ციხის ბუნტი
„ციხის ბუნტი“, ამ სახელითაა ცნობილი საქართველოში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება, რომელიც 2006 წ. 27 მარტს ქ. თბილისის მე-5 („ორთაჭალის“) საპყრობილეში (ამჟამად გაუქმებულია) მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა და მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა.[1]
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა მომხდარი ინციდენტის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალია დაადანაშაულეს.[2][3][4][5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ციხეში შეტაკების შედეგად "რამდენიმე“ პატიმარი გარდაიცვალა დაარქივებული 2008-09-04 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია. 27 მარტი, 2006
- ↑ ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო. სივილ ჯორჯია. 1 აპრილი, 2006.
- ↑ ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი. სივილ ჯორჯია. 3 აპრილი, 2006.
- ↑ სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს. Humanrights.ge. 22 მაისი, 2006.
- ↑ სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა. Humanrights.ge. 8 ივნისი, 2006.