სამურის ქედი (რუს. Самурский хребет) — ქედი აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში, დაღესტნის რესპუბლიკაში. მიეკუთვნება გვერდითი ქედის სისტემას. წარმოადგენს მდინარეების სამურისა და გიულგერიჩაის წყალგამყოფს. გადაჭიმულია დიულთიდაღის ქედიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე სამურის მარცხენა ნაპირის გასწვრივ 115 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3849 მ (ალახუნდაღი).

სამურის ქედი
სამურის ქედი
სამურის ქედი
კოორდინატები: 41°49′36″ ჩ. გ. 47°16′46″ ა. გ. / 41.82667° ჩ. გ. 47.27944° ა. გ. / 41.82667; 47.27944
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი ალახუნდაღი
სიმაღლე 3849 
სიგრძე 115 კმ
სამურის ქედი — რუსეთი
სამურის ქედი

სამურის ქედი უმეტესად აგებულია თიხაფიქლებით. გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ აგრეთვე შავი თიხოვანი ფიქლები, რომლებიც ზოგან ამონთხეულია მყარი კირქვების სახით.

განვითარებულია ზომიერად კონტინენტური კლიმატი. იცის რბილი ზამთარი, ნალექები ცოტაა. თხემი თითქმის გაშიშვლებულია, ქვემოთ და აღმოსავლეთით გაბატონებულია ალპური და სუბალპური მდელოები და მდელოსტეპი, აღმოსავლეთ ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის უბნებია.

ლიტერატურა

რედაქტირება