აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი (უზენაესი) საბჭო — აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო 1985-1991 წლებში.
ისტორია
რედაქტირება1985 წლის 24 თებერვალს გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. აფხაზეთის ასსრ-ის პირველი მოწვევის პირველი სესია შედგა 1985 წლის 25 მარტს ქალაქ სოხუმში. XI მოწვევის საბჭოს წევრებს მანდატი გაურძელდათ 1991 წლის ბოლომდე. აღნიშნულ პერიოდში სულ მოწვეული იყო უმაღლესი საბჭოს 11 სესია.
მმართველი რგოლი
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმღვანელობა შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე — გიორგი ძიძარია (25 მარტი, 1985 — 1 მაისი, 1988), ლამარა კვიტატიანი (მ. შ.; 1 მაისი, 1988 — 22 დეკემბერი, 1988), კონსტანტინე ოზგანი (22 დეკემბერი, 1988 — 4 დეკემბერი, 1990), ვლადისლავ არძინბა (4 დეკემბერი, 1990 — 29 დეკემბერი, 1991);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ლამარა ვალიკოს ასული კვიტატიანი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990), ვახტანგ ყოლბაია (4 დეკემბერი, 1990 — 1991);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — ბორის ანდრიას ძე პასეჩნიკი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990).
აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი შემდგენაირად დაკომპლექტდა:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე — ვალერიან კობახია (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — კონსტანტინე კონსტანტინეს ძე ოზგანი (25 მარტი, 1985 — 22 დეკემბერი, 1988), სერგეი ბაგაფში (22 დეკემბერი, 1988 — 4 დეკემბერი, 1990);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე — შოთა უშანგის ძე შარანგია (25 მარტი, 1985 — 1987), ვახტანგ ყოლბაია (21 ნოემბერი, 1987 — 4 დეკემბერი, 1990);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი — იური ტარიელის ძე კვიწინია (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990);
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები: ბორის ადლეიბა, ანაიტ ვლადიმერის ასული ზადიკიანი, პავლე ლავრენტის ძე ქვაჩახია, ნინა პეტრეს ასული კუზნეცოვა, მუშნი თაეს ძე ლასურია, რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე, შოთა ელიზბარის ძე შარტავა (1987 წლის 31 ივლისს ჩანაცვლდა გიორგი სერაპიონის ძე ცობეხიათი), თინა აქვსენტის ასული შინკუბა და ერნა ნიკოლოზის ასული იუგანსონი (25 მარტი, 1985 — 4 დეკემბერი, 1990).[1]
სესიები
რედაქტირებაI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს I სესია მოწვეულ იქნა 1985 წლის 25 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
დეპუტატ გ. ნაჭყებიამ უხუცესთა საბჭოს სახელით შემოიტანა წინადადება, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პირველი სესია გაეხსნა ერთ-ერთ უხუცეს დეპუტატს მ. ავიძბას. წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. დეპუტატ მ. ავიძბას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სესია გახსნილად გამოცხადდა.
დეპუტატმა ა. მოსკალენკომ უხუცესტა საბჭოს სხელით შემოიტანა წინადადება, აერჩიათ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატი გ. ძიძარია, მოადგილეებად კი — დეპუტატები ლ. ვ. კვიტატიანი და ბ. ა. პასეჩნიკი. სესიამ ერთსულოვნად მიიღო შემოთავაზებული წინადადება.
სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამანდატო კომისიის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ პარტიის XXVI ყრილობის, სკკპ ცენტრაური კომიტეტის მომდევნო პლენუმის მოთხოვნათა მიხედვით;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის შექმნა;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი სასამართლოს არჩევა.
დეპუტატებმა დაამტკიცეს სესიის რეგლამენტი და წესი.
არჩეულ იქნა სამანდატო კომისია 7 კაცის ოდენობით:
- სამანდატო კომისიის თავმჯდომარე — ლ. უჩანეიშვილი;
- სამანდატო კომისიის წევრები: ლ. ი. აბაშიძე, ი. ო. ანდრიაძე, რ. გ. ქეცბაია, ე. ე. კაპბა, ე. ვ. კრავჩენკო და ა. ა. შახუნოვი.
სიტყვით მოხსენებისთვის „აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ პარტიის XXVI ყრილობის, სკკპ ცენტრაური კომიტეტის მომდევნო პლენუმის მოთხოვნათა მიხედვით“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დეპუტატ შ. მ. შაკაია.
შემდეგ დაიწყო კამათი მოხსენების გამო. კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: მ. ჯოპუამ, ე. კრავჩენკომ, ე. კაპბამ და ვ. ზაბელიანმა, ასევე აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ნ. ჯალაღონიამ და გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ს. თარკილმა.
შესვენების შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რწმუნებებათა შემოწმების შესახებ მიეცა სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს ლ. უჩანეიშვილს.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დაადგინა, რომ ცნობილიყო ყველა 140 დეპუტატის რწმუნებანი, რომლებიც 1985 წლის 24 თებერვალს არჩეულ იქნენ ყველა საარჩევნო ოლქში. მიიღეს შესაბამისი დადგენილება.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის სახელზე შემოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დეპუტატ ი. ჯ . უბილავას განცხადება უმაღლესი საბჭოს წინაშე რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებათა მოხსნის თაობაზე.
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატის, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, დეპუტატ ბ. ადლეიბას წინადადებით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება ამ განცხადების მიღების, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმიანობის მოწონების შესახებ და კვლავ დაინიშნა ი. უბილავა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც დაევალა წარმოედგინა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაავალა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს წინანდელ შემადგენლობას გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა ახალი მთავრობის არჩევამდე.
კამათი გაგრძელდა. მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: თ. აბშილავამ, კ. სიჭინავამ, გ. მუსაილოვმა, ო. ყვავაძემ, ს. კვიწინიამ, გ. პრაცკომ და აბსოიუზის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ვ. კაგანოვსკიმ.
შემოვიდა წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ. განხილულ საკითხზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება.
სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
შემდეგ სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის არჩევაზე.
საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის დავალებით დეპუტატმა ბ. ადლეიბამ შემოიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ვ. ო. კობახიას არჩევა, რომელიც სესიამ ერთხმად დაამტკიცა. ვ. კობახიამ სესიას დასამტკიცებლად შესთავაზა მისი ორი მოადგილის და მდივნის კანდიდატურა დასამტკიცებლად. სესიამ ერთხმად მიიღო წინადადება.
სესია გადავიდა დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების არჩევაზე. შემოიტანეს წინადადება კენჭი უყარონ მთლიანად ყოველი კომისიის შემადგენლობებს. დეპუტატებმა ერთსულოვნად აირჩიეს:
- საკანონმდებლო და სოციალური კანონიერების საკითხთა მუდმივ კომისიის თავმჯდომარედ — ი. ვ. გავა;
- საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ — ა. მ. მოსკალენკო;
- მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — ო. გ. ზუხბაია;
- მშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარედ — ვ. ა. აშხაწავა;
- აგროსამრეწველო გაერთიანების მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — გ. უ. ბანდურიანი;
- ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — ვ. ე. ალექსანდროვი;
- სახალხო განათლებისა და კულტურის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — რ. მ. ბუთბა;
- სახალხო მოხმარების საქონლისა და მოსახლეობის მომსახურების მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — გ. ა. ქაჯაია;
- ქალთა შრომისა და ყოფაცხოვრების, დედობისა და ბავშვთა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — მ. ი. ნოდია;
- ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ — ვ. ჯ. ავიძბა;
- ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ — ს. მ. კვიწინია.
შემდეგ უმაღლესი საბჭო გადავიდა სესიის შემდეგი საკითხის განხილვაზე — აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს შექმნაზე. ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ი. ჯ. უბილავა. მან მადლობა მოახსენა სესიას მისთვის გაწეული ნდობისათვის და სესიის განსახილველად შეიტანა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემადგენლობის შესახებ.
სესიამ ერთხმად დაამტკიცა აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის შემდეგი შემადგენლობა:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე — იუზა ჯახოს ძე უბილავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — ვიაჩესლავ მიხეილის ძე ცუგბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე — სმბათ აგასერის ძე სააკიანი;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — გიორგი სერაპიონის ძე ცობეხია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — შოთა მამოს ძე შაკაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე — იური სამსონის ძე ჭანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მოსახელობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი — ვლადიმერ ჯგონატოს ძე კვარჭელია;
- აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი — მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩულკოვი;
- აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი — ალექსი შამილის ძე ხოკერბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი — ანატოლი ერასტის ძე აკშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი — ალექსი ხუტას ძე არგუნი;
- აფხაზეთის ასსრ-ის სატყეო მეურნეობის მინისტრი — პაჩ ხარიტონის ძე ბარციცი;
- აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი — ვლადიმერ ტაჩის ძე მიქანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი — ლამარა ივანეს ასული კოღონია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი — აკაკი ამბროსის ძე ძაძუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრი — ლალი დუგუჟოს ასული ბგანბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრი — დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია;
- აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი — შამილ ნიკოლოზის ძე ლაკობა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე — როლანდ სამსონის ძე მიქაუტაძე;
- აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე — სერაპიონ თეოფანეს ძე მალანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე — შამილ ხუსეინის ძე ფილია;
- აფხაზეთის ასსრ-ის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდოამრე — ვლადიმერ დიმიტრის ძე თანია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე — გრიგოლ იორდანეს ძე ქომოშვილი;
- აფხაზეთის ასსრ-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე — ვალერიან იასონის ძე ანდრიბავა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი — ხუტა ნიკოლოზის ძე ჯიქია;
- აფხაზეთის ასსრ-ის კავშირგაბმულობის საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი — ვაჟა მიხეილის ძე კეკელია;
- აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკური სამმართველოს უფროსი — თამარა გრიგოლის ასული ფედოროვა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობისა და რემონტის სამმართველოს უფროსი — მამია ანტიფოს ძე ჯახუა;
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი — ერიკ ტოტოს ძე არშბა;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე — კონსტანტინე ნიკოლოზის ძე სიჭინავა.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა ი. ჯ. უბილავა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ შექმნა რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტი დეპუტატ კ. ნ. სიჭნავას თავმჯდომარეობით და უმაღლესი სასამართლო — დეპუტატ მ. მ. არგუნის თავმჯდომარეობით.
