ახალციხის ბრძოლა (1444)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალციხის ბრძოლა.
ახალციხის ბრძოლა
ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში ნაწილი
თარიღი 1444
მდებარეობა ახალციხე, საქართველოს სამეფო
შედეგი Status quo ante bellum
მხარეები
ყარა-ყოიუნლუ საქართველო
მეთაურები
ჯეჰან-შაჰი ვახტანგ IV
ძალები
უცნობი უცნობი
დანაკარგები
უცნობი უცნობი

ახალციხის ბრძოლა – ბრძოლა საქართველოსა და ყარა-ყოიუნლუს (შავბატკნიანთა) ჯარებს შორის. ჯეჰან-შაჰი თავისი პოლიტიკური სიძლიერის განსამტკიცებლად და სამფლობელოს საზღვრების გასაფართოვებლად „წამოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს და ბრძოდა ძლიერად წელსა 1444“. ამის გაგებაზე ვახტანგ IV-მ ჯარი შეკრიბა და მტერს ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი და სპარსეთში გაიპარა. ვახტანგმა გადაწყვიტა ჯეჰან-შაჰს დადევნებოდა, მაგრამ დიდებულებმა ამის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება