საჰელის რეგიონი (ფრანგ. Sahel) — რეგიონი ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დორი.
  • ფართობი — 35 350 კმ², მოსახლეობა — 969 881 ადამიანი (2006 წელი).
რეგიონი
საჰელის რეგიონი
ფრანგ. Sahel
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
ადმ. ცენტრი Dori
შიდა დაყოფა Oudalan Province, Séno Province, Soum Province და Yagha Province
კოორდინატები 14°02′00″ ჩ. გ. 0°02′44″ დ. გ. / 14.0335111° ჩ. გ. 0.0457500° დ. გ. / 14.0335111; -0.0457500
ფართობი 35 350 კმ²
მოსახლეობა 969 881 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 27,44 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება აღმოსავლეთი რეგიონი, სამხრეთით ჩრდილო-ცენტრალური რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთით ჩრდილოეთი რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით მალი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიგერი.

რეგიონის ტერიტორია მდებარეობს საჰელის ზონაში, ცხელი ტროპიკული კლიმატით და იშვიათი ნალექებით. რეგიონის ლანდშაფტი შედგება იშვიათი მცენარეულობის მშრალი სავანებისგან, ხოლო მის უკიდურეს ჩრდილოეთში ის გადადის ნახევრადუდაბნოებში. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შესულია საჰელის ბუნების დამცავ რეზერვატში.

მოსახლეობა

რედაქტირება

რეგიონში ცხოვრობენ ტუარეგები, ფულბე და ბელა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 4 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ 26 დეპარტამენტისგან შედგება:

პროვინცია ადმ. ცენტრი მოსახლეობა,
[1]ად. (2006 წელი)
1 უდალანი გორომ-გორომი 197 240
2 სენო დორი 264 815
3 სუმი ჯიბო 348 341
4 იაგა სება 159 485

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, უპირატესად მესაქონლეობა. ტუარეგები ასევე ცნობილები არიან განთქმული ხელსაქმეობით.

  1. National 2006 census preliminary results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-10-02.