ამის შემდეგ აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გ. ს. ცობეხიამ პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოში შემოსულ დეპუტატთა შეკითხვებს.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველმა სესიამ მუშაობა დაასრულა[2].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1985 წლის 13 მაისი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1985 წლის 16 ივნისს, გუდაუთის რაიონის №68 ოთხი მარტის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[3].
6 ივნისი:
- რაჟდენ ქსისოს ძე ხიკუბა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მოსახელობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად[4].
6 ნოემბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეორე სესია დაინიშნა 1985 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[5].
II სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს II სესია მოწვეულ იქნა 1985 წლის 10 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ.
სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.
დეპუტატებმა ფეხზე ადგომით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის პირველი სესიის შემდეგ გარდაცვლილი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვ. ჯ. კვარჭელიას ხსოვნას და მოისმინეს სამანდატო კომისიის მოხსენება ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ 1986 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. ჯიჭონაიამ.
აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. ანდრიბავა, რ. გუმბა, ს. სმოლნიკოვი, ვ. მიქანბა, ი. ნაყოფია, ნ. ბუდკო, ზ. მორგოშია, ს. კალენჯიანირ. ჩალმაზი, ა. სალუქვაძე, მ. ნოდია და გაგრის სახალხო დეპუტატთასაქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე დ. დოღონაძე, აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ლ. ა. გაბისონია და აფხაზეთის ასსრ მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი რ. ხიკუბა.
კამათის დასრულების შემდეგ საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ს. ჭანბა და დ. მ. ჯიჭონაია.
შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1985 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, „ავტონომიური რესპუბლიკის 1984 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ და კანონები „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
შემდეგ სესიამ განიხილა ახფაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრად რ. კ. ხიკუბას დანშვნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ და დაამტკიცა იგი.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეორე სესიამ მუშაობა დაასრულა[6].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1986 წლის 6 თებერვალი:
- ალექსი ხუტას ძე არგუნი განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მიისტრის თანამდებობიდან[7].
19 მარტი:
- ნუგზარ ნურის ძე აშუბა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მიისტრის თანამდებობაზე[8].
17 ივნისი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მესამე სესია დაინიშნა 1986 წლის 25 ივლისს, ქალაქ სოხუმში[9] (მოგვიანებით თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია).
III სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს III სესია მოწვეულ იქნა 1986 წლის 28 ივლისს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა.
სესიის განსახილველად შემოტანილ იქნა საკითხები:
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ამოცანების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობდნენ სკკპ XXVII ყრილობისა და საქართველოს კომპარტიის XXVII ყრილობის გადაწყვეტილებებიდან;
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკნომიკური და სოციალური განვითარების 1986-1990 წლების სახელმწიფო გეგმის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, დეპუტატ ვ. ო. კობახიას.
მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ი. ჯ. უბილავა.
აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმის შესახებ თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.
დღის წესრიგის მესამე საკითხის შესახებ მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, დეპუტატი ი. კ. კვიწინია.
შესვენების შემდეგ პირველი და მეორე საკითხების გარშემო საკითხებში კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: შ. უ. შარანგია, ლ. დ. ბგანბა, ვ. დ. დოლგოვა, ვ. ი. ანდრიბავა, ა. გ. გრიგოლია, ლ. ვ. კვიტატიანი, ლ. ლ. პატარაია, ვ. ო. სარიანი და შ. ჰ. ფილია, ასევე სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავმჯდომარე კ. ტ. ბიგავა, ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავმჯდომარე თ. ვ. ქაქუჩაია, გუდაუთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის აღმასკომის თავმჯდომარე ს. რ. თარკილი, ტყვარჩელის შახტსამმართველოს დირექტორი კ. ნ. კიზირია და აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ა. ლოგუა.
სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების ამოცანების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობდნენ სკკპ XXVII ყრილობისა და საქართველოს კომპარტიის XXVII ყრილობების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წინაშე.
ერთხმად დამტკიცდა კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკნომიკური და სოციალური განვითარების 1986-1990 წლების სახელმწიფო გეგმის შესახებ“.
მიღებულ იქნა შესაბამისის დადგენილებები „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მესამე სესიამ მუშაობა დაასრულა[10].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1986 წლის 6 აგვისტოი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1986 წლის 7 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის №112 ოქტომბრის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[11].
14 ნეომბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეოთხე სესია დაინიშნა 1986 წლის 20 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[12] (მოგვიანებით თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია).
19 დეკემბერი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 25 იანვარს, ქალაქ სოხუმის №9 პუშკინის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[13].
IV სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს IV სესია მოწვეულ იქნა 1986 წლის 22 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მ. ხ. ავიძბას ხსოვნას. სესიამ მოისმინა სამანდატო კომისიის მოხსენება ახლადარჩეული დეპუტატის რ. ვ. კუხალაშვილის უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ.
დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების შესახებ.
სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. ს. ჭანბა.
მოხსენება „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გააკეთა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრმა, დეპუტატმა დ. მ. ჯიჭონაიამ.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ნ. ი. ქარქაშაძემ, ი. მ. ცვეიბამ, დ. ა. ჯიქიამ, თ. ი. კოღონიამ, ვ. ი. თოთაძემ, ა. ა. არზუმანიანმა, ზ. ვ. მორგოშიამ, ვ. ი. კადენეცმა, შ. მ. აჯინჯალმა და ვ. მ. ქეცბამ, ასევე: ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თ. ვ. ქაქუჩაიამ, გალის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ვ. გ. ყოლბაიამ და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ფიზიკური კულტურის მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ ვ. ე. ალექსანდროვმა.
საბოლოო სიტყვებით გამოვიდნენ დეპუტატები ი. ს. ჭანბა და დ. მ. ჯიჭონაია.
დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
შემდგომ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1986 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1985 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.
სესიამ მოისმინა ინფორმაცია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს ახალგაზრდობის საქმეთა მუდმივი კომისიის მუშაობის შესახებ, რომლითაც გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. ჯ. ავიძბა. ამ საკითხზე სესიამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ში მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საერთო კრებების, ყრილობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“.
შემდეგ სესიამ განიხილა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებათა პროექტები; აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გ. ს. ცობეხიას განთავისუფლების შესახებ, სხვა სამშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით და აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ვ. გ. ბერულავას დანიშვნის თაობაზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ და დაამტკიცა ისინი.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეოთხე სესიამ მუშაობა დაასრულა[14].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1987 წლის 29 იანვარი:
- ვლადიმერ არდაშის ძე აშხაცავა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარედ[15].
4 თებერვალი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 8 მარტს, გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[16].
17 თებერვალი:
- აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი გარდაიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტი;
- ვალერი ლოგუა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ[17].
2 მარტი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 5 აპრილს, გალის რაიონის №122 ლენინის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[18].
11 მარტი:
- საქართველოს სსრ რაიონული და საქალაქო სახალხო სასამართლოების სახალხო მსაჯულთა არჩევნების ვადა აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკაში დადგინდა — 1987 წლის აპრილი-მაისი[19].
27 მარტი:
- იუზა ჯახოს ძე უბილავა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობისაგან და დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილების გამგედ;
- ოთარი გიორგის ძე ზუხბაია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე[20].
- დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნები 1987 წლის 21 ივნისს[21].
19 ივნისი:
- თამარა გრიგოლის ასული ფედოროვა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან, პენსიაზე გასვლის გამო;
- გენადი ალექსანდრეს ძე იარემკო დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე[22].
26 ივნისი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეხუთე სესია დაინიშნა 1987 წლის 31 ივლისს, ქალაქ სოხუმში[23].
V სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს V სესია მოწვეულ იქნა 1987 წლის 31 ივლისს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ა. ძიძარიამ. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შ. უ. შარანგიასა და გ. ა ქაჯაიას ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალნენ სესიებს შორის პერიოდში.
შემდეგ უმაღლესმა საბჭომ მოისმინა სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ლ. დ. უჩანეიშვილის მოხსენება, გამოკლებულ დეპუტატთა ნაცვლად არჩეული აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ე. ჯ. შამბას რწმუნებანი, რომელიც არჩულ იქნა ქ. სოხუმის №9 საარჩევნო ოლქში, ვ. გ. ყოლბაიას რწმუნებანი, რომელიც არჩულ იქნა გალის რაიონის №128 ოქუმის საარჩევნო ოლქში, გ. გ. ქავთარაძისა — გალის რაიონის №122 ლენინის საარჩევნო ოლქში.
დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს სესიის დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მუდმივი კომისიების შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ;
- სკკპ XXVII ყრილობისა და სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის იანვრის პლენუმის მითითებათა შესაბამისად საბინაო მშენებლობის განვითარების, ბინების განაწილებაში, საჯაროობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვისათვის აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის ანგარიში;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის მოვალეობიდან გაანთავისუფლა დეპუტატი შ. ე. შარტავა, ხოლო მის მაგივრად აირჩია დეპუტატი გ. ს. ცობეხია.
უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობისაგან გაანთავისუფლა დეპუტატი ო. გ. ზუხბაია, ხოლო მის მაგივრად დანიშნა დეპუტატი შ. ე. შარტავა.
უმაღლესმა საბჭომ ერთხმად აირჩია აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სახალხო მახმარების საქონლისა და მოსახლეობის მოსახურების მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ, დეპუტატი რ. ვ. კუხალაშვილი, გაანთავისუფლა რა იგი მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის წევრის მოვალეობისაგან.
ასევე შეივსო რიგი მუდმივი კომისიის შემადგენლობანი, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოაკლდნენ ცალკეული დეპუტატები.
სესიის დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ო. გ. ზუხბაია.
კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ე. ა. გორპინენკომ, ი. ი. ბაზაშვილმა, ვ. ა. ზებელიანმა, თ. ა. შინკუბამ, ს. ვ. კანდელაკმა, ვ. ა. შჩერბაკმა, ასევე: სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ კ. ტ. ბიგვავამ, აფხაზეთის ასსრ-ის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრმა ა. შ. ხოკერბამ, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ნ. ი. ხარბედიამ, აფხაზეთის ასსრ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ რ. ს. მიქაუტაძემ, ადგილობრივი მრეწველობისა და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო საწარმოების მუშათა პროფკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯ. ვ. კვინიკაძემ, ტრესტ „აფხაზმშენის“ მმართველის მოადგილემ ვ. ვ. ცომაიამ.
პრეზიდიუმში შემოსულ კითხვებზე პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ო. გ. ზუხბაიამ.
სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება „სკკპ XXVII ყრილობისა და სკკპ ცენტრალური კომიტეტის 1987 წლის იანვრის პლენუმის მითითებათა შესაბამისად საბინაო მშენებლობის განვითარების, ბინების განაწილებაში, საჯაროობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვისათვის აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა საბჭოების პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“.
დღის წესრიგის მესამე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი კ. ნ. სიჭინავა.
აღნიშნულ საკითხზე კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. გ. ყოლბაია, ი. მ. გავა, ლ. გ. მელეტლიანი და საქართველოს კომპარტიის გულრიფშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი რ. ვ. კვანტალიანი.
განხილულ საკითხზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება.
დეპუტატებმა მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, დეპუტატ ი. ტ. კვიწინიას მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ და მიიღეს შესაბამისი კანონები და დადგენილებანი:
- ცნეს ახლადარჩეული სამი დეპუტატის უფლებამოსილება;
- შოთა ელიზბარის ძე შარტავა გაანთავისუფლეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის მოვალეობისაგან;
- გიორგი სერაპიონის ძე ცობეხია აირჩიეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად;
- ოთარ გიორგის ძე ზუხბაია გაანთავისუფლეს მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობისაგან;
- შოთა ელიზბარის ძე შარტავა დაინიშნა მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეხუთე სესიამ მუშაობა დაასრულა[24].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1987 წლის 6 აგვისტო:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1987 წლის 6 სექტემბერს, ქალაქ გაგრის №51 წერეთლის, ოჩამჩირის რაიონის №119 ილორისა და გალის რაიონის №126 აჩიგვარის საარჩევნო ოლქებში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[25].
20 ოქტომბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მექვსე სესია დაინიშნა 1987 წლის 21 ნოემბერს, ქალაქ სოხუმში[26].
VI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VI სესია მოწვეულ იქნა 1987 წლის 21 ნოემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ.
სხდომამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცება.
სესიის მონაწილეებმა მოისმინეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ლ. დ. უჩანეიშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატთა რწმუნებების შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნენ გასულ დეპუტატებთა ნაცვლად.
სესიის მონაწილეებმა მოისმინეს საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ვ. კობახიას წინადადებით სესიის მონაწილეებმა ვ. გ. ყოლბაია ერთხმად აირჩიეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ე. ს. გავაშელიშვილი.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის ბიუჯეტი და ავტონომიური რესპუბლიკის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ა. ვ. ჯიკირბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მ. მოსკალენკო.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობდნენ დეპუტატები: ლ. ვ. კვიტატიანი, ვ. ტ. მიქანბა, ე. ვ. კრავჩენკო, ვ. ა. ზებელიანი, რ. ჩ. ენიკი, დ. ა. ჯიქია, ა. ზ. აკშბა, ვ. გ. ყოლბაია, ტ. ა. შინკუბა, ლ. დ. ბგანბა, ი. ს. ლატარია და შ. ხ. ფილია, ასევე: სახალხო დეპუტატთა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე კ. ტ. ბიგვავა, გაგრის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე დ. მ. დოღონაძე და ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ნ. ი. ხარბედია.
სესიის მონაწილეთა ჯგუფის შეკითხვაზე, ნ. კურჩენკოს სახელობის კომკავშირული პარკის კეთილმოსაწყობად რა ღონისძიებები იყო გათვალისწინებული, უპასუხა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვ. გ. ბერულავამ.
კამათის დამთავრების შემდეგ საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ ე. ს. გავაშელიშვილი და ა. ვ. ჯიკირბა.
დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“ და კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1988 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
შემდგომ დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1987 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და „აფხაზეთის ასსრ-ის 1986 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის დამტკიცების შესახებ“.
სესიის მონაწილეებმა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის, დეპუტატ ი. ტ. კვიწინიას მოხსენების მიხედვით ერთხმად მიიღეს კანონები ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
აფხაზეთის ასსრ-ის სახაგრომრეწვის თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრმა კ. ლ. ანუამ პასუხი გასცა დეპუტატების მ. ვ. ჯონუასა და ს. მ. სმოლნიკოვის შეკითხვებს. პასუხების გამო მიღებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დაევალა მიეღოთ დამატებითი ზომები სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების „კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობის განვითარების შესახებ“ შესასრულებლად.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სესიამ მუშაობა დაასრულა[27].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1988 წლის 17 მარტი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეშვიდე სესია დაინიშნა 1988 წლის 9 აპრილს, ქალაქ სოხუმში[28] (მოგვიანებით თარიღმა 30 მარტს გადმოიწია).
VII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VII სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 30 მარტს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გ. ძიძარიამ.
სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ო. ზუხბაია.
მოხსენების გამო გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა: ვ. ფილიამ, ლ. ბგანბამ, ნ. კუზნეცოვამ, ა. გრიგოლიამ, დ. ხურცილავამ, ნ. აშუბამ, ა. არზუმანიანმა, ხ. ახალაიამ და პ. ბარციცმა, ასევე ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თ. ქაქუჩაიამ, ტყვარჩელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ნ. ხარბედიამ და სოხუმის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თ. კალანდიამ.
დასასრულს დეპუტატებმა ერთსულოვნად, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო მეურნეობის მართვის გენერალური სქემის პროექტის შესახებ“.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბ. პასეჩნისკის წინადადებით სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება — აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან ე. არშბას გათავისუფლების თაობაზე აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიამ მუშაობა დაასრულა[29].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1988 წლის 5 აპრილი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1988 წლის 8 მაისს, ქალაქ გაგრის №47 ძველი გაგრის საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[30].
23 მაისი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1988 წლის 26 ივნისს, ქალაქ სოხუმის №18 ჭოჭუას საარჩევნო ოლქში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[31].
18 ოქტომბერი:
- აკაკი ამბროსის ძე ძაძუა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოვალეობიდან;
- გალაქტიონ კონსტანტინეს ძე ნაჭყებია დანინშნა აფხაზეთის ასსრ-ის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის თანამდებობაზე;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მერვე სესია დაინიშნა 1988 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში[32].
VIII სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს VIII სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 31 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გ. ძიძარიას ხსოვნას, რომელიც გარდაიცვალა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიის შემდგომ პერიოდში.
სესიის მონაწილეებმა მოისმინეს სამანდატო კომისიის თავმჯდომარის ლ. უჩანეიშვილის მოხსენება აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატთა რწმუნებების ცნობის შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნენ გასული დეპუტატების ნაცვლად.
სესიის განსახილველად შემოტანილ იქნა საკითხები:
- აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონის პროექტი „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ.
მოხსენებით „აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი და აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ა. ჯიკირბა.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თანამოხსენებით გამოვიდა მისი თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.
მოხსენებისა და თანამოხსენების გამო კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ნ. აშუბა, ს. სმოლნიკოვი, რ. ენიკი, ა. სალუქვაძე, დ. ჯიქია, თ. აბძილავა, თ. კოღონია და ე. იუგანსონი, ასევე ტყვარჩელის სახახლხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ნ. ხარბედია.
საბოლოო სიტყვით სესიაზე გამოვიდა დეპუტატი ა. ჯიკირბა. დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1987 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს დამტკიცების თაობაზე“ და აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის 1989 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
სესიის დღის წესრიგის მეორე საკითხზე „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“ მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს კანონმდებლობისა და სოციალისტური კანონიერების საკითხთა მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ი. გავა.
აფხაზეთის ასსრ-ის კანონის პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრმა, დეპუტატმა შ. ლაკობამ, საქართველოს კომპარტიის გულრიფშის რაიკომის პირველმა მდივანმა რ. კვანტალიანმა.
დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს კანონი „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების სახალხო განხილვის შესახებ“.
სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის ზოგიერთი წევრის გათავისუფლებისა და დანიშვნის შესახებ“, „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ“
სესიაზე განხილულ იქნა წინადადება აფხაზეთის ასსრ-ის უაღლესი საბჭოს ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ინტერნაციონალური აღზრდის საკითხთა მუდმივი კომისიის შექმნის შესახებ. დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მერვე სესიამ მუშაობა დაასრულა[33].
1988 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ განიხილა რა სამანდატო კომისიის წარდგინება, აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 94-ე მულის შესაბამისად დადგინა, რომ ცნობილ იქნეს რწმუნებანი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა:
- ერიკ ტიტოს ძე არშბასი, რომელიც არჩეულ იქნა 1988 წლის 8 მაისს ქალაქ გაგრის №47 ძველი გაგრის საარჩევნო ოლქში;
- ვლადისლავ გრიგოლის ძე არძინბა, რომელიც არჩეულ იქნა 1988 წლის 26 ივნისს ქალქ სოხუმის №18 ჭოჭუას საარჩევნო ოლქში[34].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1988 წლის 1 ნოემბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეცხრე სესია დაინიშნა 1988 წლის 2 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[35] (მოგვიანებით თარიღმა 22 დეკემბერს გადაიწია).
3 ნოემბერი:
- სერაპიონ თეოფანე ძე მალახია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან;
- ზურაბ გრიგოლის ძე ლაკერბაია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე[36].
