აღმოსავლეთი რეგიონი (ბურკინა-ფასო)

აღმოსავლეთი რეგიონი (ფრანგ. Est) — რეგიონი ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ფადა-ნგურმა.
  • ფართობი — 46 256 კმ², მოსახლეობა — 1 209 399 ადამიანი (2006 წელი).
რეგიონი
აღმოსავლეთი რეგიონი
ფრანგ. Est
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ადმ. ცენტრი Fada N’Gourma
შიდა დაყოფა Gnagna Province, Gourma Province, Komondjari Province, Kompienga Province და Tapoa Province
კოორდინატები 12°15′00″ ჩ. გ. 1°00′00″ ა. გ. / 12.25000° ჩ. გ. 1.00000° ა. გ. / 12.25000; 1.00000
ფართობი 46 256 კმ²
მოსახლეობა 1 209 399 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 26,15 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთ-ცენტრალური რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, ჩრდილოეთიდან საჰელის რეგიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბენინი, სამხრეთიდან ტოგო.

აღმოსავლეთით მდებარე საკმაოდ მეჩხერად დასახლებულ რაიონში განლაგებულია ბურკინა-ფასოს დიდი ეროვნული პარკები და ბუნებრივი რეზერვატები, მათ შორის არლის ეროვნული პარკი. ქალაქ პამას დასავლეთით მდებარეობს კომპიენგას წყალსაცავი.

მოსახლეობა

რედაქტირება

მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად მიეკუთვნება გურმას ხალხს. დღეისათვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ცხოვრობენ მოსის და ფულბეს ეთნიკური ჯგუფების მრავალრიცხოვანი მიგრანტები.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 5 პროვინციად:

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
[1] ად. (2006 წელი)
1 ნიანია ბოგანდე 407 739
2 გურმა ფადა-ნგურმა 304 169
3 კომონჯარი გაერი 80 047
4 კომპიენგა პამა 75 662
5 ტაპოა დიაპაგა 341 782

ეკონომიკა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული, მათ შორის ოქრო და სპილენძი, მოსახლეობის მთავარ საქმიანობად რჩება სოფლის მეურნეობა.

  1. National 2006 census preliminary results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-01.