ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აჭრაჭუჭი (ლათ. Lathyrus miniatus) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიგრძეზე განიერი ფრთები ჩასდევს. ფოთოლი შედგება ერთი წყვილი ფოთოლაკისა და დატოტვილი ულვაშისაგან. ფოთოლაკები ფორმით მომრგვალოელიფსურია ან უკუკვერცხისებური. მტევანი 5-7-ყვავილიანია. გვირგვინი მღვრიე ვარდისფერია. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებს შორის 1500-1800 მ სიმაღლეზე. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიასა და ირანს.

აჭრაჭუჭი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  ცულისპირა
სახეობა:  აჭრაჭუჭი
ლათინური სახელი
Lathyrus miniatus M. Bieb. ex Steven

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჭრაჭუჭი“-დან