30 ნოემბერი:
- დავით მიხეილის ძე ჯიჭონაია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან;
- რამაზ ბორისის ძე სიჭინავა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე[37].
15 დეკემბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტი გარდაიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის შრომისა და სოციალური სკითხების სახელმწიფო კომიტეტად;
- ზურაბ ნიკოლოზის ძე ლაკერბაია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის შრომისა და სოციალური სკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ[38].
IX სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს IX სესია მოწვეულ იქნა 1988 წლის 22 დეკემბერს დილის 11 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.
სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა.
შეკრებილებმა ფეხზე დგომით პატივი მიაგეს სომხეთში მიწისძვრის მსხვერპლთა სხდომას.
დეუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1989 წლის სახელმწიფო გეგმა და აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის ბუნების დაცვის მდგომარეობა და სკკპ XXVII ყრილობისა და XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის მოთხოვნათა შესაბამისად მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შეესახებ.
პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. ა. აშხაწავა.
სესიაზე გამოსულმა სკპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ბ. ადლეიბამ შესთავაზა სესიის მონაწილეებს განეხილათ საკითხი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესახებ. შეტანილ წინადადებას — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ ყოფილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ოზგანი.
აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატ კ. ოზგანის არჩევასთან დაკავშირებით, იგი განთავისუფლდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობისაგან, ხოლო აღნიშნულ თანამდებობაზე სესიამ ერთხმად დაამტკიცა დეპუტატი სერგეი ვასილის ძე ბაგაფში.
შემდეგ პირველ საკითხზე თანამოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგეგმო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ა. მოსკალენკო.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, დეპუტატი ვ. კობახია.
მოხსენებებისა და თანამოხსენების გამო გაიმართა კამათი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრმა, დეპუტატებმა ვ. მიქანბამ, ზ. მორგოშიამ, პ. ბარციცმა, ლ. ბგანბამ, შ. ფილიამ, ნ. ქარქამაძემ, ა. არზუმანიანმა, ასევე ოჩამჩირის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თ. ქაქუჩაიამ, სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილემ, საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტერიტორიულ-დარგთაშორისი გაერთიანების თავმჯდომარემ ვ. ცხომარიამ, აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანმა ნ. ხაშიგმა, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გუდაუთის რაიონის ლენინის ორდენოსანი კოლმეურნეობა „დურიფშის“ თავმჯდომარემ ი. თარკილმა, გალის საქალაქო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ კ. კუჭუხიძემ, სოხუმის საქალაქო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ა. პოპოვამ და აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგემ შ. ლაშხიამ.
სესიამ ერთხმად დაამტკიცა დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1988 წლის სახელმწიფო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, კანონი — „აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1989 წლის სახელმწიფო გეგმის შესახებ“, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის ბუნების დაცვის მდგომარეობა და სკკპ XXVII ყრილობისა და XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის მოთხოვნათა შესაბამისად მისი შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.
დეპუტატება მოისმინეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნის დეპუტატ ი. კვიწინიას მოხსენება — „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შეესახებ“ და მიიღეს შესაბამისი კანონი და დადგენილება. დეპუტატ ვ. ოტირბას შეკითვას — აფხაზეთის ტოპონიმიკის პრობლემებისა და ამ მიმართულებით მუშაობის მდგომარეობის შესახებ პასუხი გასცა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ვ. კობახიამ.
დეპუტატ ვ. ოტირბას შეკითხვის გამო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
განხილული საკითხების გამო სესიაზე ცნობებით გამოვიდნენ საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ანტროდუქციის განყოფილების გამგე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ს. ბებია, დეპუტატები პ. ბარციცი, რ. სალუქვაძე, ტრესტ „კოლხიდმშენის“ აფხაზეთის ასსრ-ის წყალსამეურნეო ობიექტების სოხუმის სათაო სამშენებლო სამმართველოს უფროსი ლ. შარანგია.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა[39].
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1989 წლის 23 იანვარი:
- აფხაზეთის ასსრ-ის განათლების სამინისტრო გარდაიქნა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო განათლების სამინისტროდ.
- თამარ ივანეს ასული კოღონია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრობიდან და დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო განათლების მინისტრად[40].
22 ივლისი:
- ოთარ გიორგის ძე ზუხბაია განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან;
- გივი ალექსის ძე ანჩაბაძე დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე;
- ვიაჩესლავ მიხეილის ძე ცუგბა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან;
- ვლადიმერ ტაჩის ძე მიქაბა განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან;
- ვლადიმერ ტაჩის ძე მიქაბა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე[41].
27 ივლისი:
- „აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1989 წლის 27 აგვისტოს, გალის რაიონის №121 გალისა და ქალაქ გაგრის №46 ხოლოდნაია რეჩკის საარჩევნო ოლქებში დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნები, გასულის ნაცვლად[42].
15 აგვისტო:
- მიხეილ ალექსანდრეს ძე ჩულკოვი განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან[43].
15 სექტემბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეათე სესია დაინიშნა 1989 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში[44] (მოგვიანებით თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო).
1990 წლის 11 მარტი:
- პრეზიდიუმის დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სახალხო დეპუტატების არჩევნების შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონის პროექტის თაობაზე“.
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 17 ივნისს.[45]
23 მარტი
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნები გადაიდო 1990 წლის ოქტომბრისათვის. შესაბამისად გაუგრძელდა XX მოწვევის ადგილობრივი საბჭოების დეპუტატებს რწმუნებულების ვადა.[46]
26 ივნისი
- აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრად დაინიშნა ბენურ ბაგრატის ძე შინქუბა.[47]
9 ივლისი
- სახელმწიფო სტატისტიკის აფხაზეთის რესპუბლიკური სამმართველო გარდაიქმნა აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტად.
- აფხაზეთის ასსრ-ის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა გენადი ალექსანდრეს ძე იარემკო.[48]
21 ივლისი
- აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის მეათე სესია დაინიშნა 1990 წლის 28 ივლისს დილის 10 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.[49] დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის კონცეფცია თვითმართველობის, თვითდაფინანსებისა და რეგულირებად ბაზარზე გადასვლის პირობებში;
- აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვა სამართლებრივი გარანტიების შესახებ.[50]
3 აგვისტო
- აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის მეათე სესია დაინიშნა 1990 წლის 25 აგვისტოს დილის 10 საათზე სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის კონცეფცია თვითმართველობის, თვითდაფინანსებისა და რეგულირებად ბაზარზე გადასვლის პირობებში;
- აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვა სამართლებრივი გარანტიების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ.[51]
24 აგვისტო:
- გივი ანჩაბაძე განთავისუფლდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო.[52]
1990 წლის 28 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიაზე განსახილველი საკითხის შინაარსის გამო დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც ქვორუმი არ შედგა.[53] 66 დეპუტატის არგამოუცხადებლობა გამოქვეყნდა გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთში“:
აფხაზეთის ასსრ-ის ქართული დეპუტაციის 66 დეპუტატის მიმართვა საქართველოსა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმის თავმჯდომარეებს[54]საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ამხანაგ გ. გ. გუმბარიძეს, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ამხანაგ ვ. ო. კობახიას.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა დეპუტატთა გავლენით მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო სესიის მოწვევის შესახებ, სადაც უზენაეს საბჭოს სთავაზობენ მისცეს შეფასება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უკანასკნელი სესიის გადაწყვეტილებებს საქართველოს სსრ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესახებ და თავისი ამომრჩევლების სახელით გამოაცხადონ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
მიგვაჩნია, რომ გარკვეული ძალები, რომელთაც არ სურთ ანგარიში გაუწიონ თავისი ხალხის აზრს, ისწრაფვიან შექმნან ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი საქართველოს სსრ ფარგლებს გარეთ, რაც ისტორიული, სოციალური და ეკონომიური მიზეზების ძალით წარმოადგენს მიუღებელს და უსათუოდ წარმოადგენს მიუღებელს და უსათუოდ გამოიწვევს პოლიტიკური და სოციალური ვითარების დესტაბილიზაციას, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე მთელს საქართველოში.
აქედან გამომდინარე, ამით ვაცხადებთ, რომ შემოთავაზებული დღის წესრიგის თანახმა არა ვართ და ვიტოვებთ უფლებას სესიის მუშაობაში მონაწილეობა არ მივიღოთ.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს სხვადასხვა ეროვნების 66 დეპუტატი.
მოგვიანებით, აფხაზეთის ასსრ-ის 58 აფხაზურმა დეპუტაციამ შეადგინა „მიმართვა აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქისადმი“.
აფხაზეთის ასსრ-ის აფხაზური დეპუტაციის 58 დეპუტატის „მიმართვა აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქისადმი“[55]აგერ თითქმის ორი წელიწადია, რაც აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს სესია არ მოუწვევია. ამასთან, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობისა და სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს მუშაობის ერთი წლის მანძილზე მიღებულია ათობით ფუძემდებელი კანონი, რომლებიც უშუალოდ ეხება ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს. ამავე დროს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულია დადგენილებანი და კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას, სსრ კავშირის ნორმატიულ აქტებს და არსებითად ბღალავენ აფხაზეთის ასსრ ინტერესებს. ზოგიერთი საკავშირო კანონის მოქმედება, რომლებიც ცნობილ იქნა საქართველოს ინტერესებისადმი შეუსაბამოდ, ფაქტიურად შეჩერებულია.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1989-1990 წლებში სამჯერ (1989 წლის ნოემბერში, 1990 წლის მარტში და ივნისში) მოწვეულ იქნა სესიები, რომლებიც მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პრობლემას. ამ სესიებზე მიღებულია დადგენილებანი, რომლებითაც საქართველოში 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას მიცემული აქვს შეფასება, როგორც არსებული პოლიტიკური წყობილების — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა, რაც განხორციელდა სამხედრო ჩარევის (ინტერვენციის) და რსფსრ-ს მიერ ოკუპაციის გზით.
