როლანდ ახალაია (დ. 1 აპრილი, 1950, საჯიჯაო, ხობის რაიონი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

როლანდ ახალაია
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1950 (1950-04-01) (73 წლის)
დაბადების ადგილი საჯიჯაო, ხობის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1978–2012 წლებში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1978–1979 წლებში ლანჩხუთის რაიპროკურატურის სტაჟიორი, ხოლოდ 1981–2001 წლებში ზუგდიდის რაიონის პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, პროკურორი. 2001–2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარი სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი. 2004 წელს საქართველოს პროკურატურა, სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორი, ხოლო 2008–2012 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორი. 2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

ჯილდოები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება