აღმოსავლური რიფის ყანჩა

აღმოსავლური რიფის ყანჩა (ლათ. Egretta sacra) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ტასმანიასა და პოლინეზიაში. მისი სხეულის სიგრძეა 57–67 სმ, ფრთის შლილი 90–110 სმ, მასა 400 . ფეხები მოკლე და ყვითელი აქვს. შეფერილია ნაცრისფერ-ფიქალისფრად. ყელსა და ნიკაპზე გასდევს ვიწრო, თეთრი ზოლი. ბუდობის სეზონის დროს კისერსა და ზურგზე მორთულია გრძელი ბუმბულებით. აღმოსავლური რიფის ყანჩის ნისკარტი ყავისფერია, თვალები კი მოყვითალო. სახის გარშემო კანს მომწვანო-მოყვითალო იერი დაჰკრავს. ახასიათებს დიმორფიზმი, ანუ არსებობს შეფერილობის ორი ვარიანტი, ესენია: მუქი (მუქი-ნაცრისფერი შეფერილობა) და ღია (თეთრი შეფერილობა). ამავდროულად უმთავრეს მხარეებში იგი ღიაა, მაგრამ ახალ ზელანდიაში მობინადრე ქვესახეობა მუქი შეფერილობით გამოირჩევა. იკვებება თევზით, მოლუსკებით, კიბოსნაირებითა და სხვა ზღვის ცხოველებით, რომლებსაც წყლის ზედაპირზე იჭერს. მთელი წლის განმავლობაში ეს ფრინველები ბუდობენ კოლონიებად ჯუნგლებში, პალმებს შორის, მანგროს ტყეებში ან ბებერი ხეების ფუღუროებში. დედალი დებს 2–3 მომწვანო-ლურჯ კვერცხს. ბუდეს აშენებს ტოტებისა და ყვავილებისაგან. კრუხობს ორივე მშობელი. ინკუბაცია 28 დღე-ღამემდე გრძელდება. ბარტყებს მშობლები 5 კვირის განმავლობაში კვებავენ. ავსტრალიაში აღმოსავლური რიფის ყანჩა სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება 1974 წლიდან.

აღმოსავლური რიფის ყანჩა

აღმოსავლური რიფის ყანჩის მუქი ფორმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Egretta sacra (Gmelin, 1789)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696980
გავრცელება

  წლიური არეალი
  მხოლოდ ზამთრის არეალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bruce Campbell: Das große Vogelbuch. Eugen Ulmer Verlag, Stuttgart 1976.
  • Bruce Campbell (1974). The Dictionary of Birds in Colour. George Rainbird Ltd., London.