უკანონოდ და ბათილად იქნა ცნობილი, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც არსებობდნენ და არსებობენ საქართველოში 1921 წლის თებერვლიდან, ასევე საბჭოთა საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულებები: 1921 წლის 21 მაისს დადებული ხელშეკრულება საქართველოს სსრ და რუსეთის სფსრ-ს შორის, 1922 წლის 12 მარტის ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ და 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ. დასმულია საკითხი იმის შესახებ, რომ რსფსრ-მ უნდა სცნოს 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების უხეში დარღვევა, აგრეთვე შექმნილია კომისია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შესამუშავებლად.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან წარმოადგენს ქართველი ხალხის ხელშეუვალ უფლებას, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს ეს საკითხი თვითმმართველობის პრინციპის საფუძველზე. გარედან რაიმე დაწოლის გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში.
ამასთან, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებები იწვევს მთელ რიგ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს.
საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე მათს მიერ დადებული ხელშეკრულებების უკანონოდ და ბათილად ცნობა ნიშნავს, რომ ამით აღიარებულია იურიდიულ ძალადაკარგულად ყველა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, რომლებიც ეხება საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობებს. ამის გამო ისმება საკითხი აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ეხება არა მარტო აფხაზების, არამედ ყველა იმ ხალხების, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრობენ: ქართველების, სომხების, რუსების, ბერძნების, ესტონელების და სხვათა ინტერესებს.
სავსებით გასაგებია აფხაზი ხალხის შეშფოტება, აფხაზეთი — ეს მისი სამშობლოა. მხოლოდ მასთან და მის სახელმწიფოებრიობასთან არის დაკავშირებული მისი აწმყო და მომავალი. იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს მისი ბედისათვის. ასევე არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ აფხაზეთის ასსრ სახელმწიფოებრიობის დაცვა პირველ რიგში ითვალისწინებს აფხაზი ხალხის ინტერესებისა და უფლებების დაცვას, რაც გარანტირებულია სსრ კავშირის კონსტიტუციით, აგრეთვე ისეთი ფუნდამენტური საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ჰელსინკის 1975 წლის დასკვნითი აქტი, ვენის 1989 წლის საბოლოო დოკუმენტი და სხვა საერთაშორისო აქტები ხალხთა უფლებების შესახებ.
ამ პირობებში აფხაზეთის ხალხთა ინტერესების დაცვა — ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესი ორგანოს პირდაპირი მოვალეობაა.
აფხაზეთის ბედით შეშფოთებულმა, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა მიმართა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს და დააყენა საკითხი სესიის ჩატარების შესახებ. მისი ჩატარება ნავარაუდევი იყო 1990 წლის 29 ივნისს, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების რეკომენდაციით სესია გადატანილ იქნა უფრო გვიან დროისათვის. გაზეთ „სოვეცკაია აბხაზიაში“ 27 ივნისს გამოქვეყნდა ინფორმაცია სესიის დღის წესრიგისა და მისი გადატანის მიზეზების შესახებ.
1990 წლის 24 ივლისს საოლქო გაზეთებში გამოქვეყნდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება 1990 წლის 28 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს მოწვევის შესახებ.
იმის მიუხედავად, რომ დაწვრილებითი ინფორმაცია მომავალი სესიის შესახებ წინასწარ იქნა გამოქვეყნებული პრესაში, რადიოთი და ტელევიზიით, დეპუტატთა გარკვეული ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა. თავიანთ გამოუცხადებლობას ზოგიერთი დეპუტატი ხსნის ინფორმაციის უკმარისობით, მეორენი — თანახმანი არ არიან დღის წესრიგისა. უფრო მეტიც, პრესაში: „საბჭოთა აფხაზეთში“ 25 ივლისს და „დროშაში“ 26 ივლისს გამოქვეყნდა სტატიები და განცხადებები, რომლებშიც უხეშად არის დამახინჯებული მომავალი სესიის არსი, გზაკვალს უბნევენ რესპუბლიკის მრავალეროვნულ მოსახლეობას და არსებითად მოუწოდებენ ეროვნებათშორის შეტაკებისაკენ. დეზინფორმაციის გავლენით რიგმა ადგილობრივმა საბჭოებმა სასწრაფოდ მოიწვიეს თავიანთი სხდომები და მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებანი, რომლებშიც დაგმობილია სესიის ჩატარება, ხოლო ზოგიერთ საწარმოში ქართველი ეროვნების პირებმა მოაწყვეს გაფიცვა, ბოიკოტის ორგანიზატორებმა უხეში გავლენა მოახდინეს ცალკეულ დეპუტატებზე, აიძულეს ისინი არ გამოცხადებულიყვნენ სესიაზე.
ეს აქციები სხვას არაფერს წარმოადგენენ თუ არა მცდელობას აშკარა ძალის გამოყენებისა, პოლიტიკური შანტაჟის მოწყობისა იმ წინადადებაზე, რომ პარლამენტური გზით გადაწყდეს ავტონომიური რესპუბლიკის საარსებო საკითხები. დიქტატის ამდაგვარი პოლიტიკა, ძალის პოზიციიდან სხვა ხალხებისათვის თავისი ნების თავისმოხვევის პოლიტიკა დაგმობილია №24 რეზოლუციაში „საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების შესახებ“, რომელიც მიიღო პრაღაში 1990 წლის ივლისში ორგანიზაციის „დემოკრატია და დამოუკიდებლობა“ მიერ მოწვეულმა საერთაშორისო კონფერენციამ.
გასაკვირია, რომ იმ დროს, როცა საქართველოს არაფორმალურ ორგანიზაციათა ცალკეული ლიდერები მოუწოდებენ აფხაზ ხალხს დიალოგისათვის, აფხაზეთსი ასსრ უზენაესი საბჭოს ბევრმა დეპუტატმა არ ისურვა მონაწილეობის მიღება საარსებო პრობლემების საპარლამენტო განხილვაში. ალბათ დღეს აფხაზეთში ქართულ ეროვნულ მოძრაობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ დესტრუქციული ძალები.
პარლამენტური გზა — ერთადერთი შესაძლებელი ხერხია პრობლემების გადასაჭრელად, რაც მიღებულია ცივილიზებულ ხალხებს შორის. უზენაეს საჭოში დიალოგზე უარის თქმას მივყევართ მიტინგურ სტიქიამდე და ეროვნებათშორის კონფლიქტებამდე. ყოველივე ამაში დამნაშავეებს უნდა ვეძებდეთ არა იმათს შორის, ვინც მოუწოდებს საპარლამენტო დიალოგისაკენ, არამედ იმათს შორის ვინც ბოიკოტს აცხადებს.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატები (58 კაცი). 1990 წლის 29 ივლისი. სოხუმი
18 აგვისტოს ქართულმა 13 კაციანმა დეპუტაციამ გააკეთა სპეციალური გაცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო მანამდე 58 დეპუტატის მიერ გაკეთებული „მიმართვა აფხაზეთის ასსრ-ის ყველა მოქალაქისადმი“.
აფხაზეთის ასსრ-ის ქართული დეპუტაციის 13 დეპუტატის გაცხადება (რუსულ ენაზე)Ознакомившись с «Обращением ко всем гражданам Абхазской АССР», принятым на совещании 58 депутатов. прибывших, на X сессию Верховного Совета Абхазской АССР, и с документами повестки дня сесии, считаем своим долгом обратиться к вам с настоящим заявлением.
В международном праве, также как и платформе также как и в платформе «Национальная политика КПСС в современных условиях», законодательных актах СССР и ГССР, провозглашается, что вопросы самоопределения пародов должны решаться при обязательном учете интересов народов и нации, повлеченных в данную ситуацию, существующих реальностей, вероятных последствий для жизни людей.
Абхазия является не мононациональным, изолированным государственным образованием, а представляет собой многонациональную автономную республику.
Принимая сформулированные выше положения за основу начала совместной работы по преодолению имеющихся противоречий, считаем, что определение конкретной формы реализации этого права требует обязательного учета интересов проживающих здесь народов и должно решаться политическими методами и с участием их на равноправной основе.
Между тем метод, избранный Президиумом Верховного Совета Абхазской АССР, далек от этих общепризнанных подходов, что в значительной мере проявилось в процессе подготовки документов повестки дня X сессии Верховного Совета Абхазской АССР.
То, что полную прерогативу решения итого вопроса присвоили себе часть Президиума Верховного Совета и отдельная группа депутатов, видно из следующего.
В нарушение ст. 15 Закона СССР «О статусе народных депутатов в СССР», ст. ст. 37, 39, 40, 46 Регламента Верховного Совета. Абхазской АССР Президиум не обнародовал, какая группа депутатов вошла с инициативой о проведении внеочередной сессии, кем готовились проекты правовых актов, подлежащих рассмотрению на сессии Не было выполнено требование Конституции о запросе мнения по рассматриваемому вопросу Совета Министров Абхазской АССР, районных, городских Советов народных депутатов и их исполнительних комитетов, других государственных и общественных организаций. При под готовке таких важных документов не ставился вопрос о вынесении проектов на всенародное обсуждение. Кроме того проекты не были заблаговременно представлены всем депутатам. Ряду членов Президиума и постоянных комиссий также не были заблаговременно представлены необходимые материалы, которые предполагалось рассмотреть на сессий.
При этом нужно констатировать. что депутаты грузинской - национальности в этой, работе не участвовали не по своей воле.
Таким образом, Президиум создал «условия», при которых большинство депутатов в день проведения X сессии и обсуждении вопросов не имело возможности полноценно и со внаиманием сути дела принять участие в их рассмотрении и вообше в работе сессии. Этим самым Президиум создал и «парламентский кризис».
Непонятна также позиция 58 депутатов, подписавших «Обращение», осуждающее проведение сессий местными Советами, принятие решений трудовыми коллективами по волнующим их и жизненно важным для всей республики вопросам. В контексте «Обращения» это звучит как прямое запрещение действий всех местных органов власти и организаций, участия избирателей в гласном обсуждении важнейших документов нашей общественной жизни. Сегодня это, по крайней мере, весьма странно.
