დედან კიმატი
დედან კიმატი (სუაჰ. Dedan Kimathi Waciuri დ. 31 ოქტომბერი 1920 — გ. 18 თებერვალი, 1957, ნაირობი) — მაუ-მაუს აჯანყების ერთ-ერთი მეთაური კენიაში 1952–1956 წლებში.
ეკუთვნის კიკუიუს ეთნიკურ ჯგუფს. დაამთავრა მისიონერული სკოლა. მუშაობდა სოფლის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ბრიტანეთის კოლონიურ ძალებში.
1940-იანი წლების დასასრულს შეუერთდა იატაკქვეშა ორგანიზაციას «მიწისთვის და თავისუფლებისთვის». გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი კიკუიუს ხალხის «ტყის რაზმისა». 1952 წლის ოქტომბრიდან აბერდერის მთიანი მასივის ტყეებში ჩამოაყალიბა აჯანყებულთა მსხვილი გაერთიანება «არმია მიწისთვის და თავისუფლებისთვის». მოაწყო თავდასხმა თეთრი მოსახლეობის დასახლებებზე და ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩინოვნიკებზე, აწყობდა დივერსიულ აქტებს.
1956 წლის ოქტომბერში ტყვედ აიყვანეს, სასამართლოს შემდეგ ჩამოახრჩვეს როგორც ყაჩაღი. მის სიკვდილით დასჯას 1957 წელს აჯანყების დამარცხება მოყვა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kimathi's life
- A brief discussion of the uprising
- Report from Kenya დაარქივებული 2008-02-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Koinange, Machua (20 October 2013). „My encounter with the man who shot Dedan Kimathi“. The Standard. Standard Media Kenya. ციტირების თარიღი: 27 April 2016.