კივაუ
კივაუ (ინგლ. Kiwayu) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ლამუს არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში. შედის კენიის შემადგენლობაში. მდებარეობს კიუნგას ეროვნულ საზღვაო ნაკრძალში. კუნძულის ცენტრში მდებარეობს კონუსური ფორმის ბორცვი, რომლის სიმაღლეა 47 მეტრი[1]. ეკონომიკური მოღვაწეობის ძირითადი სახეა თევზაობა. კუნძულზე ტურისტებისათვის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დაივინგისთვის არსებული მშვენიერი აუზი, რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს (ინდოეთის ოკეანის მხრიდან).
მშობ. სახელი: ინგლ. Kiwayu | |
---|---|
კუნძულის დასავლეთი მხარე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 02°00′20″ ს. გ. 41°16′33″ ა. გ. / 2.0057806° ს. გ. 41.2760972° ა. გ. |
სიგრძე | 9 კმ |
სიგანე | 1 კმ |
უმაღლესი წერტილი | 47 მ |
კენია | |
პროვინცია | სანაპირო პროვინცია |
უახლოესი საავადმყოფო მდებარეობს კუნძულ ლამუზე, ქალაქ ლამუს ფარგლებს გარეთ. კუნძულ ლამუდან კივაუზე მისასვლელად საჭიროა დაუს (7 საათი) ან ძრავიანი ნავის (2 საათი) გამოყენება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jeffrey Gettleman: Bare Feet, Sand Stairs and Isolation to Suit a Prince, July 22, 2007, The New York Times
- Kiwayu on Google map (zoom in)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sailing Directions (enroute), Pub. 171 დაარქივებული 2012-05-08 საიტზე Wayback Machine. (PDF; 3,8 MB): Kiwaihu Island