Тем не менее, мы солидарны с мнением 58 депутатов в том, что «парламентский путь — это единственно возможный способ решения проблем, принятых среди цивилизованных народов». Однако при непременном условии, что он допускает и обеспечивает возможности выражать интересы всех народов на всех этапах подготовки документов, качественно и морально готов для конструктивного решения н регулирования межнациональных отношений и спорных вопросов и не подчинен влиянию никаких вла-стных структур и тем более эмоциям, прямо ведущим к келейному решению весьма важных для всего населения вопросов.
В этом, действительно, как указано в «Обращении», прямой долг высшего органа государственной власти автономной республики.
После получения возможностей ознакомления с проектами докладов по повестке дня X сессии Верховного Совета Абхазской АССР и постановлений по ним приходим к мнению, что они могут удовлетворить чаяния и запросы не всех народов, проживающих в Абхазии, поскольку составлены в одностороннем порядке, без учета сегодняшних реальностей и других факторов.
Мы не можем согласиться с положением « Обращения» о том, что не явившиеся на сессию депутаты уклонились от диалога и тем самым могут быть причислены к подстрекателям дестабилизации обстановки в автономной республике. Потому что, во- первых, Верховный Совет — высший законодательный орган, а не место для диалогов, которые в нашей жизни, к сожалению, заканчивались, как правило, безрезультатно, что не очень было бы к лицу для Верховного Совета; во-вторых, мы за диалог с участием всех заинтересованных сторон, за конструктивное, настойчивое обсуждение назревших вопросов с единственной благородной целью — восстановить историческую справедливость — многовековое единение абхазского и грузицского народов с учетом интересов других народов; в- третьих, к дестабилизации обстановки в автономной, республике могут привести именно не согласованные, адекватно не отражающие - реальности концепции и решения, на которые нас толкают.
В такой ситуации, когда и после 28 июля ничего не изменилось в деле консолидирующих усилий Президиума, Участие в работе намечаемой на 25 августа X сессии Верховного Совета Абхазской АССР не можем считать целесообразным с учетом настоятельного мнения наших избирателей.
ПРЕДЛАГАЕМ:
- В ближайшее время провести сессию для принятия нового закона о выборах и соответствующих поправок в Констигуцию Абхазской АССР и только.
- Укомплектовать созданную Президиумом Верховного Совета ГССР комиссию по рассмотренню государственного устройства Абхазской АССР при соответствующем представительстве всех проживающих здесь народов, подготовить проекты необходимых документов, всенародно обсудить и зынести их для рассмотрения и принятия на-1 сессии Верховного Совета Абхазский АССР XII созыва.
23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ[56]. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.
X სესია
რედაქტირება1990 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მეათე სესია. სესია გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ კ. ოზგანმა.
დამტკიცდა დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის კონცეფცია თვითმართველობის, თვითდაფინანსებისა და რეგულირებად ბაზარზე გადასვლის პირობებში;
- აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვა სამართლებრივი გარანტიების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ.
სიტყვით გამოვიდა სამანდატო კომისიის თავჯდომარის მოადგილე ვ. ფილია.
შემდეგ, მოხსენებაზე „აფხაზეთის ასსრ-ის კონცეფცია თვითმართველობის, თვითდაფინანსებისა და რეგულირებად ბაზარზე გადასვლის პირობებში“ სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ვ. მიქანბა.
შემდეგ, მოხსენებაზე „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვა სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარე ვ. კობახია.
შემდეგ, ინფორმაცია „აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ გააკეთა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანმა ვ. ავიძბამ.
სესიამ დააკმაყოფილა დეპუტატების გ. ბანდურიანისა და ს. სმოლნიკოვის განცხადება მათ მიერ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატის რწმუნებათა მოხსნის შესახებ.
მოხსენებების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: შ. აჯინჯალი, ნ. აშუბა, ჯ. გუბაზი, ტ. ბასარია, შ. ლაკობა, ვ. ფილია, ა. არგუნი, მ. ლასურია, ვ. დოლგოვა, გ. მხიტარიანი.
სესიამ პირველ და მეორე საკითხებზე მიიღო შესაბამისი დადგენილებანი, აგრეთვე „დეკლარაცია აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. რადგანაც სესიას არ ესწრებოდა კონსტიტუციაში შესატანად საჭირო ქვორუმის 2/3, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაიდო მომავალი სესიისათვის.
დეპუტატ ვ. არძინბას წინადადებით სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სესია არ დასრულებულიყო, არამედ გაგრძელებულიყო სხდომების სახით.[57]
სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო[58]. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.
26 აგვისტოს საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ, როგორც ზემდგომმა ორგანომ, დაგმო აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ, სცნო ის ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ. ამავდროულად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა რომ უახლოეს პერიოდშ მოემზადებინათ წინადადებები საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის წარსადგენად.[59]
31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიაზე ქართულმა დელეგაციამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს[60].
მორიგი (1991 წლის 28 თებერვლის) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.
სხდომაზე არძინბამ განაცხადა, რომ 27 თებერვალს, სესიის გახსნის წინა დღეს ორჯერ შეიკრიბა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელმაც დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიმართვის გათვალისწინებით გარკვეული კორექტივები შეიტანა დღის წესრიგში. კერძოდ, განსახილველ საკითხთა სიიდან ამოღებულ იქნა ის საკითხები, რომლებიც შექმნილ საზოგედოებრივ-პოლიტიკური ვითარების ფონზე ხელს ვერ შეუწყობდა ძალთა კონსოლიდაციასა და მდგომარეობის სტაბილიზაციას.
სესიამ დაამტკიცა დღის წესრიგი. აფხაზეთის ასსრ-ის მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზე ილაპარაკა ვ. არძინბამ. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭო ყოველმხრივ იყო დაინტერესებული არჩევნების დროული ჩატარებით და ვითარების სტაბილიზაციით. შეიტანა წინადადება, ზემოთქმულის გათვალისწინებით, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება გაგრძელებულიყო 1 ოქტომბრამდე, რამდენადაც ამ დროში შესაძლებელი იქნებოდა არჩევნების ისე მომზადება, როგორც ამას მოითხოვდა საზოგადოებრივი ვითარება და საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზანდასახულობანი. საკითხი მიღებულ იქნა დეპუტატთა ერთსულოვანი მხარდაჭერით.
აფხაზეთის ასსრ-ის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1991 წლის პროგნოზის შესახებ მოხსენება გააკეთა აფხაზეტის ასსრ-ის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატმა ვ. აშხაწავამ.
დეპუტატთა ფართო მსჯელობის საგნად იქცა აფხაზეთის ასსრ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ა. ჯიკირბას მიერ სესიაზე წარმოდგენილი საკითხი 1991 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ თვითმართველობის პირობებში ბიუჯეტის ფორმირების ახალი გზები იყო მოსაძებნი, რომ უნდა გამონახულიყო რესპუბლიკთაშორისი ურთიერთობის მობილური, მხარეებისათვის მისაღები მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ავტონომიური რესპუბლიკის თავისუფლებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. განსახილველ საკითხში კამათში გამოვიდნენ დეპუტატები: ვ. ანდრიბავა, ვ. ალექსანდროვი, ლ. ბგანბა, ე. კრავჩენკო, კ. ოზგანი, შ. ფილია, ო. ზუხბაია, თ. კოღონია, კ. სიჭინავა, ასევე აფხაზეთის ასსრ-ის შრომის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზ. ლაკერბაია, პროფკავშირთა კურორტების მართვის აფხაზეთის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ე. კაპბა, სოხუმის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე ა. პოპოვა, აფხაზეთის ასსრ-ის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჯანგველაძე, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ა. გვარამია, სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ჯ. გუბაზი და სხვები.
დეპუტატების ვ. მიქანბას, ს. ბაგაფშის, ი. კვიწინიას და სხვათა წინადადებით კანონპროექტი მიიღეს სრულად, პირველი წაკითხვით. ამასთან აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს შესაბამის მუდმივ კომისიას დაევალა საქართველოს და აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელ მუშაკებთან ერთად კანონპროექტის ერთობლივი გადამუშავება და დახვეწა. კონსესუსის მიღწევის შემდეგ შესაძლებელი გახდა სესიას გაეგრძელებინა მუშაობა.
აფხაზეთის ასსრ-ის ვაჭრობის მინისტრის ლ. ბგანბას მიერ გამოტანილი საკითხი აფხაზეთის ბანკის და ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ შესაბამისი განმარტების შემდეგ დეპუტატების მიერ მიღებულ იქნა.
გარკვეული წინააღმდეგობანი წამოიჭრა დეპუტატტა ჯგუფებს შორის აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრის შ. ლაკობას მიერ გამოტანილი საკითხის გარშემო „აფხაზეთის ასსრ-ის საგანგებო მდგომარეობის შემოღების სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“. კერძოდ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კონფლიქტურ ვითარებაში ექსტრემალური ვითარების გადაუდებელი მოგვარების აუცილებლობის მოტივით, შეტანილ იქნა წინადადება, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი მიღების უფლება მიეცეს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს. დეპუტატების ერთმა ჯგუფმა განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს.
საერთო გადაწყვეტილებებით შეიქმნა საკითხის შემსწავლელი კომისია 7 კაცის შემადგენლობით, რომელმაც შეისწავლა და შეათანხმა წარმოდგენილი პროექტის სადაო პუნქტები. შესაბამისი შესწორებების შემდეგ პროექტი მიღებულ იქნა.
სესიაზე ასევე მიღებულ იქნა კანონი „საერთო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ“: აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების ძალაში შესვლის წესის შესახებ“; გაგრის ზონის სოფელ ბზიფის ქალაქის ტიპის დაბად გარდაქმნისა და სასოფლო საბჭოს ქალაქ გორის სახალხო დეპუტატთა ბზიფის სადაბო საბჭოდ გარდაქმნის შესახებ“.
აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ ვ. ბერულავას მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს გადაწყვეილების შესაბამისად საბინაო კომუნალური მეურნეობისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტრო გარდაიქნა აფხაზეთის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მომსახურების სამინისტროდ. მინისტრად დაინიშნა ა. ხოკერბა.
