სპერმატოგენეზი
სპერმატოგენეზი (ძვ. ბერძნ. σπέρμα — თესლი; ძვ. ბერძნ. γένεσις — განვითარება) — მამრობითი გამეტების, სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი სათესლე ჯირკვლებში. სპერმატოგენეზში არჩევენ ოთხ პერიოდს: გამრავლების, ზრდის, მომწიფებისა და ფორმირების (სპერმატოგენეზის საბოლოო პერიოდი - სპერმატოზოიდების ჩამოყალიბების პერიოდი - სპერმიოგენეზი) პერიოდებს. ამ პერიოდების შესაბამის სპერმატოგენური ეპითელიუმის (რომელიც ასრულებს სპერმატოგენეზისა და სპერმიოგენეზის ფუნქციებს) უჯრედულ ფორმებს ეწოდება:
- სპერმატოგონიები
- პირველი რიგის სპერმატოციტები
- მეორე რიგის სპერმატოციტები, ანუ პრესპერმიციტები
- სპერმატიდები და შემდგომ სპერმატოზოიდები
სპერმიოგენეზის, ანუ სპერმატიდების სპერმატოზოიდებად გარდაქმნის გამოვლინებაა:
- ფირფიტოვან კომპლექსში აკრობლასტის (აკრობლასტი - Acrobastis - აკროსო (სომა) - ბერძ. blastos - ღივი - ფირფიტოვანი კომპლექსის წარმონაქმნი სპერმატიდის ციტოპლაზმაში. აკროსომის ნერგი) ჩამოყალიბება;
- აკრობლასტის დიფერენცირება აკროსომად;
- ცენტროსომის გადაადგილება აკროსომიდან საწინაააღმდეგო მიმართულებით;
- დისტალური ცენტრიოლების გაყოფა წინა და უკანა ცენტრიოლებად;
- შოლტის გამოცალკავება დისტალური ცენტრიოლის წინა ნაწილიდან;
- დისტალური ცენტრიოლის გარდაქმნა რგოლად
- ბირთვის გამკვრივება;
- შოლტის პროქსიმული ნაწილის გარშემო მიტოქონდრიების სპირალური განლაგება.
სპერმატოგენეზის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა მეიოზი, რომლის შედეგადაც ხორციელდება ქრომოსომების რედუქცია და დიპლოიდური ქრომოსომების გარდაქმნა ჰაპლოიდურ უჯრედებად.