აქსუ
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ
აქსუ — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, ბეჩოს უღელტეხილის აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 3800 მ-ზე. დაფარულია თოვლითა და ყინულით. აქსუს უღელტეხილი დოლრას ხეობას აკავშირებს ბაქსანის ხეობასთან.
აქსუ | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′16″ ჩ. გ. 42°35′39″ ა. გ. / 43.1713694° ჩ. გ. 42.5943500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3800 მ |
ქედი | კავკასიონი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 40.