აფხაზეთის ასსრ-ის აგროსამრეწველო გაერთიანების მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა დეპუტატ კ. ოზგანი. ერთაშორისი ურთიერთობის საკითხებისა და მშრომელტა ინტერნაციონალური აღზრდის მუდმივი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა დეპუტატი ა. არგუნი.
ამით აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიამ მუშაობა დაასრულა[61].
გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“ პირველი და ორი მარტის ნომრებში გამოქვეყნებული იყო ინფორმაციები ახფაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეათე სესიის მორიგი სხდომის შესახებ, რომლებშიც არაფერი არ თქმულა იმის შესახებ, რომ სესიაზე მიღებულიყო დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ არც სესიის დღის წესრიგის განხილვისას, არც მით უმეტეს დღის წესრიგის დამტკიცებისას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საკითხი შეთავაზებული არ ყოფილა. როგორც გაირკვა, სესიის დამთავრების შემდეგ დღის წესრიგის დამატებით დაისვა ეს საკითხი. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი. მთელმა რიგმა დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს, მეორე ჯგუფმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ დადგენილება მიღებულ იქნა.
„აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ
აფხაზეთი მრავალეროვნული რესპუბლიკაა. მასში მშვიდობა და შეთანხმებულობა შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ხალხების აზრების გათვალისწინებისა და ერთობლივი ძალისხმევის გზით. „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ შესაბამისად ყოველ მოქალაქეს მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფლება იმისა, რომ გამოთქვას თავისი აზრი ნებისმიერ საარსებოდ მნიშვნელოვან საკითხზე. ამიტომ მოქალაქეთა მონაწილეობა სსრ კავშირის სრულიად საკავშირო რეფერენდუმში მათი განუყოფელი უფლებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭო ადგენს: 1991 წლის 17 მარტს მივიღოთ მონაწილეობა სრულიად საკავშირო რეფერენდუმში სსრ კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხზე. დაეკისროს სსრკ სახალხო დეპუტატების არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარება სსრ კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხზე. დაეკისროს ქალაქების სოხუმის, გაგრის, ტყვარჩელის, ასევე გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის რაიონების საუბნო საარჩევნო კომისიებს სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩატარების საუბნო საარჩევნო კომისიების მოვალეობა. რესპუბლიკურმა ცენტრალურმა საარჩევნო კმისიამ შექმნას საარჩევნო კომისიები სრულიად საკავშირო რეფერენდუმის ჩასატარებლად ოჩამჩირისა და გალის რაიონებში. ეს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვ. არძინბა. ქ. სოხუმი. 1991 წლის 28 თებერვალი[62].“ |
პრეზიდიუმის ბრძანებულებები
რედაქტირება1991 წლის 25 ივნისი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს XI მოწვევის მეთერთმეტე სესია დაინიშნა 1991 წლის 9 ივლისს, ქალაქ სოხუმში[63]
XI სესია
რედაქტირებააფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს XI სესია დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვ. არძინბას ბრძანებულებით 1991 წლის 9 ივლისს ქ. სოხუმში. სესიაზე განსახილველად შეტანილი იყო საკითხები:
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი მოსახლეობის დასაქმების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის შესახებ;
- კანონმდებლობა აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა და მსაჯულთა შესახებ:
ა) აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის რაიონების (ქალაქების) სასამართლოების მსაჯულთა არჩევისა და გამოწვევის წესების შესახებ“;
ბ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოთა მოსამართლეების საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
გ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა არჩევის და კვალიფიკაციურ მოსამართლეთა საქმიანობის ორგანიზაციის დებულების დამტკიცების შესახებ;
დ) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთათვის საკვალიფიკაციო კლასების დამტკიცების შესახებ;
ე) აფხაზეთის ასსრ-ის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევისა და ჩატარების წესის დებულების დამტკიცების შესახებ;
ვ) მოსამართლეთა და სახალხო მსაჯულთა ფიცის შესახებ. - აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა დამტკიცების შესახებ[64].
9 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 22 სექტემბრისათვის დანიშნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნები[65].
20 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭოს პრეზიდიუმმა „აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის უზენაესი საბჭოსა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების“ შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 ივლისის დადგენილებისა და „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“, აფხაზეთის ასსრ-ის კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე დაადგინა: შეიქმნას აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვიაჩესლავ ცუგბა (კომისიის თავმჯდომარე), მერაბ გამზარდია და იულია კოპილოვა (კომისიის მდივანი); კომისიის წევრები: მელორ ალფენიძე, ვლადიმერ ანცუპოვი, ვახტანგ გასვიანი, ივანე გრინენკო, ლევონ დემერჭიანი, გრიგორი ერემიანი, პავლე ქვაჩახია, იური კვიწინია, როინი ლაგვილავა, მატევოს ტაშიანი, დიმიტრი ტიმოფეევი, ტარასი ხალბადი, ვახტანგ შონია და რაუფ ებჟნოუ[66].
20 ივლისს ასევე გამოიცა დადგენილება აფხაზეთის ასსრ-ის კანონი მოსახლეობის დასაქმების შესახებ.
5 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4)-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძელზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქმედება შეუჩერდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 20 ივლისის დადგენილებას, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და თვით აფხაზეთის ასსრ-ის კანონს „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთო რაოდენობის 2/3-ზე მეტი წარმოადგენდა ბლოკ „სოიუზის“ წარმომადგენლებს, ამასთანავე კომისიის 13 წევრი ქალაქ სოხუმიდან იყო, მაშინ როცა კომისიის შემადგენლობაში ვერ შევიდა სხვა რაიონების აღმასკომებიდან წარდგენილი კანდიდატურები. ამის გამო დაირღვა აფხაზეთის ასსრ-ის საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბებულიყო რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების წინადადებათა გათვალისწინებით[67].
5 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4)-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძელზე საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გაუქმდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 9 ივლისს კანონი აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში მიღებული 92-ე მუხლის მე-14 პუნქტისა და 156-ე მუხლის ცვლილება, რომლის თანახმადაც „აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორი ინიშნება სსრკ-ის გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანხმობით აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ და მასვე ექვემდებარება. კანონიერების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორი ექვემდებარება სსრკ-ის გენერალურ პროკურორს. აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის მოადგილეები საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის წარდგინებით ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ. აფხაზეთის ასსრ-ის რაიონებისა და ქალალქების პროკურორები ინიშნებიან აფხაზეთის ასსრ-ის პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით“. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხლს, რომლის შესაბამისად „საქართველლოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების წარდგნიებით“.
5 აგვისტოს გაიმართა XI სესიის მორიგი სხდომა. დეპუტატებმა დაამტკიცეს სესიის დღის წესრიგი, რომლის განსახილველად შეტანილი იყო შემდეგი საკითხები:
მორიგი (15 აგვისტოს) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ.
სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს და 21-ე მოწვევის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის გაფართოების თაობაზე წინადადებათა მოსამზადებელი კომისიის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ-ის საგარეო-ეკონომიკური და საგარეო-რესპუბლიკური კავშირების კომიტეტის შექმნის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის დროებითი კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის საყოველთაო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერებისა და აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტის და 156-ე მუხლის ცვლილებისა და დამატებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ“.
ინფორმაციით — „აფხაზეთის ასსრ-ის მეთორმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს და 21-ე მოწვევის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნების დანიშვნის შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 ივლისის დადგენილებით ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე“ გამოვიდა დეპუტატი ი. კვიწინია.
იმასთან დაკავშირებით, რომ სირთულეები იყო შემჭიდროებულ ვადებში უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ერთდროულად ჩატარების საქმეში, გათვალისწინებულ იქნა რა საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომების ხელმძღვანელთა წინადადებანი, არჩევნების ცალცალკე ჩატარების შესახებ, აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება უზენაესი და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების ცალცალკე ჩატარების შესახებ. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების დეპუტატთა არჩევნები ჩატარდებოდა უფრო მოგვიანო ვადებში. არჩევნების დღე გნისაზღვრებოდა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს ერთ-ერთ მომდევნო სხდომაზე.
აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნები გადატანილ იქნა 1991 წლის 22 სექტემბრიდან 29 სექტემბერს.
მეორე საკითხზე — საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ გამოვიდა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ა. არშბა.
განსახილველ საკითხზე კამთში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ვ. ფილიამ, ა. აკშბამ, კ. სალიამ, გ. ცობეხიამ, ტ. ბასარიამ, გ. ქომოშვილმა, კ. სიჭინავამ, ი. გავამ, კ. ოზგანმა, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ, აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრმა გ. ლომინაძემ.
დისკუსიის მსვლელობაში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა.
ინფორმაციის მესამე საკითხზე — აფხაზეთის ასსრ-ის კანონი საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების შესახებ, რომელიც წინა სესიაზე მიღებულ იქნა პირველი წაკითხვით, გამოვიდა დეპუტატი ვ. ალექსანდროვი. დეპუტატების ო. ზუხბაიას, ვ. ფილიას, ტ. ბასარიას მიერ ამ პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების შემდეგ ხმების უმრავლესობით პროექტი მიღებულ იქნა.
აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვ. ყოლბაიამ დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილების პროექტი აფხაზეთის ასსრ-ის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის გაფართოების თაობაზე წინადადებების მოსამზადებელი კომისიის შესახებ. აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ-ის საგარეო-ეკონომიკური და საგარეო-რესპუბლიკური კავშირების შექმნის შესახებ დეპუტატებს გააცნო აფხაეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დეპუტატმა ვ. მიქანბამ.
დღის წესრიგში შეტანილი კანონების პაკეტის განხილვამ ცხარე დებატები გამოიწვია. მასში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ო. ზუხბაიამ, ა. არგუნმა, ვ. ყოლბაიამ, ვ. ფილიამ, კ. სიჭინავამ, ნ. ქარქაშაძემ, პ. ქვაჩახიამ, ტ. ბასარიამ, აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზ. ლაბახუამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ნ. მგალობლიშვილმა.
