ლამუ (ინგლ. Lamu Archipelago) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში.

ლამუ
მშობ. სახელი: ინგლ. Lamu Archipelago
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 02°06′12″ ს. გ. 41°01′14″ ა. გ. / 2.10333° ს. გ. 41.02056° ა. გ. / -2.10333; 41.02056
კუნძულთა რაოდენობა 5-ზე მეტი
მთავარი კუნძული ლამუ
კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო პროვინცია

ადმინისტრაციულად ლამუს არქიპელაგი ეკუთვნის კენიის სანაპირო პროვინციას. არქიპელაგში 3 დიდი კუნძულია: ლამუ, მანდა, პატე, უფრო მცირე კივაუ და რამდენიმე კიდევ უფრო პატარა კუნძული.

არქიპელაგის ყველაზე უფრო დიდი ქალაქი — ლამუ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია.[1] სხვა არაბულ მემკვიდრეობებს შორისაა — ქალაქების ტაკვას, მანდას (კუნძული მანდა) და შანგას (კუნძული პატე) ნანგრევები.[2] 1415 წელს არქიპელაგი მოინახულა ცნობილმა ჩინელმა მოგზაურმა ჯენ ხემ.

ლამუს და მანდას კუნძულებზე არსებობენ აეროპორტები.

ლამუს არქიპელაგზე მდებარეობს ეროვნული საზღვაო პარკი და ბიოსფერული რეზერვატი კიუნგა[3][4].

  1. Lamu Old Town
  2. Allen, James de Vere: Lamu, with an appendix on Archaeological finds from the region of Lamu by H. Neville Chittick. Nairobi: Kenya National Museums
  3. Kiunga. ადამიანი და ბიოსფერო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2013-02-26.
  4. Kiunga National Marine Reserve. კენიის ველური ბუნების დაცვის სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2013-02-26.