გამოყენებით (შედგება ულტრამოკლე ლაზერული ნათებისაგან) ქიმიური რეაქციების ძალიან მოკლე დროითი სკალების შესაბამისად შესწავლაა შესაძლებელი, იმდენად მოკლედ დროით, რომ შერჩეული ქიმიური რეაქციების ტრანზისტული მდგომარეობის ანალიზიც შესაძლებელია. სწორედ ამის გამო ზევეილი „ფემტოქიმიის მამადაა“ აღიარებული.[30]

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

2009 წლის 4 ივნისს, კაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სამეცნიერო საელჩო პროგრამის შესახებ განაცხადა, რომელიც „აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მუსლიმებს შორის ურთიერთობის ახალი დასაწყისის“ ნაწილი იქნებოდა. 2010 წლის იანვარში აჰმედ ზევეილი, ელიას ზერჰუნი და ბრიუს ალბერტსი პირველი მუსლიმი მეცნიერი ელჩები გახდნენ, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე მუსლიმი უმრავლესობის მქონე ქვეყნებს სტუმრობდნენ.[39]

2011 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ზევეილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუნდებოდა. ზეიველი ეიმან ნურს, 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰოსნი მუბარაქის მეტოქეს შეუერთდა საკონსტიტუციო რეფორმის შესამუშავებლად. საპროტესტო აქციების შემდეგ ზევეილი მუბარაქის რეჟიმის შემდგომ სამხედრო რეჟიმსა და რევოლუციურ ახალგაზრდულ ჯგუფებს, როგორებიც იყო 6 აპრილის მოძრაობა და მოჰამედ ალ-ბარადეის ახალგაზრდა მხარდამჭერები შაუამავალი იყოდა დიდი პატივისცემა დაიმსახურა.[40]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1989 წელს ზევეილმა დემა ფაჰამზე იქორწინა. მათ ოთხი შვილი: მაჰა, ამანი, ნაბილი და ჰენი ჰყავთ.[41]

გარდაცვალება და დაკრძალვა

რედაქტირება

ზევეილი 2016 წლის 2 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქიმიკოსმა კიბოს სძლია, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. სამხედრო დაკრძალვა კაიროში, 2016 წლის 7 აგვისტოს გაიმართა. დაკრძალვას პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პრემიერ-მინისტრი შერიფ ისმაილი, დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიიბი, თავდაცვის მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი ადლი მანსური, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ მაჰლაბი და გულის ექიმი მაგდი იაყუბიც დაესწრნენ.[42]

  1. http://muse.jhu.edu/journals/anthropological_quarterly/v082/82.1.hamdy.pdfჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი.
  2. Pontifical Academy of SciencesNNDB.
  3. http://www.theage.com.au/opinion/politics/human-spirit-triumphs-as-egypt-takes-long-walk-to-freedom-20110213-1arz5.htmlThe Age.
  4. John Simon Guggenheim Foundation | Ahmed Hassan Zewail
  5. The Nobel Prize in Chemistry 1999ნობელის ფონდი.
  6. The Nobel Prize amountsნობელის ფონდი.
  7. Award winners : Davy Medal
  8. Ahmed H. Zewai lWolf Prize Laureate in Chemistry 1993Wolf Foundation.
  9. Priestley MedalAmerican Chemical Society.
  10. 10.0 10.1 Ahmed Zewail - BiographicalNobel Foundation.
  11. https://scalacs.org/?page_id=1115
  12. Ahmed H. Zewailლოზანის უნივერსიტეტი.
  13. https://www1.villanova.edu/villanova/president/university_events/mendelmedal/pastrecipients.html
  14. https://www.acs.org/funding/awards/e-bright-wilson-award-in-spectroscopy/past-recipients.html
  15. https://welch1.org/awards/welch-award-in-chemistry/past-recipients
  16. Herbert P. Broida PrizeAmerican Physical Society.
  17. Earle K. Plyler Prize for Molecular Spectroscopy & DynamicsAmerican Physical Society.
  18. L’Ambassadeur de France M. Nicolas Galey remet les insignes de Chevalier de la Légion d’honneur au prix Nobel de chimie M. Ahmed ZewailEmbassy of France, Giza, 2012.
  19. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  20. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 395.
  21. https://www.naturvetenskap.lu.se/forskning/hedersdoktorerლუნდის უნივერსიტეტი.
  22. Zewail Ahmed HassanAfrican Academy of Sciences.
  23. https://science.osti.gov/lawrence/Award-Laureates
  24. Yale awards 12 honorary degrees at 2014 graduation // Yale Daily Bulletinიელის უნივერსიტეტი, 2014.
  25. CHF to present 2009 Othmer Gold Medal to Ahmed Zewail — 2009.
  26. https://acspss.org/pauling-medal-award/
  27. https://www.acs.org/funding/awards/peter-debye-award-in-physical-chemistry/past-recipients.html
  28. https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2010-great-immigrants/
  29. https://www.newyorkacs.org/nicholsmedalists.html
  30. 30.0 30.1 Browne, Malcolm W. (13 October 1999). „Nobels for Fast Camera and Tying 2 Forces of Nature“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 August 2016.
  31. Weil, Martin. (3 August 2016) Ahmed Zewail, Nobel laureate who sparked a 'revolution in chemistry,' dies at 70. ციტირების თარიღი: 9 August 2016
  32. Zewail, Ahmed. Autobiography. Nobelprize.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  33. Zewail, Ahmed (2003). Voyage Through Time: Walks of Life to the Nobel Prize. World Scientific, გვ. 214. ISBN 9789814338097. 
  34. Zewail, Ahmed. A Message from the Director. Physical Biology Center for Ultrafast Science and Technology, California Institute of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 16 აპრილი 2019.
  35. President Obama Announces Members of Science and Technology Advisory Council. The White House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 February 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  36. Douhal, abderrazzak; Lahmani, Françoise; Zewail, Ahmed H. (1996). „Proton-transfer reaction dynamics“. Chemical Physics. 207 (2–3): 477–498. Bibcode:1996CP....207..477D. doi:10.1016/0301-0104(96)00067-5. ISSN 0301-0104.
  37. Pal, Samir Kumar; Zewail, Ahmed H. (2004). „Dynamics of Water in Biological Recognition“. Chemical Reviews. 104 (4): 2099–2124. doi:10.1021/cr020689l. ISSN 0009-2665. PMID 15080722.
  38. Zewail, Ahmed H. (2000). „Femtochemistry: Atomic-Scale Dynamics of the Chemical Bond†“. The Journal of Physical Chemistry A. 104 (24): 5660–5694. Bibcode:2000JPCA..104.5660Z. doi:10.1021/jp001460h. ISSN 1089-5639.
  39. Pellerin, Cheryl. (16 February 2010) First U.S. Science Envoys Begin Work in Muslim-Majority Countries. America.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 16 აპრილი 2019.
  40. Fahim, Kareem; Kirkpatrick, David D. (February 12, 2011). „Military Offers Assurances to Egypt and Neighbors“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
  41. Ahmed Zewail, 1946–2016 | Caltech. California Institute of Technology (2 August 2016). ციტირების თარიღი: 2016-08-02
  42. „Sisi heads mourners at military funeral for Egyptian Nobel Laureate Ahmed Zewail“. Ahram Online. 7 August 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 9 August 2016.