სესიამ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას შემთანხმებელი კომისია და დაევალოს მას გულდასმით განიხილოს განხილვისას გამოთქმული ყველა შენიშვნა და შეიმუშაოს წინადადებანი აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მომდევნო სხდომაზე კანონების მისაღებად.
სესიის მუშაობაში გამოცხადდა შესვენება[68].
მორიგი (27 აგვისტოს) სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. სხდომას ესწრებოდა 88 დეპუტატი პარლამენტის 130 წევრიდან.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა შემდეგი საკითხები:
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის საყოველთაო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ აფხაზეთის ასსრ-ის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
- ახფაზეთის ასსრ-ის კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციაში (ძირითადი კანონი) ცვლილებების შეტანის შესახებ“;
- აფხაზეთის დროებითი კანონი „აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ ხელმძღვანელი ორგანოების თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის წესის შესახებ“;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენიება „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლიებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესახებ;
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დადგენილება „აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერებისა და ახფაზეთის კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტის და 156-ე მუხლის ცვლილებებისა და დამატების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ“;
- „საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესკომის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ“;
- სკკპ ცენტრალური კომიტეტის , საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, პარტიის აფხაზეთის რესკომის ქონების შესახებ“.
სხდომა ზე სიტყვით გამოვიდა ვ. არძინბა, რომელმაც თავის გამოსვლაში უარყო ხმების იმის შესახებ თითქოს ამას წინებზე მისი მოსკოვში ყოფნისას ის მხარს უჭერდა პუტჩისტებს. მან დამსწრეთ აუხსნა, რომ გამოძახებული იყო მოსკოვში, რათა 21 აგვისტოს მიეღო მონაწილეობა ფედერაციის საბჭოს სხდომაში და 20 აგვისტოსთვის დანიშნულ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის დაწყების ცერემონიალში.
ვ. არძინბამ მკაცრად დაგმო პარტიის აფხაზეთის რესკომის 19 აგვისტოს განცხადება, რომელშიც რესკომის სახელით მისი ხელმძრვანელები მხარს უჭერდნენ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტს. მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის უზენაესი საბჭო და მთავრობა ისწრაფოდნენ ვითარების სტაბილიზაციისაკენ.
ვ. არძინბამ თქვა, რომ ჯერ კიდევ 19 აგვისტოს მოვლენების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს მათ განიხილეს მომავალ პირად შეხვედრასთან დაკავშირებული საკითხები. ვ. არძინბას აზრით, ასეთი შეხვედრები საჭირო იყო იმისათვის, რომ მშვიდობიან ატმოსფეროში განეხილათ საერთო პრობლემები, გამოეძებნათ საერთო ენა.
ვ. არძინბამ დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა შემთანხმებელი კომისიის მუშაობა, რომელმაც ქართველ და აფხაზ იურისტ-ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა სესიის დღის წესრიგში შეტანილი კანონპროექტების საბოლოო ტექსტები.
სესიამ განიხილა და დაამტკიცა ეს კანონპროექტები.
სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება შეეტანა ეს ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში, კერძოდ, კომისიაში შეყვანილ იქნენ სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონების წარმოადგენლები, შესაბამისად გამოყვანილ იქნა ქალაქ სოხუმის ორი წარმომადგენელი.
დღის წესრიგის მე-5 და მე-6 საკითხების განხილვის დროს აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვ. ყოლბაიამ მიმართა დეპუტატებს არ გაემართათ „კანონების ომი“. მიუხედავად ამისა, ხმების უმრავლესობით მაინც მიღებულ იქნა დადგენილებები, რომლების მიხედვით მე-5 და მე-6 საკითხებში აღნიშნული საქართველოს რესპუბლიკის კანონი და რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება გამოცხადებული იქნაროგორც დოკუმენტები, რომელთა შესრულება აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია.
სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილებები „საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის რესკომის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ“ და „სკკპ ცენტრალური კომიტეტის , საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, პარტიის აფხაზეთის რესკომის ქონების შესახებ“.
სხდომაზე ზოგიერთმა დეპუტატმა და მოწვეულმა პირმა დასვა საკითხი კომპარტიისა და სახელმწიფო მოღვაწეების ძეგლების აღების ან შენარჩუნების შესახებ. ყურადღება მიიქცია მწერალ ჯ. ახუბას განცხადებამ, რომ ლენინის ძეგლი, რომელიც იდგა სოხუმში, საბჭოების სახლის წინ, არ წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშს და არ გააჩნდა არავითარი ფასეულობა.
დამსწრეებმა გამთქვეს აზრი, რომ ყველა ძეგლის თაობაზე საკითხის გადასაწყვეტად საჭირო იყო შექმნილიყო კომისია.
სხდომის დასასრულს სიტყვით გამოვიდა გაზეთ „დემოკრატიჩესკაია აბხაზიას“ რედაქტორი დეპუტატი ი. გავა. მან რედაქციის კოლექტივის სახელით გააკეთა განცხადება და სთხოვა დეპუტატებს თანადგომა გაზეთის რეგისტრაციისა და გამოშვების საქმეში.
ვ. არძინბამ აღნიშნა, რომ ამ გაზეთთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდებოდა უახლოეს დღეებში.
ამით სხდომამ დაასრულა თავისი მუშაობა[69].
პრეზიდიუმის დადგენილებები
რედაქტირება1991 წლის 25 ოქტომბერი:
- აფხზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 23-ე მუხლის და აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს მიერ 15 აგვისტოს შექმნილი შეთანხმებული კომისიის წინადადების, აგრეთვე გულრიფშის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის წინადადების შესაბამისად, პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის დადგენილებაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
- გათავისუფლდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობისაგან ვლადიმერ ანცუპოვი;
- შევიდეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობაში ალექსანდრე მოსკალენკო[70].
13 დეკემბერი:
- აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს XII მოწვევის პირველი სესია დაინიშნა 1991 წლის 25 დეკემბერს, ქალაქ სოხუმში[71] (მოგვიანებით სესია გადაიდო 29 დეკემბრისთვის).
ლიტერატურა
რედაქტირება- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, первая сессия одиннадцатого созыва, 25 марта 1985 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1986;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, вторая сессия одиннадцатого созыва, 10 дек. 1985 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1986;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, третья сессия одиннадцатого созыва, 28 июля 1986 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1987;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, четвертая сессия одиннадцатого созыва, 22 дек. 1986 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1987;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, пятая сессия одиннадцатого созыва 31 июля 1987 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, шестая сессия одиннадцатого созыва, 21 нояб. 1987 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988;
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, седьмая сессия, одиннадцатого созыва, 30 марта 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, 1988 (1989);
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, восьмая сессия одиннадцатого созыва, 31 окт. 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, Б. г. (1990);
- Заседание Верховного Совета Абхазской АССР, девятая сессия одиннадцатого созыва, 22 дек. 1988 г. : Стеногр. отчет. - Сухуми : Алашара, Б. г. (1991).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (11925), 26 მარტი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (11925), 26 მარტი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №92 (11958), 14 მაისი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №110 (11976), 7 ივნისი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №217-218 (12084), 9 ნოემბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №237 (12103), 11 დეკემბერი, 1985
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №27 (12143), 7 თებერვალი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №59 (12175), 20 მარტი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №119 (12235), 20 ივნისი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №146 (12262), 29 ივლისი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №153 (12269), 7 აგვისტო, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №222 (12338), 19 ნოემბერი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №243 (12359), 20 დეკემბერი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №244 (12360), 23 დეკემბერი, 1986
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №21 (12387), 30 იანვარი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №25 (12391), 5 თებერვალი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №34 (12400), 18 თებერვალი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №44 (12410), 4 მარტი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №50 (12416), 12 მარტი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №62 (12428), 28 მარტი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №63 (12429), 31 მარტი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №121 (12487), 20 ივნისი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №126 (12492), 30 ივნისი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №147 (12513), 1 აგვისტო, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №149 (12515), 5 აგვისტო, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №202 (12568), 21 ოქტომბერი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №225 (12591), 24 ნოემბერი, 1987
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №54 (12670), 18 მარტი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №63 (12679), 31 მარტი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №67 (12683), 6 აპრილი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №100 (12716), 24 მაისი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №200 (12816), 19 ოქტომბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №208 (12824), 1 ნოემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №210 (12826), 3 ნოემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №209 (12825), 2 ნოემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №212 (12828), 5 ნოემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №228 (12844), 30 ნოემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №241 (12857), 16 დეკემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №245 (12861), 23 დეკემბერი, 1988
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №17 (12883), 25 იანვარი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №137 (13003), 25 ივლისი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №140 (13006), 28 ივლისი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №153 (13019), 16 აგვისტო, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №177 (13043), 16 სექტემბერი, 1989
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №46 (13162), 11 მარტი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №57 (13173), 24 მარტი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №122 (13238), 27 ივნისი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №132 (13248), 11 ივლისი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №143 (13259), 27 ივლისი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №145 (13261), 31 ივლისი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №150 (13266), 7 აგვისტო, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №163 (13279), 25 აგვისტო, 1990
- ↑ Газ. Советская Абхазия, №158 (18555), 18 августа, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №144 (13260), 28 ივლისი, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №145 (13261), 31 ივლისი, 1990
- ↑ Газ. Советская Абхазия, №161 (18558), 23 августа, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №164 (13280), 28 აგვისტო, 1990
- ↑ Декларация о государственном суверенитете Абхазской Советской Социалистической Республики
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №164 (13280), 28 აგვისტო, 1990
- ↑ გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №171 (13287), 6 სექტემბერი, 1990
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №35 (13401), 2 მარტი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №37 (13403), 5 მარტი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №111 (13477), 27 ივნისი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №111 (13477), 27 ივნისი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №118 (13484), 12 ივლისი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №122 (13488), 23 ივლისი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №130 (13496), 7 აგვისტო, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №136 (13502), 16 აგვისტო, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №142 (13508), 30 აგვისტო, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №174 (13540), 1 ნოემბერი, 1991
- ↑ გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №204 (13570), 17 დეკემბერი, 1991