ბაჩო ახალაია

(გადამისამართდა გვერდიდან ახალაია, ბაჩანა)

ბაჩანა (ბაჩო) ახალაია (დ. 24 ოქტომბერი, 1980, ზუგდიდი, საქართველო) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე.

ბაჩანა ახალაია
ბაჩანა ახალაია
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი, 2012 – 20 სექტემბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიივანე მერაბიშვილი
მემკვიდრეეკატერინე ზღულაძე

საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აგვისტო 2009 – 4 ივლისი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრინიკა გილაური
წინამორბედივასილ სიხარულიძე
მემკვიდრედიმიტრი შაშკინი

დაბადებული24 ოქტომბერი 1980
ზუგდიდი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მამაროლანდ ახალაია
ნათესავებიდათა ახალაია (ძმა)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2003-2004 წლებში ასოციაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში — სახალხო დამცველის მოადგილე; 2005-2008 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო 2009 წლის 28 აგვისტოდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო. 2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა. შედეგად, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა.

ბაჩო ახალაია საქართველოს სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადამიანის უფლებების, მათ შორის პატიმრების, ხელყოფაშია დადანაშაულებული. მასვე ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებასა და 2012 წლის სექტემბრის მოვლენებში, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა.[1][2][3][4][5][6] 2018 წელს თბილისის საქალაქო საასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს, ბაჩო ახალაიამ, რუსეთის ფედერაციის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე პირის წამების და ასევე დაკავებულის სექსუალური ძალადობის ორგანიზება მოახდინა.[7] 2022 წლის 1 მარტს საპატიმრო დატოვა.[8]

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს, Humanrights.ge, 27.03.2006.
  2. სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, Humanrights.ge, 22.05.2006.
  3. სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა, Humanrights.ge, 08.06.2006.
  4. ოპოზიცია გმობს ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, სივილ ჯორჯია, 28.08.2009.
  5. ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი, სივილ ჯორჯია, 03.04.2006.
  6. ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, სივილ ჯორჯია, 01.04.2006.
  7. სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
  8. „ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა“. Civil.ge. 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვასილ სიხარულიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2009 – 2012
შემდეგი:
დიმიტრი შაშკინი
წინამორბედი:
ივანე მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2012
შემდეგი:
ეკატერინე ზღულაძე (მ.შ.)
ირაკლი ღარიბაშვილი