უჯრედების დიფერენცირება

(გადამისამართდა გვერდიდან დიფერენციაცია)

უჯრედების დიფერენცირებაუჯრედების სპეციალიზებული ფენოტიპის ფორმირების გენეტიკურად განსაზღვრული პროგრამის რეალიზაციის პროცესი. დიფერენცირება ცვლის უჯრედის ფუნქციას, მის ზომას, ფორმასა და მეტაბოლურ აქტივობას.

დიფერენციაცია ემბრიონის განვითარების პროცესში

უჯრედების ფენოტიპი არის გენების განსაზღვრული ნაკრების კოორდინირებული ექსპრესიის (ანუ შეთანხმებული ფუნქციური აქტიურობის) შედეგი. დიფერენცირების პროცესში ნაკლებად სპეციალიზებული უჯრედი ხდება უფრო მეტად სპეციალიზებული. მაგალითად, მონოციტი ვითარდება და ხდება მაკროფაგი, პრომიობლასტი ხდება მიობლასტი, რომელიც სინციტიუმის წარმოქმნით აფორმირებს კუნთოვან ბოჭკოს. გაყოფა, დიფერენცირება და მორფოგენეზი ის ძირითადი პროცესებია, რომელთა მეშვეობითაც ცალკეული უჯრედი (ზიგოტა) გარდაიქმნება მრავალუჯრედიან ორგანიზმად, რომელიც სხვადასხვა სახის უჯრედებს შეიცავს.

უჯრედების დიფერენციაცია ხდება არა მარტო ემბრიონული განვითარების დროს, არამედ ზრდასრულ ორგანიზმში (სისხლწარმოქმნის, სპერმატოგენეზის, დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის დროს).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება