ახტი
ახტი (რუს. Ахты́; ლეზ. Ахцагьар[1]) — სოფელი დაღესტნში ახტინსკი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, მდინარეების სამურის და ახტიჩაის შესართავთან, მაჰაჩყალადან 254 კილომეტრში.
სოფელ | |
---|---|
ახტი რუს. Ахты́ ლეზ. Ахцагьар | |
ახტის ხედი | |
ქვეყანა | რუსეთი |
რესპუბლიკა | დაღესტანი |
მუნიციპალიტეტი | ახტინსკი |
კოორდინატები | 41°27′53″ ჩ. გ. 47°44′24″ ა. გ. / 41.46472° ჩ. გ. 47.74000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1065 მეტრი |
მოსახლეობა | 13,405 კაცი (2010) |
ეთნოქორონიმი | მახაჩყალელები |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 87263 |
საფოსტო ინდექსი | 368730, 368731 |
ოფიციალური საიტი | ahty.ru |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფლის სახელის ზუსტი ეტიმოლოგია არ არსებობს, დასახელებასთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ გარკვეული გადმოცემები:
- სიტყვას «Цагь» შეიძლება ქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა: ცეცხლი, სახლი, საცხოვრებელი, სოფელი. სიტყვა «Ах» პროტო-ლეზგურ ენაში აღნიშნავს: ჩვენს, მშობლიურს. შესაბამისად "Ахцагь" შეიძლება აღნიშნავდეს: მთის აულს, ჩვენ სოფელს.
- ადგილობრივ ქრონიკებში - "ახტი-ნამე" ნახსენებია, რომ მმართველმა ახტმა ხაზარების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისტვის მიმართა თავის ცოლის ძმა, დარუბანდის მმართველ, აბუ-მუსლიმ-ალ-მასლამს. ახტი მის დაზე უმ-ალ-მუმინატზე იყო დაქორწინებული. აბუ-მუსლიმი დაეხმარა სიძეს. ახტმა სამსარას დამარცხების შემდეგ მოინახულა აბუ-მუსლიმა, რომელმაც სტუმრებს პატივსაცემად გადასცა სოფელი შახ-ბანი (ახტის ძველი სახელი) და უწოდა "უხტ-უნ" (საიდანაც გადმოცემით მოდის სოფლის დღევანდელი სახელი) რაც არაბულად ნიშნაც: დის ან დისთვის.
გეოგრაფია
რედაქტირებაახტი მდებარეობს დაღესტანის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე სამურის ხეობაში. სოფელი გარშემორტყმულია ნაცრისფერი უტყეო გორებით. მოქცეულია შემდეგ მთებს შორის: გესტინკილი (2788), უხინდაგი (1870), შალბუზდაღი (4142), იარუსადაგი (3584). ახდის ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამურის ქედი.
დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალიდან დაშორებულია დაახლოებით 250 კილომეტრით.
მდინარე სამური ახტის ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება. მდინარე ახტიჩაი ახტის ჩრდილოეთიდან სამხრეთით შუაზე ყოფს და სოფლის ბოლოში უერთდება სამურს. სოფლის ძველი რაიონი მდებარეობს მთა კილეზხევის ფერდობზე, შედარებით ახალი განაშენიანება მოხდა სამურის ხეობის გაყოლებით.[2]
სოფლის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კილომეტრში მდინარე ახტიჩის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს მინერალური წყლის საბადო - ახტის მინერალური წყალი. ახტის მინერალური წყალი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, ის ზედაპირზე 1400—1700 მეტრის სიღრმიდან ამოდის. კურორტის ტერიტორიაზე არსებული წყლის შემცველობაშ არის 0,8 ემანი, ხოლო მის ორთქლში 4.[3] წყალი მისი ქიმიური შემადგენლობის სირთულის მიხედვით ІV კლასს მიეკუთვნება. № 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 წყაროები ხამამეს და № 1, 2, 3 ჯენის ტერიტორიაზე მიეკუთვნება А ჯგუფს (წყალბადის სულფიდის შემცველობა 10 მგ / ლ-მდე და მინერალიზაცია 1.2 გ / ლ-მდე), ხოლო წყარო № 6 ხამამში მიეკუთვნება B ჯგუფს.[4] წყლის ტემპერატურა მერყეობს 38-40°C - 65-68 °C ფარგლებში. ტემპერატურის მერყეობა წლის დროებთანაა დაკავშირებული. წყაროების გარესე არსებობს ასევე ჭაბურღილები, საიდანაც იგივე შემადგენლობის, მაგრამ მაღალი მინერალიზაციის (3,6 გ / ლ-მდე) წყალი მიიღება. ახტის მინერალური წყლის ჯაბური დებიტური მოცულობა წარმოადგენს დაახლოებით 254000 ლ / დღეში, ხოლო თბილი წყლის დაახლოებით 10000 ლ / დღეში. მინერალური წყლების ტერიტორიაზე მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი "ახტი"[5].
ისტორია
რედაქტირებადაარსებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით პირველ საუკუნეში. მისი სახელი იყო ტური და წარმოადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. პირველ საუკუნეში განვითარებული იყო: რკინის დამუშავება, თიხაზე მუშაობა და ქსოვა. მეხუთე საუკუნეში ალბანეთის დაცემის შემდეგ ახტი გახდა ადგილობრივი ფეოდალური სამეფოს ნაწილი.[6]
1817-1864 წლებში კავკასიის ომის დროს, 1839 წელს ახტი რუსებმა დაიკავეს. იმავე წელს აშენდა ახტის ციხე. ამ ციხემ 1848 წელს შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მოსახლეობა
რედაქტირება1989 წელს სოფელში ცხოვრობდა 7356 კაცი, 2002 წელს — 13 152 კაცი, 2010 წელს — 13 405.
2002 წლის აღწერის მიხედვით შემდეგი ეროვნული შემადგენლობა იყო შემდეგი:
- ლეზგები — 12 739 (96,9 %)
- რუსები — 332 (2,5 %)
- თაბასარანელები — 18 (0,1 %)
- ავარები — 13 (0,1 %)
- აზერბაიჯანელები — 5 (0,1 %)
ლიტერატურა
რედაქტირება- А. Ф. Десимон // «Исторические сведения о бывших вольных общинах Кубинской провинции, составляющих ныне Самурской округ. Исторические сведения о Самурском округе 1839 г.», опубликован в книге: «Материалы по истории Дагестана и Чечни» / первая половина XIX века / т. III, ч. 1, 1801—1839, Махачкала, 1940, с. 379—385.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ [დაღესტნური-ვაინახური ენების შესახებ სტატიების კრებული]
- ↑ Неполный список улиц. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2019-10-25.
- ↑ А. А. Бабаев «Радиоактивность минеральных вод Дагестана», Махачкала 1972
- ↑ Гецеу В. В. «Типы подземных минеральных вод Дагестана и их бальнеологическое значение», Махачкала, 1972.
- ↑ Бальнеологический курорт «Ахты» დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Article about Akhty ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2010. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 25, 2019.