კენია (ინგლ. Mount Kenya) — ვულკანური მასივი კენიაში. კილიმანჯაროს შემდეგ წარმოადგენს აფრიკის სიმაღლით მეორე მწვერვალს. მასივის უმაღლესი მწვერვალებია: ბატიანი (5199 მ), ნელიონი (5188 მ) და პოინტ-ლენანა (4985 მ). მდებარეობს ეკვატორიდან სამხრეთით 150 კმ-ზე, კენიის ცენტრალურ ნაწილში. აღმართულია დიდი რიფტული ხეობის აღმოსავლეთით, ლავურ პლატოზე, აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. კენია — სტრატოვულკანია, რომელიც დიდი რიფტული ხეობის წარმოქმნიდან დაახლოებით 3 მლნ. წლის შემდეგ შეიქმნა.[1] კენიის კალთებზე ეშვება 11 მყინვარი. 1200 მ-მდე ნოტიო ეკვატორული ტყეებია, 2000 მ-მდე — ყავისა და ბანანის პლანტაციები, 3000 მ-მდე — ნოტიო მთის ტყეები, 4800 მ-მდე — ეკვატორული მაღალმთიანი მდელოების სარტყელი, უფრო მაღლა — მარადი თოვლი და მყინვარები.[2] პირველად დაიპყრო ინგლისელმა გეოგრაფმა ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა 1899 წელს. მთის გარშემო მდებარეობს კენიის მთის ეროვნული პარკი, რომელიც 1997 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[3]

კენია
კოორდინატები: 00°09′00″ ს. გ. 37°18′00″ ა. გ. / 0.15000° ს. გ. 37.30000° ა. გ. / -0.15000; 37.30000
ქვეყანა კენიის დროშა კენია
სიმაღლე 5199 
შეფარდებითი სიმაღლე 3825 
იზოლაცია 323 კმ
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1899 (ჰელფორდ მაკინდელი)
კენია (მთა) — აფრიკა
კენია (მთა)
კენია (მთა) — კენია
კენია (მთა)