სანაპირო პროვინცია (კენია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სანაპირო პროვინცია (ინგლ. Coast Province, სუაჰ. Pwani) — კენიის 8 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქი — მომბასა. შედგება 6 ოლქისაგან.

პროვინცია
სანაპირო პროვინცია
ინგლ. Coast Province
სუაჰ. Pwani
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ადმ. ცენტრი მომბასა
კოორდინატები 3°00′00″ ს. გ. 39°30′00″ ა. გ. / 3.00000° ს. გ. 39.50000° ა. გ. / -3.00000; 39.50000
ფართობი 82 893 კმ²
მოსახლეობა 3 325 307 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 40,12 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

პროვინციას დასავლეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთის და რიფტ-ველის, ჩრდილოეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები, სამხრეთიდან ესაზღვრება ტანზანია, აღმოსავლეთიდან კი ინდოეთის ოკეანე.

2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 3 325 307 კაცს[1]. მისი ფართობია 82 893 კმ². სიმჭიდროვე – 40,12 ად./კმ².

პროვინციაში მდებარეობს იუნესკოს მიერ დაცული ქალაქი ლამუ.

მოსახლეობა

რედაქტირება

პროვინციაში ცხოვრობენ სუაჰილის, მიჯიკენდას და სხვა ხალხების წარმომადგენლები.

ქალაქები

რედაქტირება

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და მთავარი ქალაქია — მომბასა. პროვინციის სხვა ქალაქებია: დიანი (ტურისტული ცენტრი ქვიშიანი პლაჟებით), მალინდი, ლამუ (არქიპელაგ ლამუზე) და ვატამუ (აქ მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში ერთადერთი საზღვაო ნაკრძალი).

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
საიტი ოლქი ყოფილი პროვინცია ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2009 წელი)
ადმინისტრაციული ცენტრი
1 Mombasa county დაარქივებული 2015-10-12 საიტზე Wayback Machine. მომბასის ოლქი სანაპირო პროვინცია 219 939 370 მომბასა
2 Kwale county დაარქივებული 2015-10-19 საიტზე Wayback Machine. კუალეს ოლქი სანაპირო პროვინცია 8270 649 931 კუალე
3 Kilifi county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. კილიფის ოლქი სანაპირო პროვინცია 12 610 1 109 735 კილიფი
4 Tana River county დაარქივებული 2015-11-16 საიტზე Wayback Machine. მდინარე ტანას ოლქი სანაპირო პროვინცია 38 437 240 075 ჰოლა
5 Lamu county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. ლამუს ოლქი სანაპირო პროვინცია 6273 101 539 ლამუ
6 Taita-Taveta county დაარქივებული 2015-10-18 საიტზე Wayback Machine. ტაიტა-ტავეტის ოლქი სანაპირო პროვინცია 17 084 284 657 ვოი
სულ 82 893 3 325 307

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.