აღმოსავლეთი პროვინცია (კენია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღმოსავლეთი პროვინცია.

აღმოსავლეთი პროვინცია (ინგლ. Eastern Province, სუაჰ. Mashariki) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქი — ემბუ. შედგება 8 ოლქისაგან.

პროვინცია
აღმოსავლეთი პროვინცია
ინგლ. Eastern Province
სუაჰ. Mashariki
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ადმ. ცენტრი ემბუ
კოორდინატები 0°00′00″ ჩ. გ. 38°00′00″ ა. გ. / 0.00000° ჩ. გ. 38.00000° ა. გ. / 0.00000; 38.00000
ფართობი 153 404 კმ²
მოსახლეობა 5 668 123 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 36,95 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება რიფტ-ველის, ცენტრალური და ნაირობის, აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის და სანაპირო პროვინციები, ხოლო ჩრდილოეთიდან ეთიოპია.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 5 668 123 კაცს[1]. მისი ფართობია 153 404 კმ². სიმჭიდროვე – 36,95 ად./კმ².

გეოგრაფია რედაქტირება

პროვინციაში მდებარეობს კენიის მთა – კენიის უმაღლესი მწვერვალი, უდაბნო ჰამბი და ტურკანის ტბის აღმოსავლეთის ნაწილი. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში ხშირია გვალვები.

მოსახლეობა რედაქტირება

განსაკუთრებით მჭიდროდაა დასახლებული პროვინციის სამხრეთი ნაწილი, სადაც ცხოვრობენ ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ხალხი: კიკუიუ, კამბა, მერუ და ემბუ. ჩრდილოეთით ცხოვრობენ კუშიტურ ენებზე მოლაპარაკე ორომოელი და სომალელი მომთაბარე ხალხის ჯგუფები.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Marsabit county დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. მარსაბიტის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 70 961 291 166 მარსაბიტი
2 Isiolo county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. ისიოლოს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 25 336 143 294 ისიოლო
3 Meru county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. მერუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6933 1 356 301 მერუ
4 Tharaka-Nithi county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. თარაკა-ნითის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2639 365 330 კათუანა
5 Embu county დაარქივებული 2015-09-26 საიტზე Wayback Machine. ემბუს ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 2818 516 212 ემბუ
6 Kitui county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. კიტუის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 30 497 1 012 709 კიტუი
7 Machakos county დაარქივებული 2015-10-15 საიტზე Wayback Machine. მაჩაკოსის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 6208 1 098 584 მაჩაკოსი
8 Makueni county დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. მაკუენის ოლქი აღმოსავლეთი პროვინცია 8009 884 527 უოტი
სულ 153 404 5 668 123

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.