Status quo ante bellumლათინური გამოთქმა, რომელიც ითარგმნება როგორც „ომის დაწყების წინ არსებული მდგომარეობა“. [1] ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა ხელშეკრულებებში მტრის ჯარების გაყვანისა და ომამდელი ვითარების აღსადგენად. ამ ფრაზის გამოყენება გულისმობს იმას, რომ არც ერთი მხარე არ მოიპოვებს ან კარგავს რაიმე ტერიტორიულ, ეკონომიკურ ან პოლიტიკურ უფლებებს. საწინააღმდეგოა ტერმინი uti possidetis, რომელიც აღნიშნავს იმას რომ თითოეული მხარე ინარჩუნებს ნებისმიერ ტერიტორიას და სხვა ქონებას, რომელსაც ომის შეწყვეტის მომენტში აკონტროლებს.

  1. კაპანაძე, ნუნუ, კვაჭაძე, მარინა. ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი = Latin-georgian legal dictionary / ნუნუ კაპანაძე, მარინა კვაჭაძე; [რედ.: ლადო ჭანტურია, მანანა ტაბიძე] - თბ., 2008: სტ. “სეზანი” - 86გვ. ; 21სმ. - (სახალხო დამცველის ბიბ-კა). - ISBN 978-9941-0-0665-4: [ფ.ა.][MFN: 133710]