კუპანგი (ინდონ. Kota Kupang, წარსულში ცნობილი როგორც კოეპანგი) ― ინდონეზიის პროვინციის, აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულების დედაქალაქი. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 442 758 ადამიანს შეადგენს.[3] კუპანგი კუნძულ ტიმორის უდიდესი ქალაქი და პორტია. შედის აღმოსავლეთი ტიმორი-ინდონეზია-ავსტრალიის ზრდის სამკუთხედის თავისუფალი სავაჭრო ზონის შემადგენლობაში.[4] გეოგრაფიულად, კუპანგი ინდონეზიის ყველაზე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქია.

დასახლებული პუნქტი
კუპანგი
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Maulafa[1] , Alak[1] , Kelapa Lima[1] , Kota Raja[1] , Kota Lama[1] და Oebobo[1]
კოორდინატები 10°09′48″ ს. გ. 123°34′40″ ა. გ. / 10.16333° ს. გ. 123.57778° ა. გ. / -10.16333; 123.57778
დაარსდა 23 აპრილი, 1886
ფართობი 180.27 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 62 მეტრი
მოსახლეობა 466 632 (2023)[2]
საფოსტო ინდექსი 85361
საავტომობილო კოდი DH
ოფიციალური საიტი http://www.kupangkota.go.id/
კუპანგი — ინდონეზია
კუპანგი
 
კუპანგის ნავსადგური XX საუკუნის დასაწყისში

ადრეული ისტორია და პროტუგალიელთა ბატონობა

რედაქტირება

პორტუგალიელებისა და ნიდერლანდელების კოლონიური მმართველობის ხანაში კუპანგი მნიშვნელოვანი პორტი და სავაჭრო ქალაქი იყო. ქალაქში კოლონიური ხანის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.

ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიის წარმომადგენლები კუპანგს პირველად 1613 წელს ეწვივნენ, მას შემდეგ, რაც კუნძულ სოლორზე პორუგალიური ფორტი დაიპყრეს. იმ დროისთვის ქალაქს ჰელონგის ტომის რაჯა მართავდა. კუპანგს ტიმორზე სხვა ნაწილებზე კონტროლის დასამყარებლად იდეალური სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა, რადგანაც ქალაქიდან კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე საზღვაო გადაზიდვებისთვის თვალყურის დევნება იყო შესაძლებელი. ამასთან, მდინარე კოინინო ქალაქს მტკნარი წლით ამარაგებდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

კუპანგი კუნძულ ტიმორის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ კიდეში მდებარეობს. ხმელეთზე მხოლოდ კუპანგის სარეგენტო ესაზღვრება. ჩრდილოეთიდან სავუს ზღვითაა შემოსაზღვრული. ქალაქის ხმელეთის ფართობი 180.27 კმ²-ია, ხოლო წყლის ტერიტორიას 94.79 კმ² უკავია. იყოფა ექვს ადმინისტრაციულ რაიონად. ქალაქის ირგვლივ ტერიტორია გეოლოგიურად არ არის აქტიური. ნიადაგის არავულკანური მასალებისგან შედგება, როგორიცაა, ლატოსოლი და ტერა-როსა. ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 62 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დახრილობა 0-დან 5%-მდე მერყეობს.[5] ქალაქის ტოპოგრაფია მეტწილად ვაკე ბუნებისაა, თუმცა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბორცვებითაც ხასიათდება, რომლებიც შედარებით ნაყოფიერი მდინარის აუზის შექმნას უწყობენ ხელს.[6][5]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კუპანგი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში (Aw) მდებარეობს. ამ სარტყელში მდებარე სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, კუპანგის ტემპერატურა ზაფხულის სეზონსა (ოქტომბრიდან მარტამდე) და ზამთრის სეზონზე (აპრილიდან სექტემბრამდე) მცირედით იცვლება. ყველაზე ცხელი თვე ოქტომბერია (საშუალო ტემპერატურა 28.8 °C (83.8 °F)), ხოლო ყველაზე ცივი თვე ― ივლისი (საშუალო ტემპერატურა 26.1 °C (79.0 °F)). ქალაქის კლიმატი მკაცრი წვიმებისა და მშრალი სეზონებით ხასაითდება. ყველაზე ნალექიანი თვე იანვარია (ნალექიანობის საშუალო მაჩვენებელი 386 მმ-ია), ხოლო ყველაზე მშრალი თვეები აგვისტო და სექტემბერია (საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 2 მმ-ს უდრის).

