აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო ურთიერთობები
აღმოსავლეთის ტიმორის საგარეო ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოებთან ქვეყნის აღმოსავლეთ ტიმორის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკას ასახავს.
პოლიტიკა
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორის საგარეო პოლიტიკა მისი პოზიციითაა განსაზღვრული, როგორც ორი უფრო ძლიერი სახელმწიფოთი გარშემორტყმული პატარა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. რომელიმე სახელმწიფოსთან ან ბლოკთან ფორმალური მოკავშირეობის ნაცვლად აღმოსავლეთი ტიმორი სხვადასხვა ქვეყანასთან დადებითი ურთიერთობების განვითარებას ცდილობს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში დიდი როლი ჟოზე რამუშ-ჰორტამ ითამაშა დიდი როლი, რომელიც მანამდე ქვეყნის დამოუკიდებლობის საერთაშორისო კამპანიას უძღვებოდა. რამოს-ჰორტა ინტერნაციონალიზმის მომხრე იყო, ხოლო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ლიდერებმა, როგორებიც შანანა გუჟმაო და ტაურ მატან რუაკი იყვნენ, უფრო ნაციონალისტური საგარეო პოლიტიკა აირჩიეს.[1]:14-17, 20
აღმოსავლეთ ტიმორი სხვადასხვა მრავალხრივ ფორუმში გაწევრიანებას ესწრაფვის და სანდო საერთაშორისო მოთამაშის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს. ქვეყნის გლობალური ურთიერთობები მისი პორტუგალიური კოლონიური ისტორიითაა განსაზღვრული. რეგიონის მასშტაბით მის ურთიერთობებზე მახლობელ რეგიონებთან კულტურული კავშირები ახდენს გავლენას, ისევე, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ ტიმორისა და მისი მეზობლებს, ავსტრალიასა და ინდონეზიას შორის ძალთა უთანასწორობის ფარგლებში.[1]:18-20 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში გაწევრიანებას ცდილობს, თუმცა ასოციაცია ინდონეზიის პოზიციას უჭერს მხარს და მელანეზიასთან კულტურული კავშირებიც ორგანიზაციაში გაწევრიანებას აფერხებს.[1]:85
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებავიეტნამი
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორსა და ვიეტნამს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 28 ივლისს დამყარდა. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.[2][3]
ჩინეთი
რედაქტირებაჩინეთსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა,[4] თუმცა ჩინეთის წარმომადგენელი ოფისი დილიში ჯერ კიდევ 2000 წელს გაიხსნა.[5]
ინდონეზია
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო კუნძულ ტიმორის ნაწილს იკავებს. ინდონეზია პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში 1975 წელს შეიჭრა, მომდევნო წელს მისი ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთი ტიმორი მისი 27-ე პროვინცია იყო 1999 წელს გაეროს მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებამდე, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ტიმორელებმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.
ინდონეზია აღმოსავლეთ ტიმორის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ინდონეზიის საელჩო დილიში მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული. აღმოსავლეთ ტიმორს საკონსულოები აქვს დენპასარსა და კუპანგში.
ისრაელი
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის აგვისტოში დამყარდა.[6] ისრაელი აღმოსავლეთ ტიმორში სინგაპურში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[7] აღმოსავლეთ ტიმორი განსაკუთრებით დაინტერესებულია ისრაელთან სტრატეგიულ ურთიერთობეაში სოფლის მეურნეობისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.[8]
მალაიზია
რედაქტირება1999 წლიდან მალაიზიელი მშვიდობისმყოფელები აღმოსავლეთ ტიმორში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ.[9] მალაიზია აღმოსავლეთ ტიმორს მხარს უჭერს ადამიანური რესურსების განვითარებაში.[9] მალაიზია მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში. მალაიზიის საელჩო დილიში მდებარეობს,[10] ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო კუალა-ლუმპურშია განლაგებული.[11]
ფილიპინები
რედაქტირებაფილიპინები აქტიურად იყო ჩართული გაეროს სამშვიდობო მისიაში აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში. სახელმწიფოების მიერ აღმოსავლეთ ტიმორის სუვერენიტეტის ცნობის შემდეგ, ფილიპინებსა და აღმოსავლეთ შორისაც დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობები და დილიში ფილიპინების საელჩო, ხოლო პასიგში აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო დაარსდა.
ორივე სახელმწიფო აზიის კათოლიკური ქვეყნებია, რამაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ფილიპინებსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სახელმწიფოებს შორის კომერციული ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მასშტაბები იზრდება. ფილიპინები მხარს უჭერს აღმოსავლეთ ტიმორის გაწევრიანებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში.
2013 წლის 6 ივნისს სახელმწიფოებმა მანილაში ხელი მოაწერეს სამ შეთანხმებას ინფრასტრუქტურის განვითარების, თავდაცვისა და განათლების შესახებ.[12]
სამხრეთი კორეა
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დაიწყო. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო დილიში.[13]
სინგაპური
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორსა და სინგაპურს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დამყარდა.[14] 2010 წლის 1-ელ დეკემბერს სინგაპურში აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო გაიხსნა.
თურქეთი
რედაქტირებათურქეთი აღმოსავლეთ ტიმორს ჯაკარტაში მდებარე საელჩოთი ფარავს. აღმოსავლეთი ტიმორი თურქეთთან პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობს (თურქეთი ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია). 2019 წლისთვის ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო.[15]
ლიტერატურა
რედაქტირება- Sahin, Selver B. (2014). „Timor-Leste's Foreign Policy: Securing State Identity in the Post-Independence Period“. Journal of Current Southeast Asian Affairs. 33 (2): 3–25. doi:10.1177/186810341403300201. hdl:11693/12429. S2CID 54546263.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Strating, Rebecca (20 November 2018) The Post-Colonial Security Dilemma: Timor-Leste and the International Community. ISEAS-Yusof Ishak Institute. ISBN 9789814818407.
- ↑ - Home Page.
- ↑ - Home Page.
- ↑ China, East Timor Establish Diplomatic Relations, Xinhua News Agency, 19 May 2002
- ↑ ASEAN and the Rise of China, Ian Storey, Routledge, 2013, page 277
- ↑ International Recognition of Israel.
- ↑ Israel's diplomatic missions abroad.
- ↑ נשיא מזרח טימור, ז'וזה ראמוש הורטה: אל תשתעבדו להיסטוריה.
- ↑ 9.0 9.1 STATEMENT BY H.E. AMBASSADOR HUSSEIN HANIFF, PERMANENT REPRESENTATIVE OF MALAYSIA TO THE UNITED NATIONS AT THE SECURITY COUNCIL DEBATE ON THE SITUATION IN TIMOR-LESTE, NEW YORK, 22 FEBRUARY 2012. United Nations. ციტირების თარიღი: 20 November 2013
- ↑ Official Website of Embassy of Malaysia, Dili. Ministry of Foreign Affairs, Malaysia. ციტირების თარიღი: 27 January 2014
- ↑ Timor Leste Strengthens South East Asian Relations with New Embassy in Singapore. Gaia Discovery (5 January 2011). ციტირების თარიღი: 20 November 2013
- ↑ Maierbrugger, Arno. (6 June 2013) Philippines, East Timor move closer. Inside Investor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 7 June 2013
- ↑ The Democratic Republic of Timor-Leste set up an embassy in Singapore on 1 December 2010.
- ↑ Diplomatic & consular list. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 23 December 2021
- ↑ Relations between Turkey and East Timor. Ministry of Foreign Affairs of Turkey.