კიკუიუ
კიკუიუ (Kikuyu) — კენიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი. „კიკუიუ“ სუაჰილიზებული ფორმაა კერძო სახელი გიკუიუ-ს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი საკუთარ თავს აგიკუიუს ხალხს უწოდებს. კენიაში 2009 წლის აღწერით 6 622 576 კიკუიუს ხალხი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17 %-ს შეადგენდა[1]. ისინი ძირითადად ქვეყნის ცენტრალური მთიანი რეგიონის ნაყოფიერ ნიადაგზე სახლობენ და ასევე კენიის ეკონომიკურად ყველაზე აქტიური ეთნიკური ჯგუფია.
კიკუების ცნობილი წარმომადგენლები
რედაქტირება- ვანგარი მაატაი - კენიელი საზოგადო მოღვაწე. 2004 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში და პირველი აფრიკელი, ვისაც ნობელის აღნიშნული პრემია გადაეცა.
- უჰურუ კენიატა - კენიელი პოლიტიკოსი. 2008 წლიდან ვიცე-პრემიერი. ყოფილი ფინანსთა მინისტრი (2008-2012 წწ.).
- ჯომო კენიატა - კენიის პოლიტიკური მოღვაწე, კენიის პრემიერ-მინისტრი 1963-1964 წწ. და პრეზიდენტი 1964-1978 წწ. უწოდებენ „კენიელების მამას“.
- მვაი კიბაკი - კენიის პოლიტიკურო მოღვაწე, კენიის პრეზიდენტი 2002 წლის 30 დეკემბრიდან.
- დედან კიმატი - მაუ-მაუს აჯანყების ერთ-ერთი მეთაური კენიაში 1952–1956 წწ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Huxley, Elspeth. 2006. Red Strangers. (Penguin)
- Lonsdale, John, and Berman, Bruce. 1992. Unhappy Valley: Conflict in Kenya and Africa. (J Currey Press)
- Lonsdale, John, and Atieno Odhiambo, E. S. (eds.) 2003. Mau Mau and Nationhood: Arms, Authority and Narration. (J. Currey Press)
- Muhindi, Samuel, Author [Ngucanio 1 & 2] 2009, A Gĩkũyũ Christian movie] - The first Gĩkũyũ author to write and shoot a Christian Gĩkũyũ movie
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ kenya-population (2009 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2015-11-30.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |