ახალი გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა

ახალი გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა (გერმ. die Neuere Deutschen Literaturwissenschaft, შემოკლებით die NDL) — გერმანისტიკის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი დარგი, სასწავლო-აკადემიური ფილოლოგიური დისციპლინა გერმანულენოვანსა და სხვაენოვან ქვეყნების უნივერსიტეტებში.

გერმანისტიკულ ლიტერატურათმცოდნეობას ხშირად ლიტერატურის გერმანისტიკასაც (გერმ. Literaturgermanistik) უწოდებენ. ასევე მსგავსი ფორმითაა ნაწარმოები ენის გერმანისტიკა (გერმ. Sprachgermanistik), რომლითაც გერმანისტიკულ ენათმეცნიერებას აღნიშნავენ.

გერმანული და გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა

რედაქტირება

თუ ტერმინით "გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში სრულიად განსხვავებული ქვეყნების ლიტერატურების ( - ამერიკული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, ბერძნული, რუსული, იაპონური და ა.შ.) სამეცნიერო კვლევას აღნიშნავენ, "გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა" აღნიშნავს მხოლოდ გერმანულ ენაზე შექმნილი, ან არსებული ლიტერატურული ტექსტების მეცნიერულ შესწავლასა და კვლევას.

გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა გერმანულენოვან უნივერსიტეტებში

რედაქტირება

ახალი გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა წარმოადგენს გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტებში სამიდან ერთ-ერთ არჩევით დარგს გერმანისტიკული ენათმეცნიერებისა და მედიევისტიკის გვერდით.

გერმანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები პირველი ოთხი სემესტრის განმავლობაში გერმანისტიკის სამივე დარგს გადიან როგორც ამ დარგის საფუძველს, შესავალი საგნების სახით, ხოლო მოგვიანებით კი სტუდენტებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ სამი გერმანისტიკული მიმართულებიდან სამივე აირჩიონ, თუ არა. საერთო მინიმუმად ორი დარგია მიჩნეული.

ახალ გერმანისტიკულ ლიტერატურათმცოდნეობაში სტუდენტთათვის გამოსამუშავებელ კომპეტენციათა შორის ითვლება არა მარტო პირველადი ტექსტების, არამედ ლიტერატურის, მედიისა და კულტურის თეორიების შესწავლა ანუ გამოყენება, - დიფერენცირებული ანალიზი.

დარგის საზღვრები

რედაქტირება

ახალი გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა დაკავებულია ადრეული ახალი დროის გერმანულენოვანი ლიტერატურით, რომელიც მოიცავს ბაროკოს, განმანათლებლობას, კლასიკას და რომანტიზმს, ნატურალიზმს, მოდერნსა და პოსტმოდერნს თანადროულობის ლიტერატურულ პროცესებამდე.

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alo Allkemper, Norbert O. Eke: Literaturwissenschaft. Eine Einführung. (UTB basics). 3. überarb. u. erw. Auflage. UTB, Stuttgart 2010, ISBN 978-3-8252-2590-2.
  • Heinz Ludwig Arnold, Heinrich Detering (Hrsg.): Grundzüge der Literaturwissenschaft. Deutscher Taschenbuch Verlag, München 1996, ISBN 3-423-30171-6.
  • Rainer Baasner, Maria Zens: Methoden und Modelle der Literaturwissenschaft – Eine Einführung. 3. überarbeitete und erweiterte Auflage. Erich Schmidt, Berlin 2005.