ჰავის მონაცემები — კუპანგი (1961-1975)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 35.0 34.4 35.6 36.1 35.6 34.4 35.0 36.7 37.2 38.3 38.3 36.7 38.3
საშუალო მაღალი °C 30.1 30.0 31.1 32.4 32.3 31.4 31.3 32.5 33.4 33.8 33.1 31.4 31.9
საშუალო დღიური °C 26.9 26.6 27.2 27.7 27.4 26.2 26.1 26.7 27.7 28.8 28.7 27.6 27.3
საშუალო დაბალი °C 23.8 23.5 23.3 22.8 22.3 20.7 20.2 20.5 21.2 22.5 23.6 23.8 22.4
რეკორდულად დაბალი °C 21.1 20.0 20.6 17.2 17.8 15.6 15.6 15.6 16.7 18.3 20.0 21.1 15.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 386 347 234 65 30 10 5 2 2 17 83 232 1 413
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 18.1 15.5 13.2 5.0 2.5 1.2 0.8 0.3 0.3 1.3 6.9 14.7 79.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 85 86 83 75 70 67 65 63 64 66 73 81 73
საშუალო თვიური მზიანი საათები 189 195 223 267 276 276 288 304 306 288 264 205 3 081
წყარო 1: Deutscher Wetterdienst[7]
წყარო 2: Danish Meteorological Institute[8]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
კუპანგი ღამით

პროვინციული დედაქალაქის სტატუსის გამო კუპანგი მეზობელი რეგიონებიდან მიგრაციის პოპულარული დანიშნულების ადგილი და მრავალეთნიკური ქალაქია. 2010 წლიდან 2020 წლამდე ქალაქის მოსახლეობა 31%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის მამაკაცებისა და ქალების თანაფარდობა 51:50-ს გაუტოლდა. ინდონეზიის ქალაქების უმრვალესობის მსგავსად, კუპანგის მოსახლეობა ახალგაზრდაა. ქალაქის მოსახლეობის სამუშაო ასაკის მოსახლეობას მიეკუთვნება. მოწინავე ასაკობრივი ჯგუფი 20-24 წლის ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს, რაც სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდა მიგრანტების მოდინებითაა განპირობებული. 2020 წელს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენდა.

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა (326 229) პროტესტანტიზმის მიმდევარია. მცირე რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნება: კათოლიციზმი (75 804), ისლამი (44 419), ინდუიზმი (6 114), ბუდიზმი (205). სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობაა 70 წელი, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა პროვინციის საშუალო მაჩვენებელს აღემატება.[5][6][9]

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი ეკონომიკის წამყვანი დარგი მომსახურების სექტორია, რომელზეც ქალაქის მთლიანი რეგიონული პროდუქტის 48.29% მოდის. მომსახურების სექტორში კუპანგის მოსახლეობის 79.34%-ია დასაქმებული. პირველად სექტორზე მთლიანი რეგიონული პროდუქტის 2.33% მოდის. სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგებს შორისაა: მშენებლობა (16.29%), ტრანსპორტი (9.42%), ფინანსები და დაზღვევა (7.38%) და კერძო საკუთრება (3.03%).

ქალაქის ეკონომიკური პროფილი მნიშვნელოვნად განსხვავდება მეზობელი რეგიონებისგან, რომლებიც უმეტესწილად სოფლის მეურნეობასა და რესურსების მოპოვებაზე არიან დამოკიდებული. 2018 წლიდან 2019 წლამდე კუპანგში სოფლის მეურნეობისთვის გამოყენებული მიწების ფართობი 41%-ით შემცირდა, ხოლო სამრეწველო სექტორი 11%-ით გაიზარდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. https://ntt.bps.go.id/indicator/12/556/1/jumlah-penduduk-menurut-jenis-kelamin.html
  3. Badan Pusat Statistik, Jakarta, 2021.
  4. Boosting Growth through the Growth Triangle « Government of Timor-Leste.
  5. 5.0 5.1 5.2 Kota Kupang Dalam Angka 2021. ციტირების თარიღი: 2021-04-23
  6. 6.0 6.1 Profil Kota Kupang (PU). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-23. ციტირების თარიღი: 2023-11-19.
  7. Klimatafel von Kupang / Insel Timor / Indonesien. Federal Ministry of Transport and Digital Infrastructure. ციტირების თარიღი: 8 June 2016
  8. STATIONSNUMMER 97372. Danish Meteorological Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 8 June 2016
  9. Statistik Daerah BPS Kota Kupang. ციტირების თარიღი: